ჯუმბერ კირვალიძე: ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ცამდე მართალია

ჯუმბერ კირვალიძე: ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ცამდე მართალია

"შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არაფერს კეთებს"  - თუ "საქმის მკეთებელთა" ამ ლოგიკას მივყვებით და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ  ჩვენი ხელისუფლების წარმომდგენლებს შეცდომების დაშვებაში ბადალი არ ჰყავთ, იმის მტკიცებასაც შევძლებთ,  რომ საქართველო ყველაზე "შრომისმოყვარე" ადამიანების ხელშია, თუმცა...

"ოპოზიციონერობა"  ქართველ ხალხს სისხლში ისე გვაქვს გამჯდარი, რომ...

 პოლიტიკოსების ნაწილსაც სკამისთვის ბრძოლა ურჩევნია მათი დაკარგვის შიშით ცხოვრებას... 

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით,   "მარტივ მამრავლებად" დაშლა  "ერთ მუშტად"  შეკრულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაში გადანაცვლებისთანავე დაიწყო. 

"ქართულად ნაოცნებარ"  ზოგიერთ "მარგალიტს" გარდა, "ოპოზიციონერობის" ხიბლს გიორგი მარგველაშვილი და  "თავისუფალი დემოკრატებიც" მიეცნენ...  ოპერატიულობაში კი ყველაზე უკეთესი შედეგი ქვეყნის პირველი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის რჩეულმა აჩვენა - გიორგი მარგველაშვილი,  ფაქტობრივად, "ხიბლში" გაპრეზიდენტების მეორე დღესვე ჩავარდა და "ხალხის ნებით" გათამამებულმა  საკუთარი პოზიციის ოპოზიციონერობაც ითავა... თუმცა....

ის, რომ მარგველაშვილი მისივე გუნდის ოპოზიციაშია, მისმა "შემქნელმა", ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, მაგრამ პარალელურად,  "ამას ვერ ამხელსო", - დასძინა.  ყოფილ პრემიერს მოქმედი პრეზიდენტი ასე პირველად არ გაუკრიტიკებია, თუმცა ამჯერად ცოტა უფრო მეტი და უფრო გახსნილად ილაპარაკა.

"იმით, რომ პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს, ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ეძლევა იმ მიმართულებით, რომ კაცს ვერაფერს მოსთხოვ, შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას მთავარი ძალა და დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე  საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა, რომელმაც  პრეზიდენტად მოიყვანა. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო  პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას პრეზიდენტის საქმეზე გრიფს არ უხსნიდა, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინსიტრმა GDშ-ის ეთერში გადაცემა "20/30"-ის მსვლელობისას.

მისივე თქმით, არსებობს კითხვა - აქვს თუ არა მარგველაშვილს 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში ყოფნის უფლება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება. ასეთი ფართი კი  მთავრობამ გაურემონტა და ობიექტის პრივატიზაციის შესახებ განცხადებაც ახლახან გააკეთა.


"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს. ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

- ბატონ ბიძინას არ უთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან არის ალიანსში. ყოფილი პრემიერ ძალიან ნანობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად  გიორგი მარგველაშვილი დაასახელა და პრეზიდენტადაც გაიყვანა. ეტყობა,  მათ რაღაც დაფარული მოლაპარაკება ჰქონდათ,  როდესაც არჩევანი მარგველაშვილზე გაკეთდა,  რაც ჩვენ არ ვიცით. მარგველაშვილმა ივანიშვილს იმედი გაუცრუა. არა მგონია ეს მის პიროვნულ ინტერესებთან იყოს კავშირში. ეს დაკავშირებული უფრო მეტად იმ პოლიტიკურ ხედვებთან , რაც მათ აქვთ. აშკარაა, რომ მარგველაშვილს და ივანიშვილს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვთ, ალბათ პოლიტიკური ბიოგრაფიაც,  რაც გიორგი მარგველაშვილს აქვს. სწორედ ეს ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი საკადრო შეცდომა აღმოჩნდა.  პრემიერს,   ალბათ,  მხვედველობაში ჰქონდა კონსტუტუციის პირობები,  რაც ქვეყანა საპრეზიდენტოდან  საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. აი,  ამ გზაზე მათი აზრები გაიყო. რაც მარგველაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა,  სულ რაღაც 2-3 კვირაში,  მათ შორის განხეთქილება დაიწყო. 

ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა ასევე პრეზიდენტის მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეხედულებასაც. როცა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ  ავლაბრის სააკაშვისეულ  სასახლეში არცერთ შემთხვევაში არ შევიდოდა, რადგან  არაკანონიერი ფულით იყო  აშენებული. მას სხვა დანიშნულება უნდა ჰქონოდა - ჯერ უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო,  შემდეგ  მუზეუმი, რომ ეკონომიკური კუთხით მოგება ჰქონოდა.  ამაზე გაამახვილა ყურადღება ყოფილმა პრემიერმა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ახლა ამ სასახლეს თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს.

-სადამდე მიიყვანს ქვეყანას პრეზიდენტსა და სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება?

-მარგველაშვილს ამ ორ წელიწადნახევარში სხვა განსაკუთრებით განსხვავებული ხედვები არ დაუფიქსირებია. რამდენიმე საკითხს ვეტო დაადო, რამდენჯერმე არ დაეთანხმა უმრავლესობას.  ის ცდილობს ამ პრეზიდენტის ინსტიტუტის წარმოჩინებას, რაც უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგა. ის შეეცადა უფრო მეტად გაეზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. მთელი სირთულე იმაში მდომარეობს, რომ პირდაპირი და საყოველთაო აჩევნების გზით არჩეული პირია. მარგველაშვილი არის მაღალი ლეგიტიმაციის პირი.  ამას დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია იმისთანა უმწიფარი ქვეყნისთვის  დემოკრატიის თვალსაზრისით, როგორიც საქართველოა. როდესაც გადადიხარ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე,  ამ დროს პრეზიდენტი გყავს პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული,  ეს დიდ პოლიტიკურ დისკომპორტს შექმნის.

-შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში სახელისუფლებო შტოებს შორის მომრიგებლის როლი შეასრულოს?

-პიროვნულად,  ალბათ,  ეს შესაძლებელია. რთული არ არის სახელისუფლებო შტროებს შორის მომრიგებლად, არბიტრად მოგვევლინოს, როგორც ეს არის ტრადიციული საპარლამენტო მართველობის პირობებში. "ჩვენ არც მიწისა ვართ და არ ცისა" , ჩვენთან გაურკვეველი მდგომარეობაა. მარგველაშივლი პირდაპირ თუ ირიბად აპელირებს იმაზე, რომ მას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია და არჩეულია პირდაპირი არჩევის გზით. რეალურად ქვეყანას სჭირდება ამ მოდელისთვის, საპარალამენტო რესპუბლიკისთვის ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნება მომრიგებელი და არბიტრი. მარგველაშვილი აშკარაა,  ცდილობს თავისი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს და ამას არჩევნებიც გვაჩვენებს: საპარლამენტო და მერე მომავალში საპრეზიდენტოც. შეიძლება ის  პრეზიდენტობის მეორე ვადაზე ფიქრობს ან კიდევ იმაზე, რომ ეს პროცესი დააბალანსოს და კონსტიტუცია, რომელიც საკმაოდ უვარგისი გამოდგა შერეულ, ნახევრად საპარლამენტო  და ნახევრად  საპრეზიდენტო მოდელზე, რაღაც გზაგასაყარზე  საპრეზიდენტო ინსტიტუტი გამოკვეთოს და ანგარიშგასაწევი გახადოს. ამ როლში საკუთარ თავს ხედავს. რაღაც თანხმობა არსებობდა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა. თორემ ივანიშვილის მხარდაჭერისა და კოალიცია "ქართული ოცნების"  გარეშე მარგველაშვილს გაპრეზიდენტების შანსი ნულის ტოლი იყო. რა თქმა უნდა,  მორალაური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ცამდე მართალია. რა პოლიტიკურ გარიგებებსა და სქემებზე იყო შეთანხმება, მომავალში გამოჩნდება.

წყარო:  http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=1895

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: