ლია მუხაშავრია: უნდა ვთქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი

ლია მუხაშავრია: უნდა ვთქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი

-„სასამართლო ძალიან გადატვირთულია იმდენი საქმეებია განსახილველი, ამას წინათ ერთი ადვოკატი ამბობდა, რომ მისი კლიენტი  თავის დაწვას მხოლოდ იმიტომ აპირებდა, რომ უკვე მეორე წელია სასამართლო ვერც კი იწყებს მისი საქმის განხილვას. ასეთ დროს საქმის ასე სწრაფად დაწყება, განხილვა და დასრულება, რბილად რომ ვთქვათ ძალიან საინტერესო შემთხვევაა.

ფორმალურად ნამდვილად დაცულია კანონის მოთხოვნები. არ დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ არ არის დასაბუთებული, ბოლო განჩინება საერთოდ 17 გვერდზეა განთავსებული, რას უჩვეულოა ქართული სასამართლოსთვის, რომ ასე მონდომებით და ასე დეტალურად იქნეს აღწერილი ყველა გარემოება. გასაოცარია დაჩქარებული ტემპით მომუშავე საკონსტიტუციო სასამართლოც. არ არის გასაოცარი, რომ მხარე წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოიგოს, მაგრამ ის, თუ რა ტემპით ხდება რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში და მათ შორის სრულიად უჩვეულო პრაქტიკა, რომ მხარეთა დაუსწებლობით ხდება განაჩენის გამოტანა, გასაოცარია. არის კიდევ ერთი მომენტი, დასაშვებობის ეტაპზევე აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედებას, მერე რაღაც სულ ერთ კვირაში ასრულებს საქმის განხილვას და გამოაქვს გადაწყვეტილება. ესეც ძალიან სიმპტომატურია. შეიძლება განვაზოგადოთ, რომ დღეს გვაქვს სასამართლოების ომი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. ძალიან სამწუხაროს, რომ ერთი სუბიექტის გარშემო სასამართლოების დაპირისპირება მივიღოთ და მაშინ, როცა სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებლობის და მიუმხრობლობის გარანტია.

არ შემიძლია არ ვთქვა ის მანკიერი პრაქტიკა, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. მოსამართლეს თუკი აცილების შუამდგომლობას დაუყენებ, ამით თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და ყველა ღონეს ხმარობს, რომ არ მოხდეს აცილება. ის, რაც მოხდა მოსამართლე ურთმელიძის შემთხვევაში და ეს კაცი „ისტორიული“ სახელის მოპოვებით არის ცნობილი და ალბათ საზოგადოებას ზალიან დიდხანს ემახსოვრება მისი სახელი, ის არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოსამართლემ აცილებაზე ასეთი კატეგორიული უარი განაცხადოს. არადა უცხოეთში, სადაც ნორმალური მოსამართლეები და სასამართლოა პირიქით ხდება.  აცილების ინსტიტუტი, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს და მითუმეტეს მაშინ, როცა სასამართლოს ნდობას ძირი აქვს გამოთხრილი.

 

ჩვენ  გვაქვს სასამართლო, რომელიც ასრულებს პირდაპირ დაკვეთებს და ამას აკეთებს ვადებში. “

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: