ხელისუფლება გენმოდიფიცირებული პროდუქტის აკრძალვას აპირებს?!
საპარლამენტო კომიტეტებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირების შესახებ განხილვა უკვე მიმდინარეობს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკომიტეტო განხილვების შემდეგ ინციატივა დასამტკიცებლად პარლლამეტს გადაეცა. ხელისუფლება გეგმავს გენმოდიფიცირებული თესლის იმპორტის აკრძალვასაც.
ამ თემით გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" დაინტერესდა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი მოსახლოების ჯანმრთელობასა და ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. თუკი ინიციატივა დამტკიცდა, მეწარმეები ვალდებულები იქნებიან გენმოდიფიცირებულ პროდუქციას მარკირება გაუკეთონ.
საქართვლოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტის აკრძალვის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება აქვთ მთავრობის სხვა წევრებსაც.
"საქართველოს ენდემური ჯიშის უამრავი სახეობა აქვს", _აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ნატურალური და გენმოდიფიცირებული ნაწარმის ღირებულებებს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა.
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით საფრთხეების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა: ალერგიით და იმუნიტეტის დაქვეითებით დაწყებული, რეპროდუქციული ფუნქციის მოშლით დამთავრებული.
საგანგაშო აღმოჩნდა ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლებსაც გმო პროდუქტით კვებავდნენ : - 2 წლის შემდეგ ყველა ცხოველი სიმსივნური წარმონაქმნით დაავადდა.
სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სოიოზე, რომელიც საქონლის საკვების ძირითადი კომპონენტია. ევროკავშირი ყოველწლიურად 40 მილიონ ტონა სოიოს ყიდის. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც გენმოდიფიცირებული სოიოს გამოყენება აკრძალულია. ყველაზე მკაცრ ზომებს ფინეთი, ავსტრალია, ვენესუელა, საბერძნეთი, შვეიცარია და პოლონეთი მიმართავენ.