დავით სალია: რა სიმდიდრეს ფლობენ დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატები და ვინ არ უნდა ავირჩიოთ პარლამენტში!

დავით სალია: რა სიმდიდრეს ფლობენ დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატები და ვინ არ უნდა ავირჩიოთ პარლამენტში!

მორალური თვალსაზრისით ორი რამეა  მნიშვნელოვანი, რის მიხედვითაც კანდიდატი უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა. ღირსეულია ის თუ უღირსი.  პრაგმატული თვალსაზრისითაც ორი რამეა საჭირო - საქმის მკეთებელია თუ არა  კანდიდატი.

ცხადია, უპირატესობა პირველებს უნდა მიენიჭოთ, მაგრამ საქართველოს ამომრჩევლების მიკვირს: არჩევანს აკეთებენ უღირსებსა და უსაქმურებზე. უსაქმურებში ვგულისხმობ  მათაც, ვინც ამომრჩეველს არჩევნების მეორე დღიდან ივიწყებს. უღიურსი და უსაქმური კანდიდატები საკმაოდ არიან დღევანდელი პოლიტიკური ბრძოლის ველზე და 2012 წლის პარლამენტიც სავსე იყო ასეთებით. ამას იმ იმედით ვწერ, რომ ასე აღარ იქნება, რომ ამჯერად მაინც დაკვირვებას გამოვიჩენთ და კანონიერ ყაჩაღებს ხმას აღარ მივცემთ.

მინდა დიდუბის მაგალითს შევეხო, რადგან აქ იმ იშვიათ შემთხვევასთან  გვაქვს საქმე, რომლის მსგავსიც უკანასკნელ წლებში ჩატარებულ არჩევნებში არ გვქონია. აქ კენჭს იყრის დამოუკიდებელი კანდიდატი, ადამიანი, რომლისნაირები უდავოდ ჭირდება საქრთველოს საკანონმდებლო ორგანოს. ეს გახლავთ მებრძოლი პედაგოგი, პოლიტიკური რეპრესიების გამო დევნილი დავით ფერაძე.

სანამ მისი არჩევის აუცილებლობას შევეხებოდე, ვისაუბრებ იმაზე, რომ რატომ არ უნდა აირჩიოს დიდუბემ ის კანდიდატები, რომლებიც ფერაძის კონკურენეტებად განიხილებიან. მე შევეხები მხოლოდ მათ, ვინც „ბრწყინავს“ პოლიტიკურ ასპარეზე და ვინც უკვე იყო ხელისუფლებაში. დანარჩენები კი თქვენ თავად უნდა განსაჯოთ, თუ  ნახავთ, რა წინასაარჩევნო პროგრამა აქვთ მათ, ან აქვთ თუ არა საერთოდ პროგრამა,  რა აკეთეს დღემდე და ა.შ.

ჯერ სახელისუფლებო კანდიდატზე, პარლამენტის მოქმედ წევრზე - ზაზა პაპუაშვილზე ვისაუბრებ.

ბუნებრივია, ამომრჩეველს უნდა გაუჩნდეს სამართლიანი და ლოგიკური კითხვა: თუკი პაპუაშვილი წარამეტებული პოლიტიკოსი და კანონმდებელი იყო, რატომ შეიცვალა მან საარჩევნო ელექტორატი? ის გახლდათ მთაწმინდის ოლქში არჩეული და რატომ დადო „ფსონი“ დიდუბეზე?  ნუთუ ყველაფერი გააკეთა მთაწმინდის ასყვავებლად ახლა დიდუბის „შველა“ განიზრახა? 

 

ცხადია, არა!

ნებისმიერი მთაწმინდელი გავაჩეროთ და ვკითხოთ, პარლამენტარის რანგში ერთხელ თუ შეხვდა ის იქაურ მკვიდრს, რაში დაეხმარა მთაწმინდელებს, მიიტანა თუ არა მათი სატკივარი საკანონმდებლო ორგანომდე… ამას ვერავინ იტყვის, რადგან,  არ მომხდარა, რადგან, 2012 წლის არჩევნების მერე მსახიობმა პაპუაშვილმა, ისე როგორც ყველა დანარჩენმა პარლამენტარმა, ხალხიც დაივიწყა და წინასაარჩევნო დაპირებაც. მაშინ, რატომ წარადგინეს ის დიდუბეში? 

ესეც ხომ ყველამ იცის: წარმდგენს მართვადი ზომბი სჭირდება, ხოლო, წარდგენილს ნაშოვნი სიმდიდრის გადარჩენა და ახლის მოხვეჭა. მას სხვა სურვილი არ ამოძრავებს. ეს იცის ამომრჩეველმა, იცის საზოგადოებამ და ვფიქრობ, ორჭოფობა არაა საჭირო იმისთვის, რომ დაშინების, დაშანტაჟების, დამუქრების თუ კეთილისმყოფელი დაპირების მიუხედავად, არ შეიძლება პაპუაშვილს და მისნაირ კანდიდატს დაუჭირო მხარი, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს ის. 

თავშივე ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანს თითი თითზე არ დაუდევს სახელმწიფოს სასარგებლოდ. სხვას რაღას უნდა დაეყრდნოს მისი ამომრჩეველი?

ისიც ნიშანდობლიავია, რომ პაპუაშვილი განათლების კომიტეტშიც იყო და განათლებას რომ ანგრევდა თამარ სანიკიძე, პროფესიონალებს რომ დევნიდა, ამ კორუფციებზე და ნეპოტიზმზე დავით ფერაძემ არაერთხელ რომ მიმართა განათლების კომიტეტს და მის უმოქმედო თავმჯდომარეს, პაპუაშვილს ერთი შეკითხვაც არ გასჩენია და არც ამ დანაშაულების გამოძიებით დაინტერესებულა. სამაგიეროდ პირადი გამდიდრებისკენ ჰქონდა გეზი აღებული და აქა-იქ სამთავრობო გუნდსაც შეაშველებდა ხოლმე დასაცავ სიტყვას. იმის გარდა, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა და პარლამენტში მასხარების ადგილი არაა. ვნახოთ რა ქონდა მას არჩევნებამდე და რა აქვს ახლა:

პაპუაშვილი გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თაეტრის მსახიობი. 2012 წლის არჩევნების დროს  მისი წლიური შემოსავალი ასე გამოიყურებოდა: ბანკებში ანგარიშზე ჰქონდა 6200 ლარი, ხოლო თეატრიდან წლის განმავლობაში ხელფასი ჰქონდა სულ 21 ათას 600 ლარი. ქველმოქმედების სახით მას მიუღია ასევე 5760 ლარი. ამ დროისთვის ის მშობლებთან და ძმასთან ერთად უზნაძის ქუჩაზე ცხოვრობდა 130 კვ. მ. ბინაში. პარლამენტარის რანგში სულ რაღაც ერთ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა პაპუაშვილის ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა. ის  „გაფართოვდა“ და ახალი 100 კვ. მ. საცხოვრებელი შეიძინა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ამის გარდა პაპუაშვილმა 650 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა საგურამოში, სადაც 160 კვ. მ. მშენებარე ფართი აქვს. შვილის სახელზე აქვს გაფორმებული ავტომანქანა 10 ათას დოლარიანი mercedesbenz.  ყოველწლიურმა ფულადმა შემოსავლამა კი 80 ათას ლარს მიაღწია. გარდა ამისა, მის სახელზე ფიქსირდება 37 ათას დოლარამდე კრედიტი. ეს რაც ოფიციალურად ჩანს. როგორც ვხედავთ, საკამოდ „გამდიდრებულა“.


დიდუბის მე-15 ოლქის მეორე კანდიდატი, ვინც უკვე ხელისუფლებაში იყო, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გახლავთ. პროდასავლურ ძალად მოაზრებული ეს მოძრაობა, სინამდვილეში იგივე საბჭოური მეთოდოლოგიით აპირებს ფონს გასვლას. მარტო ის რად ღირს, რომ განათლების დამაქცევარი სანიკიძის მოადგილე, უამრავი მაქინაციისა და ჩაწყობების ორაგნიზატორი ალუდა გოგლიჩიძე მიიყვანეს ამ გუნდში და ჩააბარეს განათლების  სისტემა. გოგლიჩიძე თუ  განათლებაში რაიმე პოსტზე მოგვევლინა, ავშენებულვართ და ეგაა. მაგრამ მოდი ზურაბ აბაშიძეზე გავაგრძელოთ საუბარი: 2012 წელს, ის  სამგორის მოსახლეობამ აირჩია პარლამენტში, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი. მაშინდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმდენს დადიოდა ხალხში, ფეხსაცმლები გაუცვდა. რას არ პირდებოდა ვარკეთილისა და სამგორის მოსახლეობას. „ქართული ოცნების“ ქუდით მოახერხა პარლამენტში შეძრომა. პაპუაშვილისა და სხვათა მსგავსად მეორე დღიდანვე აღარ  გახსენებია ამომრჩეველი. შეხვედრის მსურველებსაც კი ემალებოდა. ერთი სიტყვა არ შეაწია თავის უბანს. მერე მან „ოცნებასაც“ უღალატა. წელს კი კუდამოძუებული წამოვიდა სამგორიდან და ახლა დიდუბელების მოტყუებას ცდილობს. სირცხვილია ეს, დიდუბელებო. არ შეცდეთ!  ახლა აბაშიძის ქონება ვნახოთ:

მისმა ქონებამ 2012 წლამდე დაიწყო ზრდა, რადგან წინა ხელისუფლებათა დროსაც ის სხვადასხვა „მსუყე“ თანამდებობებზე იმყოფებოდა. 2012 წელს მისი ქონება გახლდათ: 158 კვ. მ ბინა ყაზბეგზე, თბილისში, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მისი წლიური შემოსავალი, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის მოადგილეობიდან ჰქონდა,  2012 წლისთვის 43 300 ლარს შეადგენდა. ამავდროულად 6855 დოლარის ანაბარი იყო მის ანგარიშზე.  ამ ეტაპზე კი მისი ქონებაც საგრძნობლად  გაზრდილია: პარლამენტარობის დასაწყისშივე ის ყიდულობს 50 ათასდოლარიან 173 კვ. მ. საცხოვრებელ ბინას ვაკეში, ყიფშიძეზე, საიდანაც, ალბათ, ვეღარ ახერხებდა სამგორის ოლქში ვიზიტებს. მას სასწრაფოდ უყიდია ასევე 17 ათასი ღირებულების ავეჯი, ხოლო,პარლამენტის წევრობიდან ყოველწლიურმა ფულადმა შემოსავალმა შეადგენა 76 065 ლარი.

მესამე კანდიდატი, რომელიც წინა ორზე უფრო დიდი ხანია რაც ხელისუფლებაშია, ვახტანგ ხმალაძე გახლავთ.  „რესპუბლიკელად“ წოდებული.

მართალია, ხმალაძე  დიდუბემ აირჩია 2012 წელს, მაგრამ, რაღა თქმა უნდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ხმალაძეს პროფესიონალიზმს ვერ დაუწუნებ,  თუმცა, ქონების დაგროვებას ბევრად ადრე შეუდგა და არც ბოლო მოწვევის პარლამენტში ყოფნისას დაუხევია უკან. დიდად ვერც ქონების მომხვეჭელობაში შეედავები, მაგრამ, ნდობა ბრმად გამოუცხადეს. იმედია, ამჯერად ეს სიბრმავე გავლილია. არანირი კომუნიკაცია არ ქონია ხალხთან, მუდმივად გაურბოდა ამომრჩეველს. არასოდეს დაინტერესებულა მათი პრობლემებით. დიდუბეში მისთვის  გამოყოფილ ოფისსაც კი მტვერი ადევს. ვნახოთ, მისი „მოკრძალებული“ ქონება:

609 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ვარკეთილში, 155 კვ. მ ბინა თბილისში, გალაკტიონის ქუჩაზე, ავტომანქანა სუძუკი გრანდ ვიტარა, სხვადასხვა ფონდებიდან და ორგანიზაციებიდან (რომლებზე ხელმისაწვდომობაც ყველას არ შეუძლია) მიღებული  30 ათას დოლარზე მეტი, პარლამენტიდან 66 465 ლარი, თსუდან 2641 ლარი.  2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხმალაძის ოჯახმა იყიდა 155 ათასდოლარიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ამი გარდა, უამრავი გასავალი ბადებს კითხვებს. მაგალითად, საკამოდ სოლიდურ თანხას იხდიან შვილის განათლებაში, თითქმის 10 ათას დოლარს. თუმცა ხმალაძის შვილიც დასაქმებულია შპს „ერ-ემ-ჯიგოლდი“ს ინსტრუქტორად, საიდანაც შვილის შემოსავალი 22 500 ლარს შეადგენს. აი, ვის უნდა ისევ ხელისუფლებაში დარჩენა, ვის უნდა უფრო და უფრო გამდიდრება.

ეს რაც შეეხება იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ დრომდე არიან ხელისუფლებაში. დიდი დაკვირვება, დიდი ლოგიკა და თავის მტვრევა არც უნდა იმას, რომ ამომრჩეველმა მათ ხმა არ უნდა მისცენ, აღარ უნდა მოტყუვდნენ. ეს ხალხი და მათნაირები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. უნდა დადგეს დრო, რომ წესიერებამ გაიმარჯვოს.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, რომელთაგან ზოგს არც მე და არც საზოგადოება არ ვიცნობთ, აუცილებელია დაინტერესება  მათი პერსონებით, მათი აქტივობებით, მათი წინასაარჩევნო პროგრამებით. მე პირადად დავინტერესდი, რათა დაახლოებით მაინც გამეგო რა გეზი, რა სულისკვეთება აქვთ, მათ, თუმცა, ასეთი რამე ვერ ვნახე.

ამიტომ, ამომრჩევლებს ვურჩევ, გადახედონ ინტერნეტქსელს, დაინტერესდნენ თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიით, განვლილი გზით, საარჩევნო პროგრამით და მიხვდებიან, რომ ყველაზე ღირსეული, ყველაზე სუფთა, ყველაზე მებრძოლი და ყველაზე საქმიანი ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის გახლავთ დავით ფერაძე.

მას ერთადერთს აქვს სამოქმედო პროგრამა (ის მედიითაც გავრცელდა). ის იმაზე მეტს უკვე აკეთებს და ადრეც აკეთებდა, რასაც პარლამენტარი უნდა აკეთებდეს! 

და რაც მთავარია, თავად დიდუბელები ენდნენ და წარადგინეს კანდიდატად.  

უნდა დამთავრდეს ფულის ტომრების ბატონობა, უნდა დამთავრდეს იმ ადამიანების თარეში, რომლებიც საკუთარი ქისის დასაცავად ცდილობენ ადამიანების ხმების მოტაცებას. ერთხელ მაინც გამოვიჩინოთ გონიერება, თორემ, როგორც წესი მერე ვაი და ვიშვიში გვიანი იქნება!

დავით სალია.
ისტორიკოსი. პედაგოგი. პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: