ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მერაბ კოსტავა:-"ადამიანო, შენდა იმედად, ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია"

მერაბ კოსტავა:-"ადამიანო, შენდა იმედად, ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია"

   გია მამალაძე:-"საქართველოს ყველა ლიდერი სიტყვის ოსტატიც იყო. თუ გიჭრის კალამი და ქართული სიტყვის მადლს ფლობ, ეროვნული მოძრაობის ავანგარდშიც შეგიძლია ჩადგე. მერაბ კოსტავა არ არის მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი თუ საქართველოს სინდისი. ის შესანიშნავი პოეტიც გახლავთ, "დაუშრეტელი ოქროპირი". მის პოეტურ და მამულიშვილურ გულს აღფრთოვანების დამალვა არ შეეძლო. მოდი, ჩვენს აღვფრთოვანდეთ, კიდევ ერთხელ, მისი რამდენიმე შესანიშნავი ლექსით".

 

მერაბ კოსტავა

იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს

 

ართა გამრიგემ არ გაიმეტოს

ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.

ადამიანო, შენდა იმედად

ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".

 

ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,

ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,

ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,

ვინძლო სული არ დაიზიანო.

 

ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,

მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,

ადამიანო, იყავ უდრეკი,

იყავ უშიში, ვითა უხორცო.

 

სტიქიონების ველურ თარეშში

სულის სიმტკიცე გმართებს მალული,

რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,

არ არის ქვეყნად არც სიყვარული.

 

როცა წინასწარ თქმული ახდება,

როცა სამყარო ფაფარს აიშლის,

განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,

როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.

 

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,

თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,

სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,

რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

 

უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,

დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,

სად თანაგრძნობა ვერას გახდება,

იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.

 

                 * * *                                                                     

 ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,

მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,

საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,

შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.

ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,

ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,

საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,

რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.

და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,

ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,

წავალ, წამყვება საშინელი მონანიება

და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.

ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,

სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,

სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები

დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: