ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი იყო წინააღმდეგი. 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. 

საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო", რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. 

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას, კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს. 

მოსარჩელეები მოითხოვდნენ, შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა ვიდრე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანდა. 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.

 

IPN

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: