ქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოფიციალურად დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროშინაცვლად პოზიტიური მოლოდინისა, ადგილი აქვს სრულ რეგრესს და უკანდახევას, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტის უმოქმედობას უკავშირდება. მეტიც, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა.
ამ ეტაპზე მიმოვიხილავთ ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობის მთავარ დარგს - ენერგეტიკას და იქ მიმდინარე მოვლენებს. ქართული ენერგეტიკის სისტემის მართვა-გამგეობა შემდეგი სქემით ხორციელდება:
1. ენერგეტიკის სამინისტრო
სამინისტროს ფუნქციაა პოლიტიკის განსაზღვრა ენერგეტიკის სფეროში, ხოლო, ამ დარგის მართვა, ტარიფების დადგენა, ლიცენზიის გაცემა კანონმდებლობით გადაცემულია დამოუკიდებელ ერთეულზე - „სემეკზე“.
2. სემეკი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
კომისიის მისიაა ხელი შეუწყოს ენერგო და წყალმომარაგების სექტორების განვითარებას. დარგის ეფექტურად რეგულირების მიზნით, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები და დააბალანსოს რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები. ამასთან, ტარიფების დადგენის პროცესში დანერგოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტები.
ამ მიზნით კომისია ადგენს რეგულირების სტანდარტებს საერთაშორისო პროექტების რეკომენდაციებისა და დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, ადგენს სატარიფო მეთოდოლოგიას.
სემეკი-სსტრატეგიული ამოცანებია:
· ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემისა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების დანერგვა;
· ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაუმჯობესება;
· ელექტროენერგიის კომერციული მომსახურების ხარისხის სრულყოფა;
· ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში კომერციული მომსახურების ხარისხის შემოღება;
· კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის ამაღლება;
· კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ჰარმონიზაცია ევროპის შესაბამის კანონმდებლობასთან.
ფაქტიურად, კანონმდებლობის თვალსაზრისით,სემეკის რეალური (და არა ბუტაფორიული)დატვირთვის შემთხვევაში საქართველოში ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა საერთოდ აზრს მოკლებულია. ფაქტიური მდგომარეობით კი,ენერგეტიკის სამინისტროს აქვს შეთავსებული სემეკის ყველა ფუნქცია და ის წყვეტს ენერგეტიკის დარგში არსებულ ყველა საკითხს.
აქედან გამომდინარე, სემეკი ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილებაა, რომელიც ადასტურებს მავანთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს კანონმდებლობით სემეკი 5 (ხუთი) წევრისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა, უკვე ორი წელია ის მხოლოდ სამი წევრითაადაკომპლექტებული. 2015 წლის 5 ოქტომბერს ვადა ამოეწურა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („სემეკი“) კიდევ ერთ წევრს და ამის შემდეგ სემეკი ქმედუუნარო გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა ხელოვნურადააშექმნილი, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 73 – „ე“ პუნქტი) „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს“.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა მაქსიმალურად გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და გამჭვირვალედ, ფართო წარმომადგენლობითი კომისიის რეკომენდაციით მთავრობას შესათანხმებლად ვაკანტური ადგილების დასაკავებლად 2015 წლის 8 სექტემბერს წარუდგინა 3 კანდიდატურა (შეირჩა 40 პრეტენდენტიდან. შერჩევის პროცესი თითქმის ოთხთვე ნახევარი გაგრძელდა).
მთავრობამ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი „შეითანხმა“, ორზე „თავი შეიკავა“, თუმცა, ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა გახდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების შეთანხმებისგან თავის შეკავების მიზეზი.ამასთანავე, დღემდე ვერ მოხერხდა თვით „შეთანხმებული“ კანდიდატის დამტკიცება, რამეთუ,სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად,წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული ეს კანდიდატი არ სარგებლობს სათანადო მხარდაჭერით საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში და მისი დამტკიცება სათუოა.
მთავრობის ასეთ უპასუხისმგებლო დემოკიდებულება ლოგიკურია მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის, გაუგებარი საზოგადოებისთვის და შეურაცხმყოფელი წარდგენილი კანდიდატებისთვის.
მეტიც, მთავრობის კადრების საკითხისადმი ასეთი გაუმჭვირვალე, დახურული მიდგომა აზარალებს თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს - რაც მთავარია, ეს აფერხებს (აკნინებს) იმ ორგანოს გამართულ საქმიანობას, რომელმაც უნდა მიიღოს კომპეტენტური გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით.
ნიშანდობლივია, რომ სემეკი-ს 5-კაციანი შემადგენლობიდან ერთი წევრის დანიშვნის შემთხვევაში კვლავ ვაკანტური რჩება 2 ადგილი. კურიოზია ისიც, რომ კომისიის მოქმედი წევრებიდან არც ერთი არ არის ფინანსისტ-ეკონომისტი და არც ინჟინერ-ენერგეტიკოსი! აღნიშნული აშკარად ქმნის პროფესიული და კოლეგიალური მიუკერძოებლობის დეფიციტს! კანონმდებელმა საკითხების გადაწყვეტისთვის ოპტიმალურად ჩათვალა 5 წევრის არსებობა და ფაქტობრივად მისი დაყვანა 3 წევრამდე ამ მიდგომის საწინააღმდეგოა.
სექტემბრის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის მიერ „დაწუნებული“ კანდიდატურები ისევ დააბრუნა შესათანხმებლად, თუმცა დღემდე მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება ამ ნაბიჯზე არ მომხდარა!
საინტერესოა, რომ კანონი არ ავალდებულებს მთავრობას განმარტოს უარის მიზეზი. თუ გავითვალისწინებთ, რომ კანდიდატების პირველ წარდგენაზე მთავრობის მხრიდან თანხმობა ერთ კანდიდატზე გაიცა ორი კვირის ვადაში, ამ მხრივ ეს ვადა უკვე „დარღვეულია“ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მთავრობა არც აპირებს ხელმეორედ წარდგენილი კანდიდატების განხილვას.
ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ე.წ. სახელმწიფო მანქანა მუშაობს არაეფექტიანად, რაც ძვირად უჯდება ქვეყანას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მთავრობისა და ოპოზიციის ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე - ელექტროენერგიაზე „სასურველი“ ტარიფის დადგენა საკმაოდ მსუყე ლუკმაა!..
კულუარული ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით კურიოზულია, თუმცა სხვა კუთხით საგანგაშო მოვლენის მომასწავებელია - სემეკის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, საქართველოს მთავრობა - ენერგეტიკის მინისტრის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის დაჟინებული მოთხოვნით,თანხმობას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს პარლამენტში დასამტკიცებლად პროცედურების გასავლელად, ხოლოორ სხვა კანდიდატს, რომლებმაც 5 თვიანი შერჩვევის შედეგად გაიარეს ყველა ინსტანცია, უარს ეუბნება ამ თანხმობის გაცემაზე.
უარის მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე, ისორი სხვა კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“დაახლოებულიპირია. ასეთი მიდგომა არგუმენტებისა და საჯაროობის გარეშე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც , შექმნილი სიტუაცია და „ნაციონალურობის“ ტესტი საწინააღმდეგოს აჩვენებს - „დაწუნებული“ კანდიდატები პარტიული კუთვნილებით სრულიად ნეიტრალურნი არიან.ლოგიკურად ისმება კითხვა:მათი არაპარტიულობა ხომ არ გახდა მიუღებელი პარტიული ინტერესებისთვის ენერგოსისტემაში, სადაც კოჰაბიტაცია ზენიტშია, სადაც „ნაცებისა“და „ქოცების“ბიზნეს ინტერესთა თანხვედრა შეუიარაღებელი თვალითაც აშკარადჩანს!
ნიშანდობლივია,რომ ამ სისულელის შემყურე საქართველოს პრეზიდენტმა ხელმეორედ დააბრუნა ეს ორი კანდიდატი მთავრობისთვის შესათანხმებლად, თუმცა, მთავრობა კვლავ ჯიუტად იცავს გაერთიანებულ პარტიულ-„ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს და აჭიანურებსსემეკის დაკომპლექტების საკითხის გადაწყვეტას.
ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგი სამი წლის თავზე???
ერთი შეხედვით- პოლიტიკური რაკურსით ეს არის სისულელე, თუმცა თუ გავყვებით ლოგიკას,სახეზეა შემდეგი სცენარი:
· დახურული და „ჩვენიანების“ სისტემით აწყობილ ენერგოსფეროს აქვს კონკრეტული ბიზნეს ინტერესები, რომელიც სრულად აკმაყოფილებს,როგორც „ნაციონალურ“,ასევე „ქართული ოცნების“ წამყვან პოლიტელიტას და ამ მხრივ ორივე პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფი ენერგოსექტორში არსებული ბიზნეს ინტერესების გამო ერთ ნავში იმყოფებიან. ეს ბიზნეს ინტერესები იმდენად შეთვისებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ეს მასაც „აწყობს“;
· დახურული და „ჩვენიანების“ სისტემით აწყობილ ენერგოსფეროსაფრთხობს ობიექტური და პროფესიონალი კადრების გამოჩენა სემეკში, რამეთუ გამომზეურდება და გამოაშკარავდება სატარიფო პოლიტიკის ყველა მანკიერი მხარე;
· მზადდება ტარიფების ზრდის ახალი ტალღა, რომელსაც სჭირდება სემეკში „ნაცებისა“და „ქოცების“ მატერიალური ინტერესებით გაერთიანებული „ენერგო პარტიის“ლოიალური“ და მათი ინტერესების გამომხატველი პირები;
· ამ მიზნის მისაღწევად მზადდება სათადარიგო ვარიანტი- იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული კანდიდატი ვერ დამტკიცდა პარლამენტის მიერ, საქართველოს მთავრობას, როგორც ამბობენ, აქვს გამზადებული კანონპროექტი სემეკის წევრის მოვალეობის შემსრულებლის თაობაზე, რითაც სურს საბოლოოდ დაასამაროს სემეკი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და ყველა საერთაშორისო მოთხოვნების (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა) დარღვევით პირდაპირ მართოს ყველა ენერგეტიკული ერთეული და სრულიად მოარგოს სისტემა თავის ინტერესებს!
ამ მხრივ ეს ნაბიჯი პირდაპირ შედის ენერგეტიკის სამინისტროს ინტერესებში და ბაზრის პირდაპირ დიქტატს მოასწავებს.
„ქართული პლატფორმა“