ელიზბარ ჯაველიძე: უკრაინის დაშლაში დიდი წვლილი ამერიკას მიუძღვის - კბილგამოჩენილ რუსეთთან ერთად!

ელიზბარ ჯაველიძე: უკრაინის დაშლაში დიდი წვლილი ამერიკას მიუძღვის - კბილგამოჩენილ რუსეთთან ერთად!

„ივერიონს“ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე  აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა.

- ბატონო ელიზბარ, როგორ შეაფასებთ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.  უკრაინის მთავრობაში ერთ-ერთ მინისტრად საქართველოს ექსჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა. საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების კანდიდატურებზეც. თქვენი აზრით, უკრაინას საკადრო რესურსი ამოეწურა თუ ამ პროცესებს ოკეანისგაღმელები ახორციელებენ?

- უკრაინა აღარ არსებობს! დაშლილია! დიახ, დაშალეს - მან დამოუკიდებლობა დაკარგა და ამაში დიდი წვლილი აშშ-ს მიუძღვის, კბილებგამოჩენილ რუსეთთან ერთად.  დამიჯერეთ, უკრაინა ფიზიკურად ანუ სახელმწიფწიფოებრივად განადგურებულია!

უკრაინაში მოვიდნენ არა ეროვნული ძალები, არამედ წმინდა წყლის კოსმოპოლიტები და აკეთებენ იმას,  რასაც სააკაშვილი აკეთებდა საქართველოში.

კვიტაშვილი, რომელმაც “ააყვავა“ ქართული მედიცინა და მიწასთან გაასწორა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოდის და ინგლისურად ელაპარაკება უკრაინელ პოლიტპერსონალს(?!) მეტი დაცინვა რაღა გინდათ?!

რამდენადაც ვიცი, უკრაინის მთავრობაში აწინაურებენ ეკა ზღულაძესაც, რომელსაც ქმარი გაექცა თუ თვითონ გაიქცა და მერე სააკაშვილის მრჩეველს გაჰყვა ცოლად...

ადეიშვილი, რომელმაც გაანადგურა ქართული სახელმწიფო აზროვნება, შეზღუდა ადამიანის უფლებები ახლა დაწინაურებას უპირებენ?! ვიცით, რა დემოკრატიის სიმბოლო და მქადაგებლები ბრძანდებიან ესენი!

- უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილსაც შესთავაზა მაღალი თანამდებობა...

- არ მგონია, მისთვის რამე რომ შეეთავაზებინათ, მას უარი ეთქვა. აქ უკიდურესადაა საქმე - მიშაზე ძებნაა გამოცხადებული და განაჩენს მალე გამოუტანს ჩვენი ზანტი პროკურატურა.

აშშ-მ დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა კაცი,  რომელიც ადამიანის სისხლს წოვდა და სიამოვნებისგან კრუტუნებდა. მე თუ მკითხავთ, ნერონი მასზე გაცილებით დემოკრატი იყო!

- უკრაინაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები რა გავლენას იქონიებს საქართველოზე?

- საქართველოს კარგი არ ელოდება, თუ იმ პოლიტიკურ კურსს გავაგრძელებთ, რაც დღესაა - წარამარა აშშ-სკენ ვიხედებით, სულ იმის ფიქრში ვართ, ჩვენი საქციელი მოეწონა თუ არა. არადა, ქართული ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ - სხვა საშველი არ არის!

ეს ნაძირალა, გათახსირებული, ფულზე გაყიდული  არასამთავროები: საია, გიგაურის ,,გამჭვირვალობა“ და  ლომჯარია, მათ მიყოლებული  ტუღუში, რომელიც ათეული წელია “რეზონანსს“ რედაქტორობს და ერთხელ არ დაუწერია პრინციპული ხასიათის სტატია (დაწერეთ პირდაპირ) ეგენი არიან სახელმწიფოს მტრები. ამათ ტელევიზორში კი არ უნდა უსმინო და ტელეკომპანიებში კი არ უნდა ასეირნო - უნდა შეკრა და გააძევო საქართველოდან!

როგორ ფიქრობთ, შეიძლება გასაღები არ ჰქონდეს პოლიციას და ჰქონდეს გადამთიელებს?! რისი ეშინიათ? მე არ მეშინია, რომ გადამიღებენ და მომისმენენ, ამათ კი ეშინიათ, რადგან ესენი უზნეოები არიან.

- უკრაინას, როგორც საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს, უნდა ეკითხა თუ არა რჩევა  საქართველოს ხელისუფლებისთვის, როცა მთავრობაში ქართველ კადრებს ნიშნავდა?

- ვინ ჰკითხავს კადრების დანიშვნას თავად უკრაინას? ამერიკის ელჩი საქართველოში კოლმეურნეობის  თავმჯდომარესავით ყველა სხდომას რომ  ესწრება და ცხვირს ყოფს ყველაფერში... ასე აკეთებენ უკრაინაშიც. ქართველი  ხალხი ისე აინტერესებს ობამას, როგორც მე ის, თუ როგორ გაიღვიძა ობამას შვილმა.

ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ - ეს ერთადერთი გამოსავალია!

                                                                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: