საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ=ის მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრობის გარეშე  აშშ=ის მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ

  "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ერთსულოვნად, თუმცა გარკვეული ცვლილებებით მიიღო კანონპროექტი "უკრაინის მხარდამჭერი აქტი - 2014", რომელშიც საქართველოც იყო ნახსენები.


აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გადაეგზავნა.


"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ასევე უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.


"რადიო თავისუფლების" ცნობით, აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი უკრაინისთვის ენერგომომარაგების ხელშესაწყობად 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს, რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად კი - 20 მილიონ დოლარს სამი წლის განმავლობაში.


კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოიყოს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" მაუწყებლობის გასააქტიურებლად რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით.


ამასთან, 18 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი "უკრაინის მხარდამჭერი აქტი", რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს სენატმა გასულ კვირას დაუჭირა მხარი. კონგრესის ორივე პალატის მიერ ცვლილებებით მიღებული კანონპროექტი ძალაში მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხელმოწერის შედეგად შევა ძალაში. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის ავტორები ამერიკელი სენატორები რობერტ მენდესი და ბობ კორკერი არიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: