მარინა მეტრეველი: ტურიზმი მაშინ განვითარდება, როცა ფასები მომსახურების შესაბამისი იქნება!
საქართველოში წლის ნებისმიერი სეზონის შესაბამისად შესაძლებელია დასვენება. ზაფხულში – ზღვის, სამთარში კი სამთო-სათხილამურო კურორტერტებით ვართ განებივრებულები.
ზამთრის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც თხილამურებით სრიალი და ზამთრის ექსტრიმი მოსწონს.
დაბა ბაკურიანი სეზონის დაწყებისთანავე უამრავ უცხოელ ტურისტს და ადგილობრივ დამსვენებელს იზიდავს.
ბაკურიანი, უნიკალური კლიმატური პირობების გამო ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. კურორტი საბაგირო და სასრიალო ტრასების მრავალფეროვნებით გმოირჩევა, რაც მას ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. "დიდველი", "კოხტაგორა", "ტატრა", "25 მეტრიანი ტრასა", "პარკი" _ ყოველ ზამთარს მზად არის სრიალის მოყვარული ტურისტების დასახვედრად.
ბაკურიანში, ნებისმიერ ადამიანისთვის მოიძებნება როგორც დასასვენებელი, ის გასართობი ადგილი. აღსანიშნავია, სასტუმროების, ბარების, რესტორნების, ღამის კლუბების, ყინულის მოედნების მრავაფეროვანი არჩევანი.
კურორტი გუდაური განლაგებულია საქართველოს ჩრდილოეთით, ყაზბეგის რეგიონში, თბილისიდან 120 კილომეტრში, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად. გუდაურის მთის ფერდობებზე თოვლის საფარის სისქე 1,5 კილომეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ კურორტი მაღალ მთებშია განლაგებული, ამინდები აქ მზიანი და წყნარია.
აქ საბაგირო გზის ქვედა სადგური ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა 3307 მეტრ სიმაღლეზეა. სასრიალო ტრასების რაოდენობა 22-ს შეადგენს, მათი საერთო სიგრძე კი 50 კმ-ია. ტრასები ყოველ ღამით იტკეპნება სპეციალური ტექნიკით. მათი 20% განკუთვნილია პროფესიონალი მოსრიალეებისთვის, ხოლო 80% მოყვარულთათვის. რაც შეეხება საბაგიროს, მას ერთდროულად 11 000 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
2011 წლიდან სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური მმართველობაში თბილისის მერიას გადაეცა. მისი განვითარება კი ცნობილ კანადურ კომპანიას "Ecosign Mountain Resort Planners Ltd"- ს დაევალა, რომელმაც კეთილმოაწყო ბაკურიანის სამთო-სათხილამურო ბილიკები და მესტიის კურორტის განვითარების გენერალური გეგმაც შეიმუშავა.
რაც შეეხება მესტიას. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის ულამაზესი კურორტია, რომელიც დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. პირველი სათხილამურო ტრასის სიგრძე 1990 მეტრია, მეორესი კი 2565 მეტრი.
ზამრთის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც იმით არის განპირობებული, რომ ვითარდება ტურისტული ინფრასტრუტურა, ტურისტულ ბაზარზე რამდენიმე კონკურენტუნარიანი ტურისტული კომპანია ოპერირებს, არსებობს პირდაპირი ჩარტერული რეისები და რაც ყველაზე მთავარია მეტ-ნაკლებად დაბალი ფასები.
როგორც ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა, განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან. მოთხოვნა კერძო და საოჯახო ტიპის სასტუმროებზე თითქმის თანაბარია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 4 მილიონზე ოდნავ მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 60 პროცენტით აღემატება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ვიზიტორთა ნაკადი მაინც არ შემცირებულა - პირიქით, ნოემბრში საქართველოს გაცილებით მეტი ტურისტი ესტუმრა, ვიდრე შარშან ნოემბერში.
ტურიზმის ექსპერტის მარინა მეტრეველის განმარტებით, ტურიზმის განვითარება და მისი ხელშეწყობა ახალი ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს.
"მოვუწოდებ ახალ მთავრობას, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რადგან ტურიზმის განვითარება თავისთავად ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებას, ამასთან ის ადგილობრივების დასაქმებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ბანკებმა ხელი უნდა შეუწყონ მცირე მეწარმეებს და გასცენ დაბალპროცენტიანი კრედიტები, ისე, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა. დღეს თურქეთის კურორტები განვითარების მხრივ მსოფლიოს ხუთეულშია შესული. ტურიზმის განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. მისი განვითარება ადგილობრივ დამსვენებელს საშუალებას მისცემს არჩეწვანი საკუთარი ქვეყნის კურორტებზე გააკეთოს და ადგილზე დახარჯოს ის თანხა, რომელიც გამოყოფილი აქვს დასვენებისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარება ჩვენს ქვეყანას უცხოელებისთვისაც მიმზიდველს გახდის, რაც ქვეყნისთვის სოლიდურ შემოსავალს ნიშნავს. ცხადია, ამისთვის აუცილებელია დარგის განვითარება და მაღალი დონის მომსახურება,"- განაცხადა მარინა მეტრეველმა.
მისივე განმარტებით, ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა, სწორად იყოს დაგეგმილი კურორტის განვითარების სტატეგია. "უპირველესად, პროფესიული კადრები სწორად უნდა შეირჩეს. ამასთან, სხვადასხვა ტიპის სასტუმროები ქაოსურად არ უნდა შენდებოდეს. მშენებლობა უნდა დაიგეგმოს, განისაზღვროს, სად რა ტიპის სასტუმო არის საჭირო და აუცილებელი", - ამბობს მარინა მეტრეველი.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ კვლავაც პრობლემად რჩება ფასებისა და მომსახურების დონის ერთმანეთთან შეუსაბამობა.
ამის მიუხედავად, ზამთრის კურორტების სეზონი უკვე დაიწყო. არჩევანი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე, ხასიათზე და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ლანა გაბუნია