მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება.
როგორც „ფეისბუკის“ პრეზიდენტის გვერდზეა აღნიშნული, სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.
სამიტის მუშაობაში ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.