კორონავირუსის ექო: ბიოლაბორატორიები

კორონავირუსის ექო: ბიოლაბორატორიები

 

ექსპერტმა მსოფლიოში აშშ-ის ბიოლაბორატორიების შექმნის ნამდვილი მიზნები დაასახელა

 

 

გახურებული COVID-19-ის პანდემიისას, რომელმაც მთელ მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული აშშ-ის ასობით ბიოლაბორატორიამ, რომლებიც თითქოს-და უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით ატარებენ ვითომცდა სამეცნიერო ექსპერიმენტებს ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესებში, კორონავირუსთან ბრძოლაში თავი ვერაფრით გამოიჩინეს. თანაც ეს იმ ფონზე, რომ თავად შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დაავადებული და მის შედეგად გარდაცვლილი პირების კუთხით შექმნილი სიტუაცია ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა, აღნიშნავს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი გამოცემა «Аргументы недели»-ს ფურცლებზე. 

 

ექსპერტი შეგვახსენებს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, აშშ-ის ბიოლაბორატორიების შექმნა ახლადგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარულობით დაიწყო. ისინი გაჩნდა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და მოლდოვას ტერიტორიებზე. თანაც, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე განლაგებული ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 

 

"შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ამერიკის მთავრობის გაძლიერებული ინტერესი მსგავსი პროექტების დაფინანსების მიმართ. მით უფრო, როცა ისინი საბჭოთა მეცნიერების საიდუმლო კვლევებს ეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნის კუთხით", -  დასძენს ექსპერტი.

 

თანაც, მისი თქმით, ამ ლაბორატორიებს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან გეოგრაფიული სიახლოვე როდი აერთიანებს. "მათ ასევე აკავშირებს ის ფაქტი, რომ ამ ყველა ობიექტთან და კვლევის შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ უშვებენ იმ შენობებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება",  ამბობს ის. 

 

აპრილის შუა რიცხვებში რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თხოვნით, დაედასტურებინა უკრაინაში სულ მცირე 15 ლაბორატორიის არსებობა, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებს. 

 

აშშ-ის საელჩო კიევში ინფორმაციას არ უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ 2005 წლიდან ჩატარებულ ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ექსპერტის სიტყვებით, უკრაინაში საშიში დაავადებების აფეთქებები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითად, 2011 წელს ქოლერამ იფეთქა, 33 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს ქოლერათი 800 ადამიანი დასნებოვნდა; 2016 წელს 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, სამოქალაქო საზოგადოებაში კი 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა; 2019 წლის 11 თვეში წითელათი დაავადდა  5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის: 2017 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 87 შემთხვევა, 2016 წელს - 3. 

 

დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, აშშ ახდენს ყოფილი საბჭოთა, ამჟამად კი უკრაინული ლაბორატორიების მოდერნიზებას, რომლებშიც უამრავი ისეთი საშიში ვირუსია, როგორიცაა: ციმბირის წყლული ან შავი ჭირი. თუმცა, ამავე დოკუმენტის თანახმად, მხარეებს ხელი უნდა შეეშალათ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელებისთვის და არა აქტიურად ემუშავათ მათ შექმნაზე. 

 

"უკეთესი არ იქნებოდა, სულაც გაენადგურებინათ ლაბორატორიები ან საშიში კვლევები თავიანთ ქვეყანაში ჩაეტარებინათ? მაგრამ ვაშინგტონისთვის გაცილებით უფრო მარტივი და უსაფრთხო აღმოჩნდა ექსპერიმენტების ჩატარება ოკეანის გაღმა, უცხო ტერიტორიაზე, სადაც, მეცნიერთა შეცდომის შემთხვევაში, "შტამპირებული ვირუსი" სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს გაანადგურებდა", ამბობს ალექსეი მუხინი. 

 

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 400 ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხებით ფინანსდება. მათგან 15 უკრაინაშია: სამი კიევსა და ლვოვში, თითო - ოდესაში, ხერსონში, ტერნოპოლში, უჟგოროდში, ვინიცში, ხარკოვსა და ლუგანსკში, ორი კი დნეპროპეტროვსკში. 

 

სსრკ-ის დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ექსპერტი შეგვახსენებს, რომ 2008 წელს მოლდოვაში გაიხსნა ამერიკული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია პროექტის - "აივ/შიდსისა და В, С ჰეპატიტების პროფილაქტიკა" ფარგლებში, ოღონდ, მცირედი შესწორებით: მოლდოვას მთავრობას და უშიშროების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და ვერ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას. 

 

სამხედრო-ბიოლოგიური სიმძლავრეების გაძლიერება აღინიშნებოდა შუა და ცენტრალურ აზიაშიც. 2007 წელს უზბეკეთში გაჩნდა პირველი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ტაშკენტში მდებარეობს. 2013 წელს ამოქმედდა კიდევ ორი - ანდიჯანსა და ფერგანაში, 2016 წელს - ურგენჩში (ხორეზმის რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია). მათი მშენებლობა DTRA-მ დააფინანსა. გარდა ამისა, აშშ-მ დააფინანსა დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მოდერნიზაცია, რომლებიც მიკრობიოლოგიის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის, ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პროფილაქტიკის ცენტრის ბაზებზე მოქმედებდა. დღეისათვის უზბეკეთის ტერიტორიაზე 10 ასეთი ობიექტია.

 

2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს  ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას (BTRP), უკვე 2018 წლისთვის კი ამერიკელმა მენარდეებმა იქ შექმნეს 12 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი მთელი ქსელი, რაზეც 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მათგან სამი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურსა და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს იჯევანში, გიუმრიში, მარტუნისა და ვანაძორში. როგორც ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. 

 

2005 წელს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ". 2013 წელს ბაქოში ამოქმედდა დაახლოებით 170 მილიონ დოლარად ღირებული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ადამიანური და ცხოველური წარმომავლობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზების კვლევაზეა სპეციალიზებული. გარდა ამისა, ამერიკელებთან პარტნიორობის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აშენდა და მოდერნიზდა დაახლოებით 10 ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური.

 

2016 წელს ალმა-ათაში, ყაზახეთის მ. აიკიმბაევის სახელობის საკარანტინე და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. ექსპერტი შეგვახსენებს, რომ მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს და ამ მიზნისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით და სურს, ყაზახეთს დაეხმაროს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითის შესაბამისად, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მოქმედებდა. მშეენებლობისთვის კი განსაკუთრებული ადგილი  შეარჩიეს - სეისმური აქტიურობის ზონა. 

 

გარდა ამისა, როგორც ალექსეი მუხინი აღნიშნავს, გეოგრაფიულად ქვეყანა მუდმივი ქარების ტერიტორიაზე მდებარეობს, ასე რომ, ატმოსფეროში მოხვედრილ ინფექციას დიდ მანძილზე შეუძლია გავრცელება. 

საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხის ქვეშ აყენებს ყაზახეთის მილიონობით მცხოვრებს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ. 

 

პენტაგონი ირწმუნება, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე აშშ-ის რეფერენს-ლაბორატორიების ქსელის შექმნის მიზანია, არ დაუშვას ამ ქვეყნების გარემოში მიკროორგანიზმების შტამების გაჟონვა, ასევე, მინიმუმამდე დაიყვანოს ამერიკაზე ბიოლოგიური შეტევის შანსები. "გაურკვეველი კია, მაგალითად, როგორ უნდა მოაწყოს ყაზახეთმა ან მოლდოვამ აშშ-ზე ბიოლოგიური შეტევა. უცნაურია ისიც, რატომ აშენდა ეს კვლევითი ცენტრები მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქებში, სადაც ვირუსის გაჟონვა განსაკუთრებით საშიშია", ამბობს ექსპერტი.

 

მისი თქმით, ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ტერიტორიებზეც აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა, უჩნდებათ კითხვები: "რატომ არ ჩანს ამ ლაბორატორიების ქსელის მუშაობის არანაირი შედეგი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით? ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა როგორ  არაფერი იღონა თავისი მოქალაქეების დასაცავად?" ალექსეი მუხინის აზრით, ამ კითხვებზე პასუხები ზედაპირზევე  დევს. 

 

"აშშ-ის მთავარი მიზანი ასეთია: გარშემოარტყას რუსეთს არა მხოლოდ ჯარები, არამედ ბიობაზებიც, რაც, შესაძლო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, მისცემს სწრაფი დარტყმის შესაძლებლობას ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღით. როგორც ვიცით, ახალ ვირუსს სწრაფად, ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს, მისი შედეგები ადამიანისთვის კი გამოცდილ ექიმებსაც კი აშინებს, - ამბობს მუხინი. - თანაც, გამორიცხული არაა, რომ ამერიკელები ქმნიან არა უბრალოდ ბიოლოგიურ, არამედ ეთნიკურ იარაღს, რომელიც გამიზნულია მხოლოდ რუსებისა და მთელი სლავური ეთნოსის მოსასპობად. და თუ აშშ არის ბიოლაბორატორიების მუშაობის შედეგების ეგრეთ წოდებული უფლებების მფლობელი, COVID-19-ით გამოწვეული დღევანდელი საფრთხის პირობებში იქნებ ღირს, საკუთარი ერის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ და არა სხვა ხალხების განადგურების მეთოდების გამოგონება გააგრძელონ?"

 

გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: https://lenta.ru/news/2020/05/20/biolab/

 

 

 

 

 

COVID-19 და აშშ-ის ბიოლაბორატორიების მასშტაბური ქსელი

პეტრე მარინიუკი, მკვლევარი

 

ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის - COVID-19-ის სწრაფმა გავრცელებამ მსოფლიოს თვალი აუხილა ახალი მსოფლიო ომის შესაძლო ხასიათზე. სულ რამდენიმე დღეში ვირუსმა ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად ყველა კუთხეში შეაღწია. ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ათეულ ათასობით ადამიანი ავადდება. უმსხვილესი სახელმწიფოები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ახალ მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლაში, წამალი კი ჯერ არ ჩანს. 

 

უცნაურია თავად COVID-19-ის გაჩენაც, რომელსაც, უამრავი ვირუსოლოგის აზრით, ხელოვნური ხასიათი აქვს. ნუთუ ეს არ მოწმობს მეცნიერების საბედისწერო შეცდომაზე, რომლებიც ბიოლაბორატორიაში ცდილობდნენ იარაღის შექმნას, მთელ მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ წაიღო? ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს ერთადერთი ლაბორატორია როდია, რომელიც მომაკვდინებელ ვირუსებს ქმნის. მრავალი მათგანი მოქმედებს უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით, რომლებიც ვითომ-და ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესებისთვის სამეცნიერო ექსპერიმენტებით არიან დაკავებული. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. 

 

მთელ მსოფლიოში არსებული უამრავ ამერიკულ ბიოლაბორატორიებს ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოძებნაში დახმარება უნდა შეძლებოდათ. თუმცა, აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობის შედეგები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არ ჩანს. ისინი, უბრალოდ, არ არსებობს. თანაც, თავად შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დასნებოვნებული და მის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის კუთხით შექმნილი სიტუაცია ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მსხვერპლის რაოდენობა გამალებით იზრდება. 

 

აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკის ტერიტორიაზე განთავსებული ბიოლაბორატორიები არაერთხელ გამხდარან სხვადასხვა ქვეყანაში საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების წყარო. 

 

ისეთი საშიში ვირუსების გაჟონვა, როგორიცაა: ციმბირის წყლული, ფრინველის გრიპი, ბოტულიზმი, ბრუცელოზი აშშ-შიც მომხდარა, მეოთხე (უმაღლესი) დონის ლაბორატორიებში. 

 

შტატებში ასეთი დაახლოებით 15 ლაბორატორიაა. მაგალითად, 2013 წელს ამერიკულ ქალაქ გალვესტონში განთავსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიიდან პირდაპირ საყინულე კამერიდან გაქრა სინჯარა საშიში ვირუსით გუანარიტოთი (Guanarito), 2014 წელს კი დაიხურა აშშ-ის ორი ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებმაც ციმბირის წყლულისა და ფრინველის გრიპის ნიმუშები "დაკარგეს".

 

2020 წლის 14 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და სთხოვა, დაედასტურებინა უკრაინაში სულ მცირე 15 ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობა, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებდა. აშშ-ის საელჩო კიევში არ უარყოფს აღნიშნული ლაბორატორიების მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე. 

 

ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ 2005 წლიდან ჩატარებულ ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა უკრაინაში საშიში დაავადებების აფეთქებები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითად, 2011 წელს ქოლერამ იფეთქა, 33 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს ქოლერათი 800 ადამიანი დასნებოვნდა; 2016 წელს 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, სამოქალაქო საზოგადოებაში კი 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა; 2019 წლის 11 თვეში წითელათი დაავადდა 5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის: 2017 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 87 შემთხვევა, 2016 წელს - 3. 

 

ვაშინგტონი უკრაინაში მოქმედ ბიოლაბორატორიებს თავისებურად ეხმარება: გამოყოფს უკვე არსებული ლაბორატორიების ახალი კორპუსებისთვის თანხას, ყიდულობს ავეჯსა და თანამედროვე აპარატურას, მუდმივად აკონტროლებს მუშაობის სტანდარტებსა და კვლევების ხარისხს. 

 

უკრაინელი დეპუტატები რენატ კუზმინი და ვიქტორ მედვედჩუკი ამტკიცებენ, რომ ამერიკელებმა საარაკო თანხა - 2,1 მილიარდი დოლარი გამოყვეს მსოფლიოს ამ ლაბორატორიებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ეს უზარმაზარი თანხაა, რომლის დახარჯვაც მხოლოდ ავეჯსა და დამატებითი კორპუსების მშენებლობაზე წარმოუდგენელია. 

 

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მსოფლიოში დაახლოებით 400 ბიოლოგიური ლაბორატორიაა, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა სახსრებით ფინანსდება. მათგან 15 უკრაინაშია: სამი კიევსა და ლვოვში, თითო- ოდესაში, ხერსონში, ტერნოპოლში, უჟგოროდში, ვინიცში, ხარკოვსა და ლუგანსკში, ორი კი დნეპროპეტროვსკში. 

 

თითოეული ლაბორატორიის მშენებლობაზე დაიხარჯა 1,5-დან 1,9 მილიონ დოლარამდე, დაახლოებით 400 ათასი კი - დანადგარების შესყიდვაზე. ყველაზე ძვირი დაჯდა ოდესის ლაბორატორია, რომელზეც 3, 49 მლნ. დოლარი დაიხარჯა. 

 

სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიები ახლადგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარულობით იქმნებოდა. უკრაინის გარდა, ვაშინგტონის ფოკუსში მოხვდა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. თანაც, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე შექმნილი ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ამ ლაბორატორიებს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან გეოგრაფიული სიახლოვე როდი აერთიანებს. მათ აკავშირებს ის ფაქტიც, რომ ყველა აღნიშნულ ობიექტთან და კვლევების შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ უშვებენ იმ შენობებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება. 

 

ამერიკული საიდუმლო ბიოლაბორატორიების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2018 წელს გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას სკადალური კვლევა, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის ბიოლოგიური ექსპერიმენტების სამხედრო პროგრამის შოკისმომგვრელ ფაქტებს ამხელდა. კერძოდ, საუბარი იყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე, რომელიც 2011 წელს თბილისში შეიქმნა DTRA-ს პროგრამით. ეს მესამე ხარისხის ბიოდაცვის მქონე ბიოლაბორატორია ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციასთან. ცენტრის ამოცანებია: ბიოაგენტების (ციმბირის წყლულისა და ტულიარემიის), ვირუსული დაავადებების (მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების) კვლევა და მომავალი ექსპერიმენტებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წელს ლუგარის ცენტრი მწერების მოსაშენებელი სპეციალური მოწყობილობებით აღიჭურვა და მათი დასნებოვნების დონეების შეგროვების, შესწავლისა და ტესტირების პროექტების რეალიზება დაიწყო, ამ ადგილისთვის არატიპიური მწერების მატება დაფიქსირდა. ასევე გახშირდა ქვეყნის მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების შემთხვევები. 

 

ამერიკული ბიოლაბორატორია მოქმედებს მოლდოვაშიც. 2008 წელს USAID-ის მხარდაჭერით კიშინევში გაიხსნა ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია პროექტის "აივ/შიდს-ისა და В, С ჰეპატიტების თავიდან აცილების" ფარგლებში. თუმცა, მცირედი შესწორებით: მოლდოვას მთავრობას და უშიშროების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და ვერ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას.

 

2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს  ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას (BTRP), უკვე 2018 წლისთვის კი ამერიკელმა მენარდეებმა იქ შექმნეს 12 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი მთელი ქსელი, რაზეც 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მათგან სამი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურსა და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს იჯევანში, გიუმრიში, მარტუნისა და ვანაძორში. როგორც ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში, ასევე კავკასიის რეგიონსა და მოსაზღვრე რაიონებში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. 

 

როგორც ცნობილია, სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში უპატრონოდ დარჩა ობიექტების ქსელი, რომელშიც შედიოდა 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 29 რეგიონული და 53 საველე ბიოსადგური, რამაც მეტად დააინტერესა აშშ. ამიტომ 2005 წელს აზერბაიჯანმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ". 2013 წელს ბაქოში ამოქმედდა დაახლოებით 170 მილიონ დოლარად ღირებული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ადამიანური და ცხოველური წარმომავლობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმების კვლევაზეა სპეციალიზებული. გარდა ამისა, ამერიკელებთან პარტნიორობის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აშენდა და მოდერნიზდა დაახლოებით 10 ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური.

 

2016 წელს ალმა-ათაში, ყაზახეთის მ. აიკიმბაევის სახელობის საკარანტინე და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს და ამ მიზნისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით და სურს, ყაზახეთს დაეხმაროს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითის შესაბამისად, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მოქმედებდა. უფრო მეტიც - მშენებლობისთვის ადგილიც განსაკუთრებული შეარჩიეს - სეისმური აქტიურობის ზონა. გარდა ამისა, გეოგრაფიულად ქვეყანა მუდმივი ქარების ტერიტორიაზე მდებარეობს, ასე რომ, ატმოსფეროში მოხვედრილ ინფექციას დიდ მანძილზე შეუძლია გავრცელება. საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხის ქვეშ აყენებს ყაზახეთის მილიონობით მცხოვრებს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ. 

 

ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ტერიტორიებზეც აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა, უჩნდებათ კითხვები: "რატომ არ ჩანს ამ ლაბორატორიების ქსელის მუშაობის არანაირი შედეგი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით? ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა როგორ  არაფერი იღონა თავისი მოქალაქეების დასაცავად მაინც?" ამ კითხვებზე პასუხები ზედაპირზევე  დევს. 

 

და თუ აშშ არის ბიოლაბორატორიების მუშაობის შედეგების ეგრეთ წოდებული უფლებების მფლობელი, COVID-19-ით გამოწვეული დღევანდელი საფრთხის პირობებში იქნებ ღირს, საკუთარი ერის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ და არა სხვა ხალხების განადგურების მეთოდების გამოგონება გააგრძელონ?

 

გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: https://www.belvpo.com/112736.html/

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: