ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შედის

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შედის

“სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება, ან სამუშაოს აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება ხდება. ასეთ შემთხვევაში პირი დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებამოსილების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე”.

 

ეს ცვლილება პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. 

 

ამ ცვლილებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განაცხადებით, შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყველა მოქალაქე პროკურატურას მიაკითხავს. 

 

მისივე თქმით, იძულება თავისთავად სისხლის სამართლის კანონმდებლობითი ქმედებაა და ამ თვალსაზრისით, დამატებითი რეგულაციის სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერა საჭირო არ არის. ამავე მოსაზრებას იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე. 

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის განმარტებით, საჭიროა აღნიშნული მუხლი საერთოდ ამოღებული იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან და სხვა კანონების საფუძველზე დამსაქმებლებს შეექმნათ დამატებითი მექანიზმები და ბერკეტები წახალისების მიმართულებით. 

 

უმცირესობის წარმომადგენლის, პავლე კუბლაშვილის მოსაზრებით, ადამიანების იძულებით სამსახურიდან გათავისუფლების პრაქტიკა არსებობდა წინა წლებშიც და გრძელდება დღესაც. მისივე თქმით, უმცირესობა კობა დავითაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: