გიორგი ბარამიძე: მსჯელობის არ გამართვა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში უპასუხისმგებლო და არასწორია
პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად , არ მოუწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი შეკრებას მაინც ითვალისწინებს.
საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პრეზიდენტისადმი მიმართვის 48 საათიანი ვადა ამოიწურება, ამის შემდეგ მომდევნო 48 საათის განმავლობაში პარლამენტი ვალდებულია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც შეიკრიბოს რიგგარეშე სესიაზე.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტი ვალდებულია რიგგარეშე სესიაზე მაინც შეიკრიბოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით კომენტარი, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
"ქვეყნის მთავრობას, რომელსაც ვაფრთხილებდით, რომ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, არ წარმოდგენა იმ შეხედულებებისა და იმ შეხედულებებისა, რომელიც ობიექტურ მასალებზე იქნება დაყრდნობილი თუ ამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, მსჯელობის არ გამართვა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში არის უპასუხისმგებლო და არასწორი და მავნებლური პოლიტიკის გაგრძელების ნაბიჯი. მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა", განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძემ განმარტა, რომ რეგლამენტში ასეთი პუნქტი არსებობს და თუკი მიმართვის მიუხედავად პრეზიდენტი უარს ამბობს სხდომის ჩატარებაზე, გვაქვს უფლება პარლამენტის წევრთა ¼ შეიკრიბოს და რიგგარეშე სხდომა გამართოს.