ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დიმიტრი ხუნდაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასების კრიტერიუმი სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს

დიმიტრი ხუნდაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასების კრიტერიუმი  სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.
დეპუტატის შეფასებით, არაკონსტიტუციურია კრიტერიუმი, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პოლიტიკური გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი.

 

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიას ახსოვს ისეთი თავმჯდომარეები, რომლებიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ იყვნენ, მაგრამ სწორედ ისინი ატარებდნენ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ინტერესებს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისგან და ასეც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამისთვის არ არის აუცილებელი კანდიდატები არაკონსტიტუციური კრიტერიუმებით შევაფასოთ, პირიქით, ეს მიუღებელია. კანდიდატების შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპი. სიმართლისთვის მებრძოლი პიროვნება ყოველთვის პრინციპულია: თავისუფალ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიაში, ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი და მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს მცდარ გადაწყვეტილებას, ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შემოგვთავაზებს მაღალ კვალიფიციურ, პრინციპულ, კარგ მენეჯერს, და რაც მთავარია, სამართლიანობის პრინციპის დამცველ პიროვნებას, რომელმაც ეს უკვე აჩვენა თავისი ცხოვრებით.

საპარლამენტო უმრავლესობა და თითოეული ჩვენგანი დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. თითოეული ჩვენგანის მიერ მიცემული ხმა იქნება ახალი 10-წლიანი სასამართლო ისტორიის დასაწყისი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი სახელმწიფო. ეს თითოეული დეპუტატისთვის, რომლებიც სწორედ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, უზომოდ პრინციპული საკითხია",

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: