უჩა ნანუაშვილი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს
საქართველოს სახალხო დამველი უჩა ნანუაშვილი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს. ნანუაშვილი არ ეთანხმეა 120 მუხლის შეთავაზებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედებების: ჩხრეკისა და ამოღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებისას გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება.
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
"საქართველოს სახალხო დამცველი არ იზიარებს კანონპროექტში მითითებულ მოსაზრებას, რომ შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ უზუსტობის აღმოფხვრას ემსახურება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი არაერთი სისხლის სამართლის საქმის ანალიზი აჩვენებს, საგამოძიებო მოქმედებების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების თაობაზე მიღებული დადგენილების დასაბუთება ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. მიგვაჩნია, რომ წერილობითი დადგენილების ვალდებულების ამოღება კიდევ უფრო ფორმალურს გახდის გადაუდებელი აუცილებლობის გამომწვევი გარემოებების დასაბუთებას და ხელს არ შეუწყობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის ან ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო. სასამართლოს უნდა წარედგინოს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. შუამდგომლობის განხილვის შედეგად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი აუცილებლობისას საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შემთხვევაში არსებობდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ჩხრეკის ან ამოღების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარების საფუძველი, მიზანი და აუცილებლობა. წერილობითი და დასაბუთებული დადგენილების გამოტანა აუცილებელია, რათა სასამართლომ შეაფასოს, რამდენად არსებობდა კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა. სასამართლოს გარდა, აუცილებელია, აღნიშნულის შეფასების და გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეს თავად იმ პირს, რომლის მიმართაც ტარდება ეს მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებისათვის აუცილებელი გარემოებები. წერილობითი დადგენილების არარსებობამ შესაძლებელია დააბრკოლოს მხარის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის მიუხედავად, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა, არ არის დაკავშირებული დროის ხანგრძლივ პერიოდთან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაყოვნებას არ გამოიწვევს.
სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული რეგულაციების შესახებ დამატებით განხილვებში. ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის წინადადება გათვალისწინებულ იქნება და წარმოდგენილი კანონის პროექტი მოყვანილ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.