რა დაავადებაა დღეს გავრცელებული ენტეროვირუსული მენინგიტი?

რა დაავადებაა დღეს გავრცელებული ენტეროვირუსული მენინგიტი?

 ენტეროვირუსული მენინგიტი არ გახლავთ ჩვეულებრივი მენინგოკოკური, ანუ მენინგოკოკით გამოწვეული მენინგიტი. ეს ენტეროვირუსით (ნაწლავური ვირუსით) გამოწვეული მენინგეალური სინდრომია.

ენტეროვირუსული ინფექცია მწვავე ნაწლავური ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება და კლინიკური ნიშნების მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება იმითაა მენინგეალური სინდრომია.გამოწვეული, რომ ნაწლავური ვირუსი სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ფილტვებს, ღვიძლს და სხვა ორგანოებს.

ენტეროვირუსი, ისევე, როგორც გრიპის ვირუსი, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვების, წყლის, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო და ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებისთვის ვირუსით დაბინძურებული ნერწყვის ერთი წვეთიც საკმარისია.

ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან ვირუსმატარებელი.

ენტეროვირუსულ ინფექციას საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლე აქვს - 4 დღე, თუმცა, არ არის გამორიცხული, 10 დღეც გაგრძელდეს. დასაწყისი ყოველთვის მწვავეა - ტემპერატურა ერთბაშად იწევს 38-39 გრადუსამდე, აღინიშნება შემცივნება, გულისრევა, ღებინება (დღეში 2-3-ჯერ), ნაწლავებში აირთა გაძლიერებული წარმოქმნის გამო მუცელი შებერილია და მტკივნეული, ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია და დღეში 6-8-ს აღწევს თხიერი, წყლისებური მასებით.

ენტეროვირუსული ინფექციის დასაწყისში ბევრ პაციენტს უწითლდება სახე და კისერი, ხელისა და ფეხის თითებზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განავლობაში კი 1-3 მმ დიამეტრის, წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. 

აღსანიშნავია ენტეროვირუსული ინფექციის რამდენიმე ფორმა:

ჰერპესულიანგინა(ხახა-სასის ლორწოვანისა და ნუშურების მწვავე ანთება)

ეპიდემიურიმიალგია (კუნთების ტკივილი)


ენტეროვირუსული ინფექციის პარალიზური ფორმები (ამ დროს შეიძლება განვითარდეს ერთი ან რამდენიმე კიდურის დამბლა, რომელსაც შექცევადი ხასიათი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ უკვალოდ გაივლის)

ენტეროვირუსულიცხელება (ტემპერატურის მატება)

ენტეროვირუსულიეკზანთემა (წვრილი ლაქოვანი ან პაპულოზური გამონაყარი, ზოგჯერ სისხლჩაქცევის ელემენტებით)

ნაწლავურიფორმა (აღინიშნება დიარეა - კუჭის მოქმედება 5-10-ჯერ დღეში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი და ინტოქსიკაციის მოვლენები)

რესპირატორულიფორმა ხასიათდება კატარული მოვლენებით, ცხვირის გაჭედვით, მშრალი ხველით, ხახა-სასის შეწითლებით.

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), ენცეფალომიოკარდიტი (გულის კუნთისა და ტვინის გარსის ანთება), ჰეპატიტი, თირკმლების ანთება, თვალის დაზიანება (უვეიტი) და სხვა, თუმცა ეს ფორმა შედარებით იშვიათია.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: