გვჭირდება თუ არა მთის სამინისტრო?

გვჭირდება თუ არა მთის სამინისტრო?

მთავრობამ ახალი ინიციატივა წარმოადგინა _ უნდა შეიქმნას მთის სამინისტრო, რომელიც მთასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაწესრიგებს.


რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები?

 


გია ხუხაშვილი: “მთის  სამინისტრო  ვიღაცისთვის მინიტრის პორტფელის შექმნისთვის იქმნება!“

 


“-რაღაც უცნაური ხდება და ყურიც კი  მომჭრა ამ ე.წ. მთის სამინისტროს შექმნის იდეამ. 

ჩემი აზრით, “მთის მენეჯმენტი“  სამინისტროს ფორმით არ უნდა ხორციელდებოდეს  და მას  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა არეგულირებდეს.

მე ამ ახალი სამინისტროს შექმნა  რაღაც თამაშის ნაწილი მგონია, თუმცა, საით მიდის ეს თამაში, ვერ გეტყვით, რადგან მასში  ლოგიკასაც  ვერ ვხედავ.

მით უარესი, ეს სამინისტრო  ვიღაცისთვის მინისტრის პორთველის შექმნისთვის თუ იქმნება“.


                                 
რამაზ საყვარელიძე: ნამდვილად არის ამ სამინისტროს შექმნის აუცილებლობა

 


-არ მიკვირს მთის სამინისტროს შექმნის აუცილებლობა, რადგან ეს  საკითხი სპეციფიკურია  და  საკანონმდებლო ინიციატივებს საჭიროებს.  გავიხსენოთ თუნდაც  მიგრაციის პრობლემა, რომლის დიდი წილი მთაზე მოდის.

მთის პრობლემებს  განსაკუთრებული ყურადღება  სჭირდება, რის გამოც ადგილობრივი  ხელისუფლების  გვერდით ჩნდება  ამგვარი სტრუქტურის  შექმნის აუცილებლობა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივ საკითხებზე მუშაობს, მაგრამ,  როცა ამა თუ იმ საკითხს ქვეყნის მასშტაბით  სჭირდება გადაწყვეტა, მაგალითად,  როცა ზვავი ან სხვა გამოუვალი სიტუაციაა, საგანგებო  შტაბები ისედაც იქმნება, და სჯობს ეს სტრუქტურა სამინისტროს  სახით ჩამოყალიბდეს.

მართალია, ვიღაცებისთვის მინისტრის პორტფელისა და სხვა მაღალი  პოსტების შესაქმნელად  ნებისმიერი  სამინისტრო  გამოდგება და  ამის მაგალითი ბევრია, მაგრამ  ეს ახალი სამინისტრო, რომელიც თბილისში უნდა დაფუძნდეს ფედერალური რესურსების მოსაბილიზებლად, იმედია პრობლემებს მოუვლის“.



სოსო ცინცაძე: მთის სამინისტრო თბილისში უნდა დაფუძნდეს და არა შატილში!

 


“-მთის სამინისტროს შექმნა დაგვიანებული თუ არ არის, დროულია. ეს  იდეა კარგია, თუმცა უკვე გადამწიფდა კიდეც.  ნებისმიერი  იდეის ცხოვრებაში  განხორციელება ძნელია, კარგად ვიცით,  საბჭოთა კავშირის  იდეალურ იდეებს  ქაღალდზე არაფერი სჯობდა,  ამიტომ ამ ახალი  სამინისტროს წარმატება, რომელსაც სტარტის აღების დღიდან უნდა დაუწესდეს  სამოქალაქო კონტროლი, რათა არ იქცეს ბიუროკრატიული ცდუნების მსხვერპლად,  დამოკიდებული  იქნება ფუნქციების გამიჯვნაზე, კონსტიტუციურ  ჩარჩოებზე და ა.შ. 

ადგილობრივი  თვითმმართველობის  დონეზე მთის პრობლემები  არ გადაწყდება.

 ბევრი  პერსონალური  ცდუნებისგან თავის დასაღწევად ამ სამინისტროს საინტერესო ღირებულების მქონე ადამიანი უნდა ჩაუდგეს სათავეში. 

ეს უწყება  უნდა დაფუძნდეს  თბილისში და არა შატილში ან მთის სხვა ქალაქში,  რადგან საქართველოს ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, და მეეჭვება კომუნიკაცია შეძლონ კლიმატური პირობების გაუარესების დროს,  როცა კვირეების განმავლობაში  წყდება ბართან კავშირი“.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: