“რომანტიკული თაღლითობა”
გაცნობისა და სოციალური ქსელების ვებ-გვერდები მაგნიტივით იზიდავენ თავდაჯერებულ თაღლითებს რათა „ეულად დაშთენილი“ სიყვარულის მომლოდინე ქალბატონები მათი მსხვერპლი გახადონ.
2010 წელს გაიძვერა თაღლითებმა ყალბი სახელებით, სავარაუდოდ, 200 000 ადამიანზე მეტი დაარწმუნეს იმაში, რომ მათთან ვირტუალური სასიყვარულო ურთიერთობების გასაგრძელებლად მათთვის ფული გადაერიცხათ. მაგრამ, რადგანაც დაზარალებულების უმრავლესობას თავიანთი ქმედების გამო სირცხვილის გრძნობა აწუხებდა, პოლიციას მხოლოდ 600 შემთხვევა შეატყობინეს.
ამ ფოტოზე: თაღლითისაგან დაზარალებული სონია რიჩარდსი თავისი ლეპტოპის ეკრანზე გვიჩვენებს ცნობილი პიროვნების, რობერტ ფროსტის ფოტოს, რომლითაც პატიმარმა ისარგებლა.
მკვლევარები ამბობენ, რომ ამგვარად დაზარალებულნი ორმაგად არიან ტრავმირებულნი. ფულთან ერთად ისინი „ახალ სიყვარულსაც“ კარგავენ. თაღლითების მსხვერპლ ქალბატონებს ის, რაც მათ რომანტიულ, სასიყვარულო ურთიერთობად მიაჩნდათ, აღმოჩნდა რომ ბლეფი იყო. ზოგიერთმა ამის გამო თავიც კი მოიკლა.
ლესტერის უნივერსიტეტის კვლევამ - პირველი კვლევა, რომელიც შედარებით ახალი დანაშაულის მასშტაბებს აფასებს - 2 000 -ზე მეტი ზრდასრული ბრიტანელის გამოკითხვისას გაარკვია, რომ ყოველ 50 ადამიანში ერთი მაინც იცნობდა მსხვერპლს.
თაღლითები კი, რომელნიც ძირითადად ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფებთან არიან შეკრულნი, თავიანთ მსხვერპლთან გაცნობისა და სოციალური ქსელების მეშვეობით დაკავშირებისას ყალბ სახელებთან ერთად ხშირად ჯარისკაცებისა ან მოდელების ფოტოებს იყენებენ.
ამის შემდეგ ისინი სასწრაფოდ გადადიან იმ ვებვერდებზე დაწყებული „სასიყვარულო ურთიერთობებიდან“ რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობს, პერსონალურ იმეილების ანგარიშებზე, რათა ადვილად განახორციელონ თაღლითობა. ეუბნებიან თავიანთ „ახალ სიყვარულებს“, რომ ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში არიან და ესაჭიროებათ დაუყოვნებელი ფულადი დახმარება და პირობას დებენ, რომ გადარიცხულ ფულს მალევე დაუბრუნებენ უკან.
ზოგიერთ შემთხვევაში, როცა მსხვერპლი მათ არ უგზავნის ფულს, თაღლითები მათ არწმუნებენ, რომ თანხმობა განაცხადონ მიიღონ ფულადი ჯილდო თავიანთ საბანკო ანგარიშებზე და ამით მათ ძალაუნებურად ფულის გათეთრებაში აბამენ.
2010 წელს აღნიშნული დანაშაულის მხოლოდ 592 შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. ამათგან, 203 -მმა ადამიანმა 5 000 ფუნტზე მეტი (13 000 ლარი) დაკარგა. მაგრამ პოლიციისათვის გაუცხადებელი 200 000 შემთხვევით თუ ვიანგარიშებთ, დანაკარგები შესაძლოა 240 000 ფუნტს (624 000 ლარი) აჭარბებდეს.

თაღლითებისაგან დამცავი სააგენტოს მთავარი მენეჯერის კოლინ ვუდქოკის თქმით, „იმ ადამიანთა 52% რომელთაც ონლაინ რომანსის თაღლითობის შესახებ რეალობა შეიტყო, განსაკუთრებულად გაფრთხილდა, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდ ბრიტანეთში მილიონობით მოქალაქე ისევ რისკის ქვეშ იმყოფება“.
„თავის დასაცავად ძალზე მნიშვნელოვანია არ გაენდოთ ონლაინზე ვირტუალურად დამეგობრებულ თუ გაცნობილ ადამიანებს, მით უფრო არ გადაურიცხოთ ფული, რადგან თუ კი საქმეს თაღლითებთან დაიჭერთ, მათ შესაძლოა ბოლო კაპიკებამდე გაგფცქვნან, დაგაკარგვინონ საკუთარი თავისადმი რწმენა და პატივისცემა და არ არის გამორიცხული თვითმკვლელობამდეც კი მიგიყვანონ, როგორც ამის მაგალითებსაც ჰქონდა ადგილი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს“, - ამბობს კოლინ ვუდქოკი.