ვლადიმერ პუტინის მეტამორფოზების მიზეზები

ვლადიმერ პუტინის მეტამორფოზების მიზეზები

სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში. რატომ შეიცვალა რუსეთის ლიდერის პოზიცია და თვალსაზრისი 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე? რა მიზეზებმა გამოიწვიეს მისი შეხედულებების ტრანსფორმაცია?


პუბლიკაციის ავტორი ჰაროლდ ჯეიმსი რუსეთის პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური მეტამორფოზების განხილვისას წერს, რომ დღემდე ვლადიმერ პუტინის კურსის ასახსნელად ორი ვერსია არსებობს:


პირველი ვერსია გერმანიის პოზიციის მხარდამჭერია, რომლის არსი ასეთია: რუსეთის საგარეო პოლიტიკა დასავლეთის მიერ გადაგმული ნაბიჯების პასუხია. როცა საბჭოთა კავშირის დაიშალა, დასავლეთმა პირობა დადო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა პირობა დაარღვიეს, ნატო რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა და მოსკოვმაც ადექვატური რეაქცია გამოამჟღავნა. ამ ვერსიის მიმდევრები იმოწმებენ ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის პოზიციას, რომელიც 1990-იან წლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისკენ გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ ვერსიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაკლოვანება აქვს: დასავლეთს არავითარი პირობა არ მიუცია რუსეთისთვის და რაღაც პირობაზე ლაპარაკი მხოლოდ მოარულ ხმებს ეფუძნება. მართალია, მიხეილ გორბაჩოვიც აცხადებს, ვაშინგტონმა დაგვაღალატაო, მაგრამ დაპირების ამსახველი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს!


მეორე ვერსია რუსეთის პრეზიდენტის ტრანსფორმაციას მისი ირაციონალური ხასიათით ხსნის - ვლადიმერ პუტინს საგარეო პოლიტიკისადმი ხელმძღვანელობა დელტოპლანით ფრენის მსგავსად წარმოუდგენია, როცა მან წეროების გადაფრენის ტრადიციული მარშრუტის შეცვლა მოისურვა. მაგრამ აქაც კითხვა ჩნდება: რატომ გადაიქცა ვლადიმერ პუტინი თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდიდან (როცა ჯორჯ ბუშ-უმცროსიც კი მას „უშუალო და ღირსეული კაცად“ მიიჩნევდა, როცა მას რუსეთის ჭკვიან მმართველს - ალექსანდრე მეორეს ადარებდნენ...) პრეზიდენტობის მეორე პერიოდში გრიგორი რასპუტინზე უფრო შეშლილ ადამიანად? ამას საუკეთესო ახსნა პუტინის მმართველობის დროს განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ქრონოლოგიის ანალიზით შეიძლება მოვუძებნოთ, რომელიც განსაკუთრებით რუსულ-ქართული კრიზისის დროს, 2008 წლის ზაფხულში გამოვლინდა: ნატოთი იმედმიცემულმა საქართველომ სამხედრო გეგმა შეიმუშავა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც კრემლი მფარველობდა წლების განმავლობაში. თბილისის ნაბიჯს მოსკოვმა ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევით უპასუხა. გარდა ამისა, კრემლმა განამტკიცა თავისი ყოფნა აფხაზეთში, სადაც წინა წლებში მოსახლეობას რუსული პასპორტები მასობრივად დაურიგა. მოგვიანებით მოსკოვმა იგივე მიდგომები გამოიყენა ყირიმის მიმართაც, იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საბაბით.


რასაკვირველია, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება უფრო ადრეც შეიმჩნეოდა, მაგალითად, მიუნხენში ვლადიმერ პუტინის ანტიდასავლური გამოსვლის დროს. იმ პერიოდში მან კურსი აიღო მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნეთან დაახლოებისკენ (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია...), მათთან ბლოკის ჩამოყალიბებისკენ, რომლებიც ერთპოლარიანი და უსამართლო მსოფლიოს ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. სწორედ მაშინ შეამჩნია ბევრმა უცხოელმა დამკვირვებელმა ვლადიმერ პუტინის რადიკალური ცვლილებები“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

«La Vie» (საფრანგეთი), 15 იანვარი, 2015 წელი
http://inosmi.ru/russia/20150115/225571977.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: