მასწავლებლების ატესტაცია იმ სახით, როგორც იყო, უქმდება
მასწავლებლების ატესტაცია იმ სახით, როგორც იყო, უქმდება -ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შედის.
-"გარდა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური შეცდომები, რაც ბევრი იყო კანონში, გაწორდება, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ჩვენ ვცვლით მასწვალებლის სერტიფიცირების სქემას. ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადეკვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიკვლიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს და ვფიქრობ, შევიმუშვეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი მასწავლებლის არა მხოლოდ შეფასების, არამედ კარიერული წინსვლისთვის, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ხარისხის ამაღლებას საჯარო სკოლებში. სერტიფიცირების ცლვილება გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა, და მის შემდეგ ის ხდებოდა, ან არ ხდებოდა სერტიფიცირებული, შეიცვლება და მასწვალებელი კარიერული განვითარების სქემაში ჩაერთვება, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ასევე კარიერული წინსვლა, კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა და სახელფასო მოტივაცია. აქამდე იყო არაადეკვატური და ამის არანორმალურობა განსაკურებით კარგად გამოჩნდა, როცა წლიდან წლამდე თარიღი გადაჰქონდათ და 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80 % სახლში უნდა გაგვეშვა. ეს იყო კატასტროფა. ძალიან ცუდად დაგეგმილიად გაუაზრებელი ნაბიჯი. შესაბამისად, ჩვენი ვალია ეს შევცვალოთ. ატესტაცია იმ სახით, რაც არის, უქმდება"-განაცხადა სანიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მთავრობის დღევნადელ სხდომაზე უკვე ინიცირებულია.