Covid-19 და კატასტროფის წინაშე მდგარი მსოფლიო!
ახალი კორონავირუსის (Covid-19) მიმოხილვა
მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდემია მძინვარებს. ყოველდღიურად იზრდება დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა. ვირუსმა, მისი გამოვლენიდან სულ რაღაც ორ თვეში, მთელი მსოფლიო მოიცვა, რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომლებშიც სტატისტიკა ფაქტიურად არ არსებობს!
ფაქტიურად, მთელი მსოფლიო ჩართულია დიდ ომში სადაც მტერი უხილავი და მზაკრულია! ამ ომში მტერი არ ინდობს არავის - არც ქალს, კაცს, არც დიდსა და პატარას, ტიტულიანს და უტიტულოს, მდიდარს და ღარიბს, მორწმუნეს და ურწმუნოს. ამ ვირუსს მსოფლიოს ყოვლისშემძლე ზე სახელმწიფოებიც კი ვერ უმკლავდებიან და მასთნ საბრძოლველად აბსოლუტურად მოუმზადებლები და უძლურები აღმოჩდნენ.
ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ადამიანური და მატერიალური ზარალის მოსალოდნელი მაშტაბები მეორე მსოფლიო ომის მაშტაბებს შეადარა. ეს ასეა - აშშ-ში ათი თვის განმავლობაში Covid-19 -ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მე-2 მსოფლიო ომში 5 წლის განმავლობაში. იგივე მოხდა ბევრ ქვეყანაში.
ვარაუდობდნენ, რომ ზაფხულში ვირუსი გაქრებოდა, თუმცა, ამ მტკიცების არანაირი ლოგიკური საფუძველი არ არსებობდა. რა იძლეოდა ამის საფუძველს როცა მეცნიერული კვლევებით ახალი ვირუსი 60-70 გრადუს ტემპერატურას უძლებს, სხვა ვირუსების უმრავლესობა (80 % მეტი) 40 გრადუსზე იღუპება. ხმები ვრცელდებოდა, რომ ახალი კორონავირუსი 28 გრადუს ტემპერატურაზე იღუპება, ასე რომ იყოს ადამიანს ახალი ვირუსისგან არაფერი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან იგი (ადამიანი), ყოველთვის 36 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის მატარებელია.
იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ვირუსს ულტრაიისფერი სხივები კლავს და ზაფხულში მზიანი ამინდები და გაზრდილი დღეები ულტრაიისფერი სხივების ზრდას გამოიწვევდა და ვირუსი ბუნებრივად განადგურდებოდა. თუ ეს შველაა, მაშინ ლათინურ ამერიკაში და აფრიკაში კორონავირუსი საერთოდ არ უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან მსოფლიოს ამ რეგიონებში მზიანი დღეები და ულტრაიისფერი სხივები წელიწადის ყველა დროს ჭარბადაა, თუმცა, როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე აფრიკაში, ახალი კორონავირუსი სწრაფი ტემპებით გავრცელდა და როგორც ფაქტები გვიჩვენებს, სულ ტყუილი იმედები გვქონდა.
კორონავირუსისგან შველის ორი გზა არსებობს:
1. შეიქმნება (უკვე შეიქმნა რამდენიმე ვარიანტი) ანტივირუსი (ვაქცინა), რომელიც კორონავირუს დაამარცხებს.
2. ყველა დაინფიცირდება და ვისაც საკმარისი იმუნიტეტი აღმოაჩნდება, გადარჩება.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დრო კაცობრიობის წინააღმდეგ „მუშაობს“. მსოფლიოს მეცნიერების ამოცანაა რომ „დროის ვექტორი“ კაცობრიობის სასარგებლოდ შემოატრიალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა უკვე შეიქმნა, მაგრამ არავინ დაბეჯითებით მათ ეფექტურობას არ ადასტურებს და ას პროცენტიან გარანტიებს არ იძლევიან. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული ვაქცინები არაა ბოლომდე შესწავლილი და არავინ იცის, საერთოდ რა შედეგებს მოგვცემს. რუსეთში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კორონა ვირუსით ყოველდღე უფრო მეტი მოსახლეობა ავადდება, ასევე გაიზარდა დაღუპულთა დღიული რაოდენობა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (ჯანმო) გასული ზაფხულის მონაცემებით, 48 ჯგუფი მუშაობს ვაქცინის შექმნაზე და ვარაუდობდნენ, რომ ერთ წელიწადში იქნება. აღსანიშნავია რომ 2012 წელს გაჩნდა ეგრეთ წოდებული „აქლემის ვირუსი“ (სამედიცინო დასახელება SARS-CoV) რომელიც კორონავირუსების ერთ-ერთი სახეობაა, ამ ვირუსის ვაქცინის შექმნაზე უკვე წლებია სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ, მაგრამ უშედეგოდ, ვაქცინა დღემდის არაა შექმნილი!
მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში საერთო ძალისხმევით ასობით ლაბორატორია შეიძლება მუშაობდეს ვაქცინის შექმნაზე, რაც მკვრთად დააჩქარებდა პრობლემის გადაწყვეტას და ვაქცინის შექმნას, პრობლემაზე მხოლოდ 48 ჯგუფი მუშაობს. მსოფლიოს ნებისმერ მსხვილ ქალაქს (მეგაპოლის) 2-3 ჯერ მეტი ჯგუფი შეუძლია ამუშაოს ამ პრობლემაზე. არ არის ნორმალური კორდინაცია, (საერთაშორისო თანამშრომლობა) მომუშავე ჯგუფებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფების და მათი კომპანიების მიზანი, ამ საშინელი ვირუსისგან კაცობრიობის გადრჩენა კი არაა, არამედ Covid-19 ვირუსის მეშვეობით დიდი ფულის გაკეთებაა, ანუ მიზანი კომერციულია და არა ჰუმანური.
იმის გამო რომ ანტივირუსი უახლოვეს მომავალში არ იქნება და არავინ იცის როდის იქნება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მოვლენები მეორე გზით განვითარდება. ამ შემთხვევაშიც „მისი აღმატებულება“ დრო, კვლავ უდიდეს როლს თამაშობს, მაგრამ პირველისგან სრულიად განსხვავდება. კორონავირუსთან ბრძოლაში თვეებს და წლებს მნიშვნელობა არა აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დროის ერთეულში იმფიცირებულთა რაოდენობამ არ გადააჭარბოს იმავე დროში გამოჯამრთელებულთა რაოდენობას. სინამდვილეში, დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამოჯამრთელებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, მაგრამ მიზანი არის ინფიცირებულთა განკურნება, ამიტომ შემდგომში გამოვიყენებთ მხოლოდ ზემოთ გამოყენებულ ტერმინს.
თუ დროის ერთეულში გამოჯამრთელებულთა რაოდენობა მეტია იმავე დროში ინფიცირებულთა რაოდენობაზე, ახალი კორონავირუსი მინიმალური საფრთხის მატარებელია და უმნიშვნელო მსხვერპლი გვექნება. ასეთ შემთხვევაში, ისიც კი შეიძლება, რომ უმოკლეს დროში, სწრაფადაც მოხდეს კორონავირუსის ეპიდემიის დაძლევა, თუმცა ვაქცინის მიღებამდე სერიოზულადაა მოსაფიქრებელი მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვა, ვინც კორონავირუსით დასნეულებას გადაურჩა და მის მიმართ იმუნიტეტი არ გამოუმუშავდა.
ეს პროცესი მარტივი ფორმულით შეიძლება გამოვხატოთ:
კვმ(t) = გრ(t) - ირ(t) (1)
სადაც:
კვმ(t) - არის კორონა ვირუსის მაჩვენებელი t დროში
გრ(t) - გამოჯამრთელებულთა რაოდენობაა t დროში
ირ(t) - ინფიცირებულთა რაოდენობაა t დროში
თუ კვმ(t) მნიშვნელობა დადებითი და მზარდია, მაშინ, რაც უფრო დიდი და მზარდია კვმ(t) მნიშვნელობა, მით უფრო სწრაფად ხდება კორონა ვირუსის „დამარცხება“. თუ კვმ(t) მნიშვნელობა უმნიშვნელოდ იზრდება, ვირუსის დამარცხება ნელა ხდება და დროში იწელება.
თუ დროის ერთეულში დაიმფიცირებულთა რაოდენობა მეტია ამავე დროში გამოჯამრთელებულთა რაოდენობაზე, ეს ნიშნავს, რომ კორონა ვირუსით დაინფიცირება აღმავალია და საფრთხე სერიოზული, კვმ(t) უარყოფით მნიშვნელობას ღებულობს. ეს იმასაც ნიშნვს, რომ ჰოსპიტალების შესაძლებლობები გარკვეული დროის შემდეგ ამოიწურება და თუ არ მოხდა ვითარების დასტაბილურება, თუ კვმ(t) არ გახდება დადებითი, ან სისტემატიურად არ გაიზრდება ჰოსპიტალების რესურსი, პროცესი გარკვეული დროის შემდეგ უმართავი გახდება.
აქ შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა:
1. როცა, კვმ(t) უარყოფითია, ზრდა არ აღემატება ორნიშნა მაჩვენებელს და დროში უმნიშვნელოდ იზრდება, ხელისუფლებას და ჯანდაცვის სპეციალისტებს საკმარისი დრო აქვთ, კრიტიკულ მომენტამდე, კორონავირუსის უარყოფით მოქმედებებზე რეაგირებისთვის. ასეთი ვითარება ცუდია, მაგრამ მართვადი. ასეთი ვითარება იყო საქართველოში ვირუსის გამოვლენიდან ექვსი თვის განმავლობაში..
2. როცა, კვმ(t) უარყოფითია, ზრდა არ აღემატება ორნიშნა მაჩვენებელს და დროში სწრაფი ტემპით იზრდება, ვითარება მართვადია, მაგრამ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სპეციალისტებს შეზღუდული დრო აქვთ კორონავირუსით გამოწვეულ მოვლენებზე რეაგირებისთვის, ვინაიდან პროცესი შეიძლება სწრაფად გახდეს უმართავი.
3. როცა, კვმ(t) უარყოფითია, სამნიშნა ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება და უარყოფითი ზრდის ტემპები შედარებით დაბალია, ვითარება კრიტიკულია და ძნელად მართვადი. ხელისუფლებას და ჯანდაცვის სპეციალისტებს მკვეთრად შეზღუდული დრო აქვთ კორონავირუსით გამოწვეულ მოვლენებზე რეაგირებისათვის, ვინაიდან პროცესი შეიძლება სწრაფად გახდეს უმართავი.
4. როცა, კვმ(t) უარყოფითია, ყოველდღიური სამნიშნა ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება და უარყოფითი ზრდის ტემპები მაღალია, ვითარება მძიმეა, ხელისუფლებას და ჯანდაცვის სპეციალისტებს „ცაიტნოტის“ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა და კორონავირუსით გამოწვეულ მოვლენებზე რეაგირებისათვის დრო არა აქვთ, იღებენ მყისიერ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს, პროცესი სწრაფად ხდება უმართავი.
5. როცა, კვმ(t) უარყოფითია, ოთხნიშნა ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება და უარყოფითი ზრდის ტემპები მაღალია, ვითარება უკიდურესად მძიმეა, პროცესები ობიექტური მიზეზების გამო, უმართავია და თვითდინებაზე მიშვებული.
გარდატეხის მომენტი ანუ პიკი დგება მაშინ როცა კვმ(t) ნოლდება და ყოველი შემდეგი დროის პერიოდი ზრდადი დადებითი მაჩვენელებლით ხასიათდება.
მე-3, მე-4 და მე-5 შემთხვევის დადგომის დროს, როცა დაინფიცირებულთა რაოდენობა აღემატება ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს, ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართავენ ვირუსით იოლი ფორმით დაავადებული პაციენტების ეგრეთწოდებულ სახლში მკურნალობას. ასეთი ვითარება, გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული, როცა ჯანდაცვის სისტემას აღარ ყოფნის ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების რაოდენობა და ვითარება რომ როგორმე გარკვეულ კონტროლს დაუქვემდებაროს.
პრობლემის ამ სახით გადაწყვეტა, ძალიან ცუდია და სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი კლინიკური მკურნალობის დროს არ იცავს საჭირო მოთხოვნებს და მითუმეტეს, სახლში არ დაიცავს. გარდა აღნიშნულისა ასეთი პაციენტები ვირუსის ფართო გავრცელების „იდეალურ“ წყაროებს წარმოადგენენ და არანაირი კონტროლი ამას არ შველის.
მკურნალობის ასეთი მეთოდი ვითარებას გაუნჯობესების ნაცვლად უფრო ამძიმებს და უმართავს ხდის. ბევრად უკეთესი იქნება ასეთი პაციენტების დაცულ შენობებში იზოლაციაში გადაყვანა - კარანტინში მოქცევა და იქ მკურნალობა. ამისთვის იდეალურად მოსახერხებელია სამხედრო ნაწილების შენობები და სანატორიუმები, რომლებსაც უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა აქვთ პაციენტების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სამხედრო მოსამსახურეების საველე პირობებში გადაყვანა ან დროებით შვებულებაში გაშვება.
აღსანიშნავია რომ საქართველოში თავდაპირველად გამოყენებულ იქნა კორონა ვირუსით დაავადებულებთან შეხებაში მყოფი პირების და უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების თვითიზოლაცია, ანუ მოქალაქეების სახლებში დატოვება სახლიდან გაუსვლელობის ვალდებულებით, ეს პრაქტიკულად იგივეა, რაც სახლში მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა სახლიდან გასვლა, ახალად მიღებული კანონით დასჯადი ქმედება იყო, ადგილი ჰქონდა მასიურ დარღვევებს, რამაც გამოიწვია ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება. ვითარება შედარებით დასტაბილურდა ყველა საეჭვო პირის 2კვირიან კარანტინში მოქცევის შემდეგ.
არსებობს კორონავირუსისგან შველის მესამე, ჩემი ანალიზით, უაღრესად მაღალ ეფექტური, უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზა. ჩემივე ანალიზით, ეს გზა შეიძლება ითქვას დღევანდელ მძიმე მდგომარეობაში კორონა ვირუსისგან თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ეს გზა პანაცეაა და მთელი მსოფლიოსთვის გამოსავალიც არის და გადარჩენაც.
როგორ დავიცვათ თავი Covid-19-სგან და როგორ დავამარცხოთ იგი, ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი საფუძვლიანად გავეცნოთ ამ მზაკრულ ვირუსს და მასთან ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებს, რომ Covid-19-თან ბრძოლა კიდევ უფრო იოლი გახდეს.
საბედისწეროდ დამთხვეული ფაქტები
რამ გამოიწვია Covid-19 ასეთ მცირე დროში მთელ მსოფლიოში გავრცელება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასიური დაინფიცირება?
მთელი მსოფლიოს მასშტაბით Covid-19 -ის ასეთ სწრაფ ად მცირე დროში გავრცელება გამოწვეული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის საბედისწერო დამთხვევით.
პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორია - Covid-19-თვისებები. Covid-19 ერთ-ერთი ყველაზე მზაკრული ვირუსია ყველა ცნობილ ვირუსებს შორის. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 2-14 დღეა, დაფიქსირებულია შემთხვევები 28 და 38 დღიანი ინკუბაციის პერიოდებით. ინკუბაციის პერიოდი ესაა პერიოდი პაციენტის დავირუსებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენამდე, ამ ხნის განმავლობაში დაინფიცირებული ვრუსის გადამტანია. ჩვეულებრივი სეზონური გრიპების ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ძირითადში 3 დღეა და მერყეობს 3 დან 5 დღემდე.
როგორც ვხედავთ, Covid-19 -ის ინკუბაციის პერიოდი 3-4 ჯერ და მეტჯერ უფრო მეტია, ვიდრე სეზონური გრიპებისა.
შესაბამისად, Covid-19 -ით დაინფიცირებული, სხვა ვირუსებთან შედარებით 3-4-ჯერ და მეტჯერ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს, რაც სხვა ვირუსებთან შედარებით Covid-19 -ის სწრაფად გავრცელების ფაქტორია.
გარდა აღნიშნულისა, გრიპის ვირუსების უმრავლესობის ნიშნები (ცხვირცემინება, ხველება, გაციების შეგრძნება, ტემპერატურის მომატება და ა.შ.) გრიპის ვირუსის დადასტურებამდე, პირველივე დღეს ვლინდება და როგორც დაინფიცირებული ისე გარშემო მყოფები ურთერთკონტაქტებს ერიდებიან და თავს იცავენ. Covid-19-ის შემთხვევაში პირველი ხილული სიმპტომები 7-8 დღის შემდეგ ვლინდება, ამ ხნის განმავლობაშიი დაინფიცირებული ჩვეულებრივ აგრძელებს სხვებთან ურთიერთობებს და ვირუსით მასიურად მათ დაიმფიცირებას. თავის მხრივ ახლად დაინფიცირებული თვითონ ხდება ვირუსის მასიური გავრცელების წყარო.
სწორედ ამაშია ვირუსის მზაკრულობა: მანამ დაინფიცირებულ ადამიანში გამოვლინდება, ეს ადამიანი და მისგან დაინფიცირებული სხვა ადამიანები ათასობით ადამიანს აინფიცირებენ, ანუ ვირუსი ფარულად ვრცელდება. სწორედ ინკუბაციის პერიოდი და ფარულობაა ამ ვირუსის სწრაფი და მასიურად გავრცელების მიზეზი.
მეორე ფაქტორი - გამოვლენის ადგილმდებარეობა და „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ დებულებებში არსებული ხარვეზებია. ვირუსით ადამიანების დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩინეთის ქალაქ უჰანში, 12 000 000 მოსახლეობით. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მოთხოვნების მიხედვით, დაავადება ეპიდემიად ცხადდება იმ შემთხვევაში, თუ დასახლებული პუნქტის 5 % დაავადდა, რაც უჰანის შემთხვევაში 660 000 კაცია. ჯანმო-ს დებულებითვე პანდემია ცხადდება, როცა ეპიდემია სხვა ქვეყნებში იწყებს გავრცელებას.
ჯანმო არ დაელოდა 660 000 კაცის დაინფიცირებას (დაარღვია საკუთარი დებულება) და როცა ერთ თვეში 14 000 კაცზე მეტი დაინფიცირდა, მსოფლიო მაშტაბის საგანგებო მდგომარეოა გამოაცხადა. 28 თებერვალს ჯანმო Covid-19-ს განსაკუთრებით სახიფათო ვირუსად აცხადებს და საგანგებო მდგომარეობა გლობალურ დონეზე აყავს ანუ Covid-19-ს მსოფლიოს გლობალურ პრობლემად აცხადებს. 2020 წლის 11 მარტს კი, პანდემისს სტატუსს ანიჭებს.
ჯანმო-ს დებულებების ხარვეზი იმაშია, რომ მცირე, მაგალითად 1000 კაციან დასახლებულ პუნქტს და მეგაპოლის ქალაქს ერთი წესით უდგება. ამ დროს ერთი დანფიცირებული, მცირე ქალაქში თეორიულად საფრთხეს უქმნის 1000 კაცს, მეგაპოლისში მილიონობით ადამიანს!
როგორც ვხედავთ ადგილმდებარეობა (12 მილიონიანი ქალაქი) და ჯანმოს დებულებებში არსებული ხარვეზები საბედისწეროდ დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც ორი უმნიშვნელოვანესი თვე პრაქტიკულად უაზროდ დაიკარგა. ვირუსი რომ 1 000 კაციან დასახლებულ პუნქტში გაჩენილიყო, გაცილებით უფრო სწრაფად და მოკლე დროში მოხდებოდა რეაგირება.
მესამე ფაქტორია, ავიაცია და ავიაგადაზიდვები. იმის გამო რომ უჰანი დიდი ქალაქია და ავიამიმოსვლები აქვს მსოფლიოს ყველა მსხვილ ქალაქთან, ავიაციამ Covid-19 -ი ელვისებური სისწრაფით გაავრცელა მთელ მსოფლიოში.
აი გამოიკვეთა ყველა ფაქტორი რომელთა საბედისწერო დამთხვევით მთელ მსოფლიოში კატასტროფული შედეგები დადგა. Covid-19 -ის თვისებებიდან გამომდინარე, მანამ პირველი რეალური შედეგები დადგებოდა 12 მილიონიან ქალაქში უკვე ათასობით დაინფიცირებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქალაქში, ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ინფექციას ავრცელებდა. როცა ჯანმო-მ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა Covid-19 -ი მსოფლიოს ყველა მსხვილ ქვეყნაში უკვე გავრცელებული იყო, უბრალოდ ვირუსის თვისებებიდან გამომდინარე, ჯერ არ იყო გამოვლენილი.
ამრიგად Covid-19 -ის თვისებებმა, ვირუსის გაჩენის ადგილმდებარეობამ, ჯანმო-ს დებულებებში არსებულმა ხარვეზებმა, ავიაციამ და ამ ყველა ფაქტორის საბედისწერო დამთხვევამ, მსოფლიო კატასტროფული შედგების წინაშე დააყენა.
Covid-19 -მა დაგვანახვა, რომ სიკეთეებთან ერთად, რამხელა საფრთხეების მატარებელია მაღალგანვითარებული ცივილიზაცია. ასევე დაგვანახა, რომ თანამედროვე მაღალი დონის ცივილიზაცია ვერ უმკლავება საფრთხეებს, რომელსაც თვითონ ეს ცივილიზაცია წარმოშობს! ეს ვითარება სერიოზულად დამაფიქრებელია!!! ატომური ბომბის შექმნის დროს ამას არ დაუკვირდნენ და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს არსებობს იარაღი, რომელსაც დროის ნებისმიერ მომენტში თანამედროვე ცივილიზაციის მთლიანათ განადგურება შეუძლია!
შეცდომები Covid-19 -ის სტატისტიკაში და მისგან გამოწვეული უმძიმესი კატასტროფული შედეგები
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლოში არსებულ მდგომარეობაში „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ დაადანაშაულა და დაფინანსება შეუწყვიტა. ყოველდღრიურად ტრამპის მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ დაგვიანებულად მიღებულ ზომებში, რამაც აშშ კატასტროფული შედეგების წინაშე დააყენა. ერთი შეხედვით, ტრამპის მიერ არსებულ მდგომარეობაში „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ დადანაშაულება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰგავს, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა თავის მიერ დაშვებული შეცდომების სხვაზე გადაბრალებას. ალბათ ასე ფიქრობდა, მრავალი ადამიანი მსოფლიოში. მაგრამ, მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო!
იაპონიის მთავრობამაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ Covid-19 პანდემიის დამარცხების შემდეგ გადახედავს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ დაფინანსების საკითხს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ მნიშვნელოვანი უწყებაა და ასეთი ორგანიზაცია აუცილებლად საჭიროა, მაგრამ, როგორც ჩანს, სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს.
რა იძლევა ასეთი დასკვნების საფუძველს?
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, წლიური ბიუჯეტი 3,0 მილირდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც 400 მილიონზე მეტს აშშ უხდის.
ასეთი კოლოსალური ბიუჯეტის და შესაძლებლობების ორგანიზაციამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საერთოდ ვერ დაადგინა და დღესაც ბოლომდე არაა დადგენილი კორონავირუსის ზუსტი სიმპტომები, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის მწყობრად ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, ზუსტად არაა დადგენილი გადაცემის არხები. არაა დადგენილი არსებული ანტივირუსული მედიკამენტების ეფექტიანობის მაჩვენებლები. ზუსტად არაა დადგენილი რა ტემპერატურაზე იღუპება კორონავირუსი, როგორია ტემპერატურის ზედა და ქვედა ზღვარი. ზუსტად არაა დადგენილი გადაეცემა თუ არა ვირუსი ადამიანიდან ცხოველს და ცხოველიდან ადამიანს, გადააქვს თუ არა იგი მწერებს. ზუსტად არაა დადგენილი, რამდენი ხანი ცოცხლობს ვირუსი ატმოსფეროში და სხვადასხვა სახის ზედაპირებზე, ა.შ. და ა.შ., ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.
ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლების დიდი ნაწილის დადგენას ამხელა დაფინანსების პირობებში მოკლე დრო ჭირდება და დიდი ხნის წინ უნდა დადგენილიყო.
არაა დადგენილი ელემენტარული საკითხები, რაც ადამიანებს გაუიოლებდათ Covid-19 -თან ეფექტური ბრძოლის და თავდაცვის საშუალებას. ზუსტად არაა დადგენილი ვირუსი კაპილარული გზით გადადის, თუ ჰაერ-კაპილარული გზით. თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ვირუსი მხოლოდ კაპილარული გზით გადადიოდა. თუ ასეა, დასადგენი იყო რა დროს უნდებოდა ვირუსი პირის ღრუს და ყელის გავლას. ამ პერიოდში მცირე დოზით სპირტის ან ცხელი ჩაის მიღება, სერიოზული პროფილაქტიკური საშუალება იქნებოდა ვირუსთან ბრძოლის და თავდაცვისთვის. საერთოდ არაა ცნობილი, საყოფაცხოვრებო პირობებში გარდა ჰიგიენური ნორმებისა, დეზინფექცისაა და სოციალური დისტანცირებისა, კიდევ რა საშუალებები არსებობს ვირუსთან საბრძოლველად და თავდაცვისთვის. ცხელი სასმელი მაგ. ცხელი ჩაი და სპირტიანი სასმელის მცირე დოზა, ოდიდგან ცნობილია როგორც ორგანიზმის დეზინფექციის საუკეთესო საშუალება.
არსებული ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის მთავრობამ ჯანმო-ს ახალი ტიპის მანამდე უცნობი კორონავირუსის დაფიქსირების და გავრცელების შესახებ 2020 წლის 3 იანვარს აცნობა, ამასთან ერთად, გამოიკვლია და 11 იანვარს საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა Covid-19 გენომი. ესე იგი, ახალი ტიპის ვირუსი რომ კორონა ვირუსების სახეობა იყო 2020 წლის 11 იანვარს უკვე ცნობილი იყო.
ისმის კითხვები: რატომ მაშინვე არ დაიწყო ამ ორგანიზაციამ Covid-19 - ის გამოკვლევა, როცა მისი აფეთქება ჩინეთის ქალაქ უჰანში მოხდა. ეს ქალაქი პატარა სოფელი ხომ არ არის - 12 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს!
როგორც ავღნიშნეთ ქალაქი უჰანი ჩინეთის ერთერთი მსხვილი მეგაპოლისია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და ასობით ქალაქთან ავია მიმოსვლა აქვს, რამაც ხელი შეუწყო მთელ მსოფლიოში ვირუსის ელვისებურ გავრცელებას. რა გააკეთა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ ეს რომ არ მომხდარიყო? Covid-19 -მდე ხომ კარგად იყო ცნობილი კორონა ვირუსების სხვა სახეობების უმძიმესი შედეგები.
რატომ დროულად არ გააფრთხილა ამ ორგანიზაციამ წევრი ქვეყნების მთავრობები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ?
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ რატომ არ შეისწავლა, არ გაანალიზა და არ განაზოგადა კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა ქვეყნეის გამოცდილება?
სტატიაზე მუშაობისას, მასალების ანალიზის დროს აღმოვაჩინე, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ სტატისტიკურ გათვლებში აქვს დაშვებული შეცდომები, რამაც უმძიმესი კატასტროფული შედეგები გამოიწვია.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ საერთოდ არა სწორი აქვს მეთოდოლოგია გამოყენებული სტატიკური მონაცემების დათვლების დროს და უხეში შეცდომები აქვს დაშვებული.
მანამ, განვიხილავთ სწორ მეთოდოლოგიას და იმას, თუ როგორ უნდა ხდებოდეს სწორი დათვლა, სწორი სტატისტიკური მონაცემები რომ მივიღოთ, განვიხილოთ არსებული მეთოდოლოგია და აქ არსებული უხეში შეცდომები.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ მსოფლიოში და ცალკეულ ქვეყნებში დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი გამოჰყავს დაინფიცირებულ ადამიანთა საერთო რაოდენობიდან, როცა კორონავირუსმა მრავალ ქვეყანაში სწრაფი გავრცელება დაიწყო დაიმფიცირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და ყოველ კვირა ორმაგდებოდა. ამ დროს დაღუპულების რეალური რაოდენობა და რეალური სტატისტიკა მხოლოდ 1-1,5 თვის შემდეგ ჩდებოდა. ეს არის არასწორი სტატისტიკა, რომელიც უხეშ შეცდომებს იწვევს სტატისტიკურ მონაცემებში.
დღევანდელ სტატისტიკის მეთოდოლოგიაში არსებული შეცდომა ვაჩვენოთ იმპროვიზირებულ მაგალითზე. დაუშვათ პირველ კვირაში დაინფიცირდა 1000 კაცი, დაუშვათ რომ ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი 30 %-ია, ანუ 300 კაცი იღუპება. ცხადია, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 70 %-ი იქნება. ვირუსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
დავიწყოთ მაგალითში მოყვანილი პირობების მიხედვით, ვითარების მოდელირება. როგორც ავღნიშნეთ დაიმფიცირება ყოველკვირა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აქედან გამომდინარე მეორე კვირის ბოლოს დაიმფიცირებულთა რიცხვი 2000 კაცი, მე-3 კვირის ბოლოს 4000 იქნება, მე-4 კვირის ბოლოს, როცა პირველი კვირის რეალური შედეგები გამოვლინდება (ჩვენი ექსპერიმენტის პირობებით 300 დაღუპული), დაიმფიცირებულთა რაოდენობა 8000 კაცი იქნება. ჩვენივე პირობებით ლეტალური შედეგის პროცენტული მაჩვენებული 30%-ია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიის მიხედვით თუ დავითვლით, სადაც ლეტალობა დგინდება დათვლის მომენტში დაინფიცირებული და გარდდაცვლილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით, ლეტალობის ანუ დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი იქნება 3,75 %-ი. როგორც ვხედავთ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მაჩვენებელი 8-ჯერ ნაკლებია რეალურ სტატისტიკურ მაჩვენებელზე.
ჩვენ არ გამოგვყავს გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინაიდან ამ ექსპერიმენტში ლეტალური შედეგები გვაინტერესებს.
გავაგრძელოთ ჩვენი ექსპერიმენტი.
5 კვირის შემდეგ გამოიკვეთება 2 კვირის ლეტალური შედეგები ჩვენი ეკსპერიმენტის მიხედვით იქნება 600 კაცი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 16000 -მდე გაიზრდება. ამ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ 30 %-ია, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიით კი, კვლავ 3,75 %-ია, ანუ 8-ჯერ ნაკლები. მე-6 კვირის ბოლოს დაინფიცირებულთა რაოდენობა 32 000 მდე გაიზრდება, ამასთან ერთად, ცხადი გახდება მე-3 კვირის ლეტალური შედეგები და დაღუპულთა რაოდენობა 1200 მდე გაიზრდება, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 30%-ია „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ მეთოდოლოგიის მიხედვით კი, კვლავ 3,75 პროცენტია, ანუ ისევ 8-ჯერ ნაკლები.
როგორც ვხედავთ, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკური მაჩვენებელი ყოველთვის 8 ჯერ ნაკლებია ექსპერიმენტის რეალურ მაჩვენებელთან შედარებით.
ექსპერიმენტიდან კარგად ჩანს, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ მეთოდოლოგიით გამოყვანილი მაჩვენებელი დროშია აცდენილი, ანუ არ ითვალისწინებს დროის ფაქტორს და მცდარია. იმის გამო რომ ცდომილება მნიშვნელოვანია, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია რეალურთან შედარებით. ამ ცდომილების შედეგები კატასტროფულია.
ჯანმო-ს მეთოდოლოგიაში არსებული შეცდომები უმნიშვნელო ცდომილებას იძლევა როცა დავადების ინკუპაციის პერიოდი მცირეა, რამდენიმე დღე. ამ შემთხვევაში ცდომილება უმნიშვნელოა. როგორც უკვე ავღნიშნეთ Covid-19 -ის ინკუპაციის პერიოდი მრავალჯერ მეტია, ეს კი უკვე დიდ ცდომილებას იძლევა, რამაც კატასროფული შედეგები დააყენა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ დათვლების მიხედვით, ფორმულას თუ გამოვიყვანთ შემდეგი სახე ექნება:
დპმ = დრ * 100 / ირ
დპმ - დაღუპულთა (ლეტალობის) პროცენტული მაჩვენებელი
დრ - დაღუპულთა რაოდენობა
ირ - ინფიცირებულთა რაოდენობა
როგორც უკვე ავღნიშნეთ და ექსპერიმენტმაც აჩვენა, ამ ფორმულით მიღებული შედეგები მცდარია. ამაში რომ კიდევ ერთხელ ცხადად დავრწმუნდეთ, განვიხილოთ მაგალითი.
დაუშვათ დაინფიცირებულია 100 000 კაცი, საიდანაც 7 000 კაცი გამოჯამრთელდა 3 000 კაცი კი დაიღუპა. ამ შემთხვევაში ჯანმო-ს მეთოდოლოგიით დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი 3 %-ია.
დპმ = დრ * 100 / ირ = 3 000 * 100 / 100 000 = 3
ეს გვიჩვენებს, რომ 100 000 კაცში სიკვდილიანობა 3 %-ია, ანუ 3 000 კაცი იღუპება.
სწორია ეს მაჩვენებელი?
რა თქმა უნდა, მცდარი და არასწორია, იმიტომ, რომ 90 000 კაცის ინფიცირებულის მომავალი გაურკვეელია.
ეს მეთოდი არ იძლევა პროგნოზირების საშუალებას, პროგნოზს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებების, პანდემიის დროს კი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.
დავსვათ კითხვა: თუ არაფერი შეიცვალა ზემოთ მაგალითში პროგნოზულათ რამდენი ადამიანი დაიღუპება 90 000 კაციდან?
პასუხი გაურკვეველია იმიტომ, რომ 100 000 კაცში (რომელშიც 90 000 კაციც შედის) 3%-იანი სიკვდილიანობა უკვე დადგენილია.
კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს ჯანმო-ს შეცდომები, მოვიყვანოთ მაგალითი სოფილის მეურნეობიდან. დაუშვათ რომ წლის მოსავალი 100 ტონა ხორბალია, 10 ტონის გადამუშავებით დადგინდა, რომ 3 ტონა დანაცრილი ანუ გამოუსადეგარია, გადამუშავებული ხორბლიდან (10 ტონა) ეს არის 30 %, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ტონიდან სავარაუდოდ 30% -ი ანუ 30 ტონა ხორბალი გამოუსადეგარი, ანუ უვარგისია. მაგრამ არის ვიღაცა, ვინც ითვლის 100 ტონიდან და გვეუბნება, რომ უვარგისი ხორბალი 3 %-ია. როცა ხორბალი მთლიანად გადამუშავდება აღმოჩნდება, რომ 30 ტონა ხორბალი, ანუ 30% უარგისია და დავადგენთ, რომ ის ვიღაცა არასწორად ითვლიდა.
როგორი უნდა იყოს სტატისტიკურად სწორი გათვლები?
დაღუპულთა რაოდენობა უნდა დავითვალოთ არა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობიდან, არამედ იმ პაციენტებიდან, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა და პროცესი დასრულებულია. ანუ, სტატისტიკა უნდა დავითვალოთ გამოჯამრთელებული და დაღუპული პაციენტების ჯამური რაოდენობიდან. ამ შემთხვევაში გვექნება აბსოლუტურად ზუსტი სურათი.
გამოვიყვანოთ სწორი ფორმულა და ვნახოთ როგორ იმუშავებს. დაღუპულთა (ლეტალური შემთხვევების) პროცენტული მაჩვენებელის სწორი ფორმულა იქნება:
დპმ = დრ * 100 / (დრ + გრ)
სადაც:
გრ - გამოჯამრთელებულ პაციენტთა რაოდენობა.
რა გვექნება სტატისტიკური შედეგები ახალი ფორმულით ზემოთ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში:
დპმ = დრ * 100 / (დრ + გრ) = 3 000 * 100 / (3 000 + 7 000) = 30
მკითხველს ვთხოვ კარგად დააკვირდეს, რამხელა სხვაობაა არასწორად დათვლილ სიკვდილიანობასა და სწორად დათვლილ სიკვდილიანობას შორის, ეს სხვაობა 27 %-ია და 10 ჯერ აღემატება ჯანმო-ს მეთოდოლოგიით დათვლილ მონაცემს.
მოცემული ფორმულა პროგნოზის საშუალებას იძლევა. თუ არაფერი შეიცვალა 90 000 დაინფიცირებულიდან 30 % დაიღუპება.
დაღუპულთა (ლეტალობის) რაოდენობის მაჩვენებელს, დავითვლით ფორმულით:
დრ = დპმ * ირ / 100
ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, თუ არაფერი შეიცვალა, დაღუპულთა პროგნოზული მაჩვენებელი დარჩენილი 87 000 პაციენტიდნ ტოლი იქნება:
დრ = დპმ * ირ / 100 = 30 * 90 000 / 100 = 27 000
ესე იგი თუ არაფერი შეიცვლება, არ შეიცვლება მკურნალობა, წამლები, სამედიცინო პერსონალი, ქვეყნის ხელისუფლების მიდგომები და ა.შ. 90 000 კაციდან, 27 000 კაცი დაიღუპება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება აბსოლიტურად ზუსტი მაჩვენებელი, პროგნოზული მაჩვენებელი არასოდეს არ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. პროგნოზები ყოველთვის ზოგად სურათს და ტენდენციებს აჩვენებენ, რაც შესაბამის სამსახურებს და სპეციალისტებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში.
ახლა კი განვიხილოთ რეალური მაჩვენებლები.
როგორც ვიცით, Covid-19 გაჩნდა ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის 31 დეკემბერს. ერთი თვის შემდეგ 2020 წლის 1 თებერვალს დაინფიცირებულთა რაოდენობა 14 523 კაცი იყო, საიდანაც გამოჯანრთელებულია 275 კაცი, დაღუპული კი 304 კაცი. ლეტალობის რეალური მაჩვენებელი 53 %-ია, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით კი 2,1 %-ია, ანუ 25 ჯერ უფრო ნაკლები.
რა ხდება ამ დროს?
ეს ის პერიოდია როცა Covid-19 ევროპაში აქტიურად იწყებს გავრცელებას. ავია მიმოსვლები ჩინეთთან მათ შორის უჰანთან შეწყვეტილი არ არის. ჩინეთიდან, მათ შორის უჰანიდან ევროპაში ჩასული ხალხი და მასმედია Covid-19 - ზე საშინელებებს ყვებიან, იქმნება პანიკა და აჟიოტაჟი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც საქართველოში, ჯანდაცვის შესაბამისი სპეციალისტები ეყრდნობოდნენ რა, ისეთი კომპეტენტური ორგანისაციის მონაცემებს როგორციც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაა“ რეალურთან შედარებით მრავალჯერ შემცირებული მონაცემებზე დაყდნობით (ლეტალობის მაჩვენებელი 53%-ის ნაცვლად 2,1 %-ი) ამშვიდებენ მოსახლეობას და უმტკიცებენ რომ ეს არის, ერთი ჩვეულებრივი ვირუსი და არანაირ სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბევრი სპეციალისტი იმასაც ამტკიცებდა რომ Covid-19 ბევრად უფრო უხიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსები რომლებიც ყოველწლიურად ვრცელდებიან.
სპეციალისტებს რომ რეალური შედეგები ქონოდათ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების 584 დასრულებული შემთხვევიდან, ლეტალობის მაჩვენებეი 53 % იყო, ეჭვიც არა, რომ განგაშს ატეხდნენ და დაუყოვნებლივ მკაცრ ზომებს მიიღებდნენ.
რას აკეთებენ ამ დროს ევროპული სახელმწიფების ლიდერები? „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზის“ მონაცემებზე და სპეციალისტთა მოსაზრებებზე დაყდნობით, თვლიან რომ საგანგაშო არაფერია და არანაირ ზომებს არ იღებენ.
11 მარტს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ეპიდემიას პანდემიად აცხადებს.
18 მარტი - იტალიაში და ჩინეთში კორონვირუსი მძვინვარებს, ევროპის ყველა ქვეყანაში ვირუსი ვრცელდება და ძალას იკრებს, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 218 397 კაცია, საიდანაც დაღუპულია 8 909, გამოჯამრთელებულია 83 575 ლეტალობის მაჩვენებელი „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიის“ მონაცემებით 4,1 %, ევროპის მრავალი ქვეყანა კვლავ არ თვლის საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას. ამ დროს ლეტალობის რეალური მაჩვენებელია 9,6 %-ია.
მთელ მსოფლიოში შექმნილი მძიმე, კატასტროფული ვითარების მთავარი მიზეზია ამ მძიმე პანდემიაზე სპეციალისტების და მთავრობების დაგვიანებული რეაგირებაა, რაც არასწორი და არასრულყოფილი სტატისტიკით აიხსნება. ის ზომები, რაც უნდა გატარებულიყო თებერვლის პირველ რიცხვებში, ქვეყნების უმრავლესობაში 1,5 – 2 თვის დაგვიანებით დაიწყეს, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მძიმე შედეგების დასადგომად.
ხელისუფლებებს ლეტალობის რეალური მონაცემები რომ ჰქონოდათ, რომლებიც მრავალჯერ აღემატებოდა ჯანმო-ს მონაცემებს, პანდემიაზე რეაგირება ბევრად სწრაფად, ოპერატიულად მოხდებოდა და მძიმე შედეგებიც არ დადგებოდა.
Covid-19 -ის სტატისტიკაში არსებულმა შეცდომებმა მსოფლიო ახალი, კიდევ უფრო მძიმე შედეგების წინაშე დააყენა
მცდარმა სტატისტიკამ, წლის მეორე ნახევარში, კიდევ უფრო მძიმე შედეგების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ მცდარ სტატისტიკაზე დაყდნობით მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მთავრობებმა მცდარი გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც ახალი მძიმე შედეგები დააყენა და გამოიწვია Covid-19-ის ახალი აფეთქება.
საინტერესოა, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ კომპეტენტურობაში და მათ მონაცემებში დღესაც ეჭვი არავის შეაქვს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ადანაშაულებს ინფორმაციის დაგვინებულად მიწოდებაში და სხვა არაფერში. ესაა სწორეთ უკიდურესად საშიში და სახიფათო.
თუ პანდემიის დასაწყისში სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მცდარი სტატისტიკის გამო 1,5-2 თვით დააგვიანეს პანდემიაზე რეაგირება, შემდგომში უვე მცდარ სტატისტიკაზე დაყრდნობით კიდევ უფრო დიდ შეცდომები დაუშვეს და დროზე ადრე მოხსნეს საგანგებო მდგომარეობა. ეკონომიკაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო მთავრობებმა საგანგებოდ მიღებული ზომები მოხსნეს და სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას, მაშინ როცა, ამ ქვეყნების უმრავლესობაში ყოველდღე დაინფიცირებულთა რიცხვი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოჯამრთელებულთა რაოდენობას და ასობით ადამიანი იღუპებოდა, აშშ-ში კი ყოველდღე ათიათასობით ადამიანი ინფიცირდება და ათასზე მეტი იღუპება. ყოველდღე დაინფიცირებულთა რაოდენობა მეტი იყო გამოჯამრთელებულთა რაოდენობაზე, ანუ პიკიც კი არ იყო დამდგარი.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ კი არ აფრთხილებს მთავრობებს, რომ ამის გაკეთება იმ ეტაპზე დაუშვებელი იყო და არ შეიძლებოდა. კი არ აფრთხილებდა მთავრობებს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე, მხოლოდ მოუწოდებდა მთავრობებს, რომ ვითარება მძიმეა და გამოიჩინათ სიფრთხილე საგანგებო ზომების შერბილების ან მოხსნის დროს.
ლეტალური შემთხვევების პროცენტული სტატისტიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია, იგი, სპეციალისტებს და პოლიტიკოსებს უჩვენებს იმას, თუ რამდენად საშიშია მოცემული ვირუსი და რამდენად საფრთხის შემცველია იგი. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი მით უფრო დიდია საფრთხე.
გავრცელების სისწრაფისა და ძირითადში ლეტალობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, სპეციალისტები და პოლიტიკოსები (მთავრობები) იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა მოსახლე სეზონური გრიპით ავადდება, ბევრი მათგანი რამდენიმეჯერაც ინფიცირდება, მაგრამ მთავრობები არანაირ ზომებს არ იღებენ ან უმნიშვნელო ზომებს იღებენ.
რატომ?
იმიტომ, რომ ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა.
ამ დროს შეხედეთ რა ხდება, ხვალ რომ აშშ-ში 4-ჯერ გაიზარდოს დაიმფიცირებულთა რაოდენობა 4-ჯერ შემცირდება საფრთხე. ესე იგი, ვითრების კატასტროფულად გაუარესებისა და დამძიმების პირობებში, არსებული მეთოდოლოგიით ვითარება ბევრად გაუმჯობესდება, ფაქტიურად Covid-19 უხიფათო გახდება, ეს კი სრული აბსურდია!
Covid-19 და მსოფლიოს ეკონომიკის ანალიზი
Covid-19 -მა მსოფლიოს მთელი ეკონომიკა მოშალა. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკის აღდგენას 1 წელი დაჭირდება, რაც ძალიან საეჭვოა. დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკა ცივილიზაციის არსებული მაღალი დონიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი დონის ინტეგრაციით ხასიათდება. ნებისმიერი პროდუქციის წარმოებაში ასობით, ათასობით და ათიათასობით ფირმა და კომპანია მონაწილეობს. მაგალითისთვის ავიღოთ ღვინო, ყურძენი რომ ვაწარმოოთ, საჭიროა მიწის დამუშავება, რასაც სჭირდება მექანიზაცია რომლის წარმოებასაც ათიათასობით წარმოების მუშაობა სჭირდება. ასევე სჭირდება სასუქები და შხამქიმიკატები ამასაც ასობით წარმოება სჭირდება, საჭიროა ტრანსპორტი აქაც ათიათასობით მწარმოებელია ჩართული და ა.შ. თუ უფრო ჩაუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის დამზადებას და მომხმარებლამდე მიტანას ასი ათასობით წარმოების და მილიონობით ადამიანის შრომა ჭირდება. დღეს ყველა მადგანს პრობლემები აქვთ. ეს პრობლემები ინდივიდუალურია ანუ ერთი რაღაცა გადაწყვეტილებით ვერ აღმოიფხვრება. მოშლილი კავშირების საბოლოო აღდგენას წლები დაჭირდება.
ჩვენ მაგალითი ღვინის წარმოებაზე მოვიყვანეთ, ანალოგიური მდგომარეობებია ეკონომიკის ყველა სფეროში.
გარდა აღნიშნულისა პანდემიის შემდეგ მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის მსყიდველობითი უნარი მკვეთრად დაეცემა, პროდუქცია რომც იწარმოოს, ვინ იყიდის?
ბევრი არსებულ ვითარებას, მეორე მსოფლო ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას ადარებს, ეს არასწორი შედარებაა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნების, მათ შორის, იმ ქვეყნების ეკონომიკები, რომელთა ტერიტორიებზეც ომი ფიზიკურად მიმდინარეობდა, მთელი სიმძლავრით, კვირაში 7 დღე 24 საათი მუშაობდნენ. ასე იყო ომის შემდეგაც. აშშ ლენდლიზის პროგრამით უამრავ ქვეყანას ეხმარებოდა, როგორც ტექნიკით ისე სურსათით.
დღეს სულ სხვა ვითარებაა მსოფლიოში თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ ფერმერულ მეურნეობებს. რომელიმე ქვეყანამ სხვა ქვეყნის დახმარება რომც მოინდომოს, მოშლილი ეკონომიკის პირობებში, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებს!
მთავრობების ხელშეწყობით გამართულად მუშაობენ ბანკები, ეს ძალიან კარგია, ეს რომ არა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა. ამასთან ერთად, ბანკების პროდუქტი ფულია, ფული კი შეძლება „გაფუჭდეს“. ნებისმიერ ფულს რეალური პროდუქტი ამყარებს. ბევრი ქვეყნის ფული დოლარით მყარდება, დოლარს კი მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ამყარებს. როცა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ჩამოშლილია, დოლარს რა გაამყარებს?
ასე რომ, წარმოუდგენლად მძიმე ეკონომიკური პრობლემებია. მოიძებნებიან დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები, ვინც თავს გაართმევს დღეს არსებულ მძიმე პრობლემებს, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ: ძალიან მეეჭვება?
ნუ ვიქნებით მარტო დოლარის და უცხოური ფინანსური დახმარებების იმედზე. ყველაზე საიმედო ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა და პირველადი მოხმარების საქონლის მარაგებია. ვაწარმოოთ ყველაფერი, რისი წარმოებაც დღეს შეიძლება. განსაკუთრებული ყურდღება დავუთმოთ პირველადი მოხმარებისა და ფართო მოხმარების პროდუქციის შექმნას და მათ სწორ განაწილებას. მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოებების განვითარებას. მოვიძიოთ ადგილობრივი რესურსები: ნედლეული და მასალები და ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას. ხელი შეუწყოთ და წავახალისოთ ადგილობრივი წარმოებების ერთმანეთში კოოპერაციულ თანამშრომლობას. საგადასახადო შეღავათებით, სუფსიდირებით და სხვა დახმარებებით წავახალისოთ ახალი პროდუქციის შექმნის და წარმოების პროცესი. ხელი შეუწყოთ სამრეწველო დანიშნულების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების და წარმოებების ერთმანეთთან დაახლოვებას და კოოპერაციულ თანამშრომლობას, სტუდენტების საწარმოო-პრაქტიკული სწავლების გავლას და ა.შ.
უცხოეთიდან ფულის მოზიდვასთან ერთად ვიმუშაოთ პირველადი მოხმარების პროდუქციის მოზიდვაზე. მოვახდინოთ პირველადი საქონლის მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაცია. ორიენტაცია ავიღოთ მეზობელ ქვეყნებზე და ქვეყნებზე, რომლებსაც ზღვასთან აქვთ კავშირი, იმიტომ, რომ დიდი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ხმელეთით ტვირთების ტრანსპორტირებაში.
ახლავე ვიფიქროთ იმაზე თუ რა შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე სად და როდის. ვიფიქროთ ბარტერულ გაცვლებზეც და იმაზე, თუ რა როგორ შეიძლება გავცვალოთ. თუ პანდემია დიდხანს გაგრძელდა და დოლარი გაუფასურდა, სრულებით შესაძლებელია, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბარტერულ გაცვლებზე დავიდეს. დღევანდელ ვითარებაში ყველაფერი მოსალოდნელია.
მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას, სადაც ეს ამ ეტაპზე შესაძლებელია, მომავალში კი ყოველწლიურად მაქსიმალურად ვზარდოთ ადგილობრივი წარმოების წილი მოხმარებული პროდუქციის მოცულობაში.
სხვადასხვა მიზების გამო სრულ ეკონომიკურ ანალიზს არ ვაკეთებ და შევეცადე შედარებით მარტივი ზედაპირული განხილვით ის მძიმე ეკონომიკური შედეგები დამენახვებინა რის წინაშეც Covid-19-მა დაგვაყენა და მომავალში შეიძლება იყოს.
საფრთხე კვლავ მზარდია, არსებული მდგომარეობის ანალიზი
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი თვლის რომ პანდემიის პიკმა გაიარა და მდგომარეობა სტაბილურდება. წამყვან ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე წინდახედული გერმანიის კანცლერი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ Covid-19 -ის ეპიდემია ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეაო.
გაზაფხულზე მსოფლიოში მიღებულმა მკაცრმა ზომებმა თავის შედეგები გამოიღო, თუმცა უმნიშვნელო, შედეგებზე უარყოფითად იმუშავა და დიდი შეცდომა იყო მსუბუქი ავადმყოფობის სახლში მკურნალობა, ესეც აქტიურად უწყობდა და უწყობს ხელს ვირუსის სწრაფ გავრცელებას. Covid-19-ი იმდენად ვერაგი ვირუსია, რომ ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა, პაციენტებისგან მაინც ხშირად ავადდებიან და სახლში დარჩენილი პაციენტებიდან სხვები არ დაინფიცირდებიან?
ამიტომ არის, რომ საგანგებო მდგომარეობამ თავისი კი გააკეთა, მაგრამ, ბევრ ქვეყანაში სასურველი შედეგი არ გამოიღო. ამასთან ერთად ბევრ ქვეყანას გარდა სახლში მკურნალობისა სხვა საშუალება არ ჰქონდა, მედიკოსების მწვავე დეფიციტის გამო.
არსებული მონაცემების ანალიზი აჩვვენებს, რომ პანდემიის პიკი გავლილია, თუმცა პანდემიის დამარცხებას შეიძლება წლები დაჭირდეს.
ჩვენ და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს მოვუწოდებ, წამყვანი მედიკოსების გარდა წამყვანი მათემატიკოსებიც აიყვანონ მრჩევლებად!!! მოცემული მონაცემები და გრაფიკები რომ გაარჩიონ და სწორი ანალიზი გაუკეთონ.
ბევრი ხელისუფალი გვეუბნება, რომ დღეს ვერავინ ვერაფერს იტყვის, რა იქნება მომავალში. გამოიყვანეთ სწორი მონაცემები. სწორ მონაცემებს, სწორი ანალიზი გაუკეთეთ, გაარჩიეთ გრაფიკები და მიიღებთ საკმარისი სიზუსტის პროგნოზებს. მხოლოდ სწორი პროგნოზებით მიიღებთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. არასწორი პროგნოზებით მცდარი გადაწყვეტილებები მიიღება და კატასტროფული შედეგები დგება.
აზრს მოკლებული მცდარი აზრებები.
არასწორ მცდარ მონაცემებზე დაყდნობით ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი ადამიანები და რაც ყველაზე სამწუხაროა მედიცინის მუშაკები, განსაკუთრებით უცხოეთში დასაქმებული ქართველი მედპერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაზაფხულზე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს Cvid-19 დაინფიცირებულთა 80 %-ში უპრობლემოდ მიმდინარებს.
ეს არის მცდარი დასკვნა. როგორ შეიძლება 80 %-ში პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობდეს, როცა გაზაფხულზე არსებული სწორი მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირებულთა 20-21 %-ში პროცესი ლეტალურად, სიკვდილით მთავრდება, ამათ გარდა, ხომ არსებობს გამოჯამრთელბული მძიმე ავადმყოფები. ასე, რომ დაინფიცირებულთა მინიმუმ 30-40 %-ში ავადმყოფობის პროცესი, იოლი ფორმით არ მიმდინარეობს. ასეც რომ არ იყოს, დაინფიცირებულის საბოლოო განკურნებას 25-30 დღე სჭირდება, ამის შემდეგ ორი კვირა უნდა იყოს თვითიზოლაციაში ნათესავებისა და ახლობლების გარეშე და ეს იოლია? თვითონ პროცესია ძალიან რთული.
ავრცელებენ ასევე ინფორმაციას, რომ ლეტალური შემთხვევები, სიკვდილიანობა მხოლოდ 2 %-ია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს მცდარი ინფორმაცია და მცდარი სტატისტიკის შედეგია. რეალური მაჩვენებლები 10-ჯერ და მეტად უარესია, 20-21 % -ი მსოფლიოს მიხედვით, ზოგ ქვეყნებში კი 30-%-ზე მეტია.
ადამიანთა ნაწილი ფიქრობს რომ: ალბათობა იმისა, რომ ეს ვირუსი შეხვდება, ძალიან მცირეა, თუ კიდევაც დაავადდა. ალბათობა იმისა, რომ სიკვდილიანობის 2 %-ში მოხვდება კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა. ბევრი ფიქრობს ამ მცდარი ლოგიკით და წინდაუხედავად მოქმედებენ, არღვევენ სპეციალისტების მოთხოვნებს და საგანგებო მდგომარეობით განსასღვრულ პირობებს. ეს „ლოგიკა“ მცდარია და დიდი საფრთხის შემცველი. როცა ვირუსი, შიდა უკონტროლო გავრცელებას იწყებს, არავინ იცის რამდენი დავირუსებული ადამიანი დადის ქუჩებში და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე მოხდეს დაინფიცირება. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო საფრთხე მრავალჯერ დიდია ვიდრე ეს ყველაზე დიდ წარმოსახვაში შეიძლება წარმოიდგინოთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებში ლეტალობა (დაღუპვის შემთხვევები) ძალიან ცოტაა და ძირითადად 70 წელს გადაცილებული მოხუცები იღუპებიან. ასეთი ინფორმაცია ახალგაზრდებს უბიძგებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისკენ, საკმაოდ ხშირად ასეც ხდება. ეს იმფორმაციაც არ არის მთლად სწორი, ბოლო იმფორმაციებით Covid-19 -ის გაახალგაზრდავება ხდება.
ეს რას ნიშნავს?
როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ვირუსის ერთ-ერთი ძალიან ცუდი თავისებურება ისაა, რომ უმრავლეს შემთხვევებში დავირუსებულ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და დავირუსებულთა საბოლოო შედეგები, დავირუსების მომენტიდან 1,5 თვის შემდეგ ვლინდება. დაინფიცირების მომენტი და საბოლოო შედეგის დადგომის მომენტი დროშია აცდენილი, რაც დიდ სირთულეებს იწვევს. დავირუსების შემდეგ პირველ რიგში მდგომარეობა უმძიმდებათ იმათ, ვისაც ჯამრთელობის პრობლემები აქვთ და ამის გამო იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ასეთ პაციენტებში ახალი ვირუსის პირობებში ჯამრთელობის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ლეტალური შედეგიც სწრაფად დგება. მოხუცებს ჯამრთელობის მდგომარეობა და იმუნიტეტი ბუნებრივად აქვთ დაქვეითებული, ამის გამო Covid-19 -ით დავირუსების შემთხვევაში ლეტალური შედეგი უფრო მეტია და უფრო სწრაფად დგება. ინფორმაციამ მოხუცების ლეტალობის შესახებ გავრცელება ვირუსის გამოვლენიდან 1,5 თვის შემდეგ დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ვირუსმა გავრცელება ევროპაში, იტალიაში დაიწყო. ლოგიკურია ის, რომ პირველ ეტაპზე 70 წელს გარდაცილებული მოხუცები დაიღუპნენ, შემდეგ უკვე სხვა წლოვანების, მათ შორის, ახალგაზრდებში ლეტალური შემთხვევების ზრდამ გამოიწვია Covid-19 -ის გაახალგაზრდავება.
მოყვანილი ანალიზის გარდა ლეტალობის შედეგი მხოლოდ წლოვანებაზე არაა დამოკიდებული. იგი ასევე დამოკიდებულია დაინფიცირების მომენტში მიღებული ვირუსების რაოდენობაზე, მკურნალობის დაწყების დროულობაზე და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორზე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხოველებით ინფექცია არ გადადის, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ის რაც მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, არ უნდა ვენდოთ. მარტო ტერმინი „ჯერ არ დადასტურებულა“ საკმარისი არ არის უსაფრთხოებისთვის და შეიძლება მძიმე შედეგების წინაშე დაგვაყენოს. ამიტომ, ასეთი ინფორმაცია უნდა გავითვალისწინოთ და ამასთან ერთად დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, ანუ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.
როგორც ვხედავთ ამ მზაკრული ვირუსისგან არავინ არაა დაცული და არ დაუჯეროთ მოარულ მცდარ აზრებს. დაუჯეროთ მხოლოდ ავტორიტეტულ გამოცდილ სპეციალისტებს და მათ ზოგიერთ რჩევასაც კი დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ კორონა ვირუსის Covid-19 თვისებები ჯერ არ არის მეცნიერულად შესწავლილი და დღეს არსებული ქაოსის პირობებში შეიძლება შეცდომები ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტსაც კი დაემართოს. დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, გაუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს.
როგორ დავიცვათ თავი საიმედოთ და ეფექტურად და როგორ დავამარცხოთ Covid-19.
შეიძლება თუა არა Covid-19-სგან ეფექტურად და საიმედოდ თავის დაცვა და ვირუსის დამარცხება?
პრობლემის შესწავლის დროს ვსვამდი კითხვებს და ვეძებდი მათზე პასუხებს. პასუხებს ვეძებდი სამედიცინო ლიტერატურაში, სხვა მომიჯნავე და არა მომიჯნავე სფეროებში, ინტერნეტში და ა.შ.. მიღებული მასალების კვლევებმა საინტერესო შედეგები მომცა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტის ავადმყოფობის სიმძიმე დამოკიდებულია არა მხოლოდ ორგანიზმში ვირუსის მოხვედრაზე, არამედ ვირუსების რაოდენობაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ელემენტარული ლოგიკაა იმაში, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ მილიონობით ვირუსს ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება, ათასობით ვირუს კი სუსტი იმუნიტეტიც მოერევა. ყოველი ჩასუნთქვის დროს ადამიანის ორგანიზმში უამრავი ვირუსი და ბაქტერია ხვდება, მაგრამ ადამიანის იმუნიტეტი მათ იოლად უმკლავდება.
ახლა წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, ერთ ინფიცირებულია Covid-19, მეორე კი არა, არცერთ მადთგანს პირბადე არ უკეთია. ამ შემთხვევაში დაინფიცირებულისგან მილიონობით ვირუსის (მაგალითად 1 000 000) დიდი ნაწილი (მაგ. 800 000) უპრობლემოდ ხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში და ხდება მისი დავირუსება და დაავადება. დაუშვათ, რომ ჯამრთელ ადამიანს პირბადე უკეთია, მაშინ მოხდება ვირუსების დიდი ნაწილის (70-80%) გაფილტვრა და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ბევრად უფრო ნაკლები 200 000 – 300 000 ვირუსი მოხვდება. ცხადია, პირველ შემთხვევაში ადამიანს 3-ჯერ უფრო ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება, ვიდრე მეორე შემთხვევაში. დაუშვათ რომ ბირბადე ორივე ადამიანს უკეთია, მაშინ ჯამრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსები რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები 100 000 -150 000 იქნება. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში დასუსტებული იმუნიტეტიც კი იოლად გაუმკლავდება Covid-19 -ს.
როგორც ვხედავთ, პირბადის გაკეთება და არა მხოლოდ გაკეთება, სწორად გაკეთება!!! გარანტირებულად იცავს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო თუ ყველა სწორად გაიკეთებს პირბადეს, Covid-19 -ით დაავადების რისკი პრაქტიკულად ნოლდება.
სამწუხაროდ, ადამიანების 60-70%-ი პირბადეს არასწორად ატარებენ, უმრავლესობას მხოლოდ პირზე უკეთია. ეს იგივეა საერთოდ, რომ არ ეკეთოს.
პირბადის სიკეთეები მხოლოდ მოყვანილი მაგალითებით არ სრულდება. პირბადე უზრუნველყოფს იმას რომ ჯანმრთელი ადამიანის ინფიცირებულთა კონტაქტის დროს Covid-19-ის მცირე რაოდენობა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, რასაც ადამიანის იმუნიტეტი არა მხოლოდ ერევა დაავადებას, არამედ იმუნიტეტსაც გამოიმუშავებს. ანუ ვირუსისგან ბუნებრივი დაცვა უჩნდება.
დღეს ხშირად გვესმის, რომ Covid-19 ბევრმა უსიმპტომოდ გადაიტანა, ანუ რეალურად ინფიცირებულს ავადმყოფობა არ უგვძნია ანალიზებმა კი ინფექცია დააფიქსირა. ასე იქნება იმათში ვინც პირბადეს სწორად ატარებს, ან პირბადიან ავადმყოფისგან დაიმფიცირდა. ბევრს, ვინც პირბადეს სწორად ატარებს, შეიძლება გადატანილიც აქვს Covid-19 და არ იცის.
Covid-19-ის მასიური გავრცელების პირობებში, შეუძლებელია რომ დაავადებულებთან ურთიერთობა არ გვქონდეს, მაგრამ ვიღაცას ეს ვირუსი ხვდება, ვიღაცას არა. ცხადია რომ ვისაც პირბადე სწორად უკეთია და ელემენტარულ პირობებს იცავს Covid-19 არ ხვდება, ან უსიმპტომოთ გადააქვს.
სახელმწიფომ გაურკვეველი ზომების მაგივრად ყურადღება უნდა მიაქციოს პირბადეების სწორად ტარებას. აუხსნას მოსახლეობას პირბადის სწორად ტარების არსი და მნიშვნელობა და ზომებიც გაამკაცროს. სრულიად შესაძლებელია, Covid-19-ისგან დაცვა და მისი დამარცხება, განსაკუთრებული ზომების მიღების და ათასგვარ შეზღუდვების გარეშე. შესაბამისი პოლიტიკის შემთხვევაში მინიმალური შეზღუდვების და მინიმალური ზარალით Covid-19-ის დამარცხება.
სტატიაზე მუშაობის დროს კიდევ ერთი საინტერესო კითხვა დამებადა, რომელიც უშუალოდაა კავშირში Covid-19-თან: რატომ ხდება ვირუსით ზამთარში უფრო მეტი ადამიანის დაავადება, ვიდრე ზაფხულში?
სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით ზამთარში ადამიანი დიდ ენერგიას ხარჯავს ორგანიზმის გათბობაზე და ნაკლები ენერგია იხარჯება იმუნიტეტის გამომუშავებაზე, რის გამოც იმუნიტეტი შედარებით სუსტდება. ეს, სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ამ საკითხის კვლევის დროს შემდეგ ლოგიკურ დასკვნამდე მივედი: ზაფხულში ცხელა, ჰაერის წნევა დაბალია და ჰაერი შედარებით გაიშვიათებული. დაინფიცირებული ადამიანიდან გამოყოფილი ვირუსები სწრაფად იფანტება შედარებით თავისუფალ სივრცეში და მცირე დოზით ხვდება ინფიცირებულთან ურთიერთობაში მყოფ სხვა ადამიანების ორგანიზმში, რასაც თავისუფლად უმკლავდება ადამიანის იმუნიტეტი. ზამთარში ცივა, ჰაერის წნევა მაღალია, ჰაერი კი შედარებით მკვრივი; დაინფიცირებულიდან გამოყოფილი ვირუსები ჰაერის სიმკვრივის გამო მცირე ადგილზე კონცენტრირდება და დიდი რაოდენობით ხვდება ინფიცირებულთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებში რის გამკლავებასაც იმუნიტეტი ვეღარ ახერხებს, გარედან დახმარებისა და შესაბამისი ზომების მიღების გარეშე.
ამრიგად, ზამთარში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო და პირბადის ტარებასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანების ერთმანეთთან დისტანცირებას.
P.S. გილოცავთ ყველას ახალ წელს! გისურვებთ ჯამრთელობას, წინსვლას და წარმატებებს. დაე, ახალი წელი იყოს ყველა პრობლემების მოგვარების და ახალი წარმატებების მომტანი წელიწადი.
ნასყიდა დარბუაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, გამომგონებელი.