ენერგეტიკის სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება

ენერგეტიკის სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის გეგმა წარმოადგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 2015 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.


"2015 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჰიდრო რესურსების რაციონალური ათვისება, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალების რეაბილიტაცია და სატრაზინტო ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოები ამ მიმართულებით წელსაც არ შეწყდება. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების საკითხი რჩება. 2015 წლისთვის ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 19 მლნ ლარი. მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის გაზიფიცრების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოყო 20 მლნ ლარი. სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად განახორციელებს. წელსვე დასრულდება უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი - "სინათლე ყველა სოფელს". უკვე ელექტროფიცირდა 22 სოფელი. მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში ელექტროენეგიით სარგებლობას შეძლებს დამატებით 6 სოფელი. პროექტისათვის სახელმწიფო ბოუჯეტიდან გამოიყო 6,5 მლნ ლარი. ენერგო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად გრძელდება ქსელის სარებიალიტაციო სამუშაოები. წელს ენერგეტიკული კომპანიები ქსელის რეაბილიტაციაზე 74 მლნ ლარს დახარჯავენ. 40 მლნ ლარი დაიხარჯება ახალი აბონენტების ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვასა და გაზსადენების რეაბილიტაციაზე. ექსპლუატაციაში შედის გარდაბნის თბო ელექტრო სადგური, რომელის საინვესტიციო ღირირებულებაც 220 მლნ აშშ დოლარია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა, საერთაშორისო ფინანსური ინსიტიტურების დახმარებით ახორციელებს "რეგიონალური ელექტრო გადაცემის გაუმჯობესების პრეოქტს" (ADB); "საქართველოს ელექტროგადამცემის ქსელის გაუმჯობესების პრეოქტსა" (WB) და "ელექტროგადამცემი ინფრასტურქტურის რეაბილიტაციის პრეოქტს" (USAID); აღნშნული პროექტების განხორციელებისათვის წელს 115 მლნ ლარამდე დაიხარჯება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდთან ერთად დაიწყო საქართველოს მდინარეების ჰიდრო პოტენციალის შესწვალა. რადგან ჰიდრო რესურსების აქტიური გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე ფონდი შეისწავლის რიონის წყალშემკრები აუზის პოტენციალს. მიმდინარეობს 14 ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა. წელს დაგეგმილია "დარიალ ჰესის" , "ფშაველა ჰესისა" და "ნაბეღლკავს ჰესის" ექსპლუტაციაში გაშვება საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი ასევე ახორციელებს ქარის ელქტრო სადგურისა და "ნამახვან ჰესის" მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტები ჯამურად წელს 12 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს.. 2015 წელს მხოლოდ ჰესების ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებსა და მშენებლობებისათვის 400 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, " - ნათქვამია უწყების ოფიციალურ გამცხადებაში.
ლაშა ჯაფარიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: