თამარ ჩხეიძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ივანიშვილი რუსეთის თამაშს თამაშობს!
ინტერვიუ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარესთან, ქ-ნ თამარ ჩხეიძესთან.
- ქალბატონო თამარ, პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრომინაციული კანონის შემდეგ, დასუსტდა თუ არა ,,ქართული ოცნების" ავტორიტეტი საზოგადოებაში და აისახება თუ არა ის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე?
- ალბათ შესუსტდა, მაგრამ იმოქმედებს თუ არა ეს არჩევნებზე, ძნელი სათქმელია, რადგან ქართული არჩევნები არ არის დემოკრატიული და რეალობის ამსახველი. სახელისუფლებო რესურსები ამ არჩევნებზეც გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ხომ არ შექმნის 17 მაისს გეიაღლუმის ჩატარების წინაპირობას?
- ამაზე იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად სერიოზულად აქვთ დაგეგმილი პროვოკაცია რუსულ ძალებს. ამ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება ხელს აძლევს ივანიშვილსა და რუსეთს. საბედნიეროდ, მათ ვერ შეძლეს იმ მასშტაბით მოსახლეობის ამხედრება ევროპის წინააღმდეგ, როგორც დაგეგმეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ამის კიდევ ერთხელ პროვოცირებისთვის 17 მაისი გამოიყენონ. ამ კანონის მიზანი დისკრიმინაციის აღკვეთა კი არ ყოფილა, რაც ისედაც აღკვეთილი იყო, არამედ ევროპის წინააღმდეგ მოსახლეობის ამხედრება. რუსულ ძალებს სურთ, ქართველებს დაანახონ, თითქოს ევროპა საქართველოს აიძულებს, ხაზს ვუსვამ ამას, ტრადიციისა და მენტალიტეტის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ქართული მოსახლეობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთი საკითხების მიმართ და მტრების სამიზნეც ეს გახდა!
- სასულიერო პირების აქტიურობამ აიმაღლა თუ შეისუსტა ავტორიტეტი მართლმადიდებელ მრევლში?
- სამწუხაროდ, როგორც დაგეგმილი იყო, ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი ეკლესია და ევროპა უნდა გამხდარიყო. მათი ავტორიტეტი უნდა შელახულიყო. ჯერ ერთი, ეკლესიაშიც ეგულებოდათ სიმართლის გზას აცდენილი პროვოკატორები, რომლებიც უკვე აშკარად აჩენენ სახეს და, მეორე, მოსახლეობას, რომელიც კანონს არც კითხულობს და მოდური ევროპა ბილწი ჰგონია, ნებისმიერი მეთოდით უნდა უარეყო ის. ერთიც და მეორეც დაზარალდა, თუმცა ისე არა, როგორც დაგეგმილი იყო.
- დამტკიცდა კანონპროექტი. გამოდის, რომ ევროკავშირის კარები შევაღეთ?
- არა, ეს არასაკმარისია! მართალია, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცებით ევროპას მივუახლოვდებითო, მაგრამ ეს სიცრუეა, რადგან მისი დამტკიცებით არც რუსეთს ვაქცევთ ზურგს.
- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება მომავალში კანონების საყოველთაოდ ცნობილი მუხლების ,,უცხო" ინტერპრეტაციებს შემოგვთავაზებს?
- ეს კანონი თავისი შენაარსით შემყწნარებლურია. უბრალოდ, ჩვენ მასში ფარულად მოაზრებული საფრთხის დამკანონებელი არ უნდა გავხდეთ. ევროპაშიცაა ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელიცაა და მიღებულიც. ევროპა ამას ჩვენგან არ მოითხოვს. რუსოფილების გასაგონად ვამბობ, საქართველომ რუსეთთან პირველი კავშირი, რამდენიმე საუკუნის წინ, გიორგი რუსთან ურთიერთობით დაიწყო. ვინ და როგორი იყო, ყველამ კარგად ვიცით. ესეც სიყალბეა, რომ მსოფლიოში გავრცელებული ეს ,,სენი", ჩვენთან ევროპიდან მოდიოდეს. ის იქ ,,მოდურია", თუმცა მისი სპეციფიკა ნამდვილად არ არის.
- თქვენი აზრით, ამ კანონის მიღებით საით მიდის ქვეყანა, ევროპისკენ თუ რუსეთისკენ?
- ამ კანონის მიღება-არმიღება რუსეთისთვის სულ ერთია. მისთვის მთავარი იყო, ის განწყობა შემოეტანა ერში ევროპის მიმართ, რაც დღეს არსებობის.