"უკრაინის ტრაგედია იმ ვითომპატრიოტების კისერზეა, ვინც საერთაშორისო ავანტურისტებს და საკუთარ ამბიციებს აჰყვა და სამშობლო დაღუპა"

"უკრაინის ტრაგედია იმ ვითომპატრიოტების კისერზეა, ვინც საერთაშორისო ავანტურისტებს და საკუთარ ამბიციებს აჰყვა და სამშობლო დაღუპა"

     უკრაინაში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. დღეს  უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე განიხილავენ.

   პარალელურად პარტია "Батькивщина" უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის იულია ტიმოშენკოს თქმით მისი თანაპარტიელები რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო პროცედურის მომზადებას დღეიდან იწყებენ, რათა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 26 ოქტომბერს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დღეს შეძლოს. ტიმოშენკო დარწმუნებულია, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას მთელი მოსახლეობა დაუჭერს მხარს.

   უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს სოსო მანჯავიძეს გავესაუბრეთ.

   -როცა პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხის ძალოვანი მეთოდებით მოგვარების გადაწყვეტილება მიიღო,მან საკუთარი ქვეყნის დაშლას მოაწერა ხელი.

დონბასზე და ლუგანსკზე უკრაინის ცენტრალური მთავრობის კონტროლის დამყარება შეუძლებელია.ამას არც რუსეთი დაუშვებს და არც ადგილობრივი მოსახლეობა.

ნოვოაზოვსკის დაკავების შემდეგ ჯერი მარიოპოლზე მიდგა.მისი აღების შემდეგ კი შეტევა,სავარაუდოდ,ხარკოვისკენ განვითარდება,სადაც ძალიან ძლიერია ანტიკიევური განწყობილებები.

   რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დნესტრისპირეთის,აფხაზეთის,ან სამხრეთ ოსეთის ტიპის თვითაღიარებული სახელმწიფო -ბუფერი შექმნას.

   მოსკოვის მიზანი მხოლოდ ეს არაა. ის შეეცდება არ დაუშვას უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში სტაბილური ხელისუფლების არსებობა. ის კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ნატოს ძალების განლაგებას უკრაინის ამ ნაწილშიც

   უკრაინის ტრაგედია იმ ვითომპატრიოტების კისერზეა, ვინც საერთაშორისო ავანტურისტებს და საკუთარ ამბიციებს აჰყვა და სამშობლო დაღუპა.

   -მაგრამ როდემდე გაგრძელდება საომარი ვითარება უკრაინაში და თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროპის მხრიდან? ვხედავთ, რომ ვერც მათი მხოლოდ შეშფოთება და ვერც სანქციები შედეგას არ იძლევა, ხალხი ისევ იღუპება.

   -რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა უნდა გააკეთოს ევროპამ, აქ ბევრი ნიუანსია. ჯერ–ერთი ,,ევროკავშირი არ არის ერთიანი პოლიტიკური ნების გამტარი. უკრაინის კონფლიქტში ორი აქტიური მხარეა- ესაა შეერთებული შტატები და რუსეთი. ორივე ცდილობს თავისი ჰეგემონიის ქვეშ მყოფი ქვეყნების კონსოლიდაციას და მოწინააღმდეგის ბანაკში განხეთქილების შეტანას. ევროპა ამ დროს მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს კონფლიქტის შეჩერებას, ვინაიდან ის დიდი საფრთხის შემცველია ევროპის უსაფრთხოებისათვის, თუმცა ევროპის პოლიტიკური ელიტა ვერ განთვისუფლდა ამერიკული გავლენისაგან და ბრმად, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიუყვება მის ფარვატერს.

   ასევე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით, პოლონეთი, აშშ–ს პოლიტიკის მხარდაჭერის მეშვეობით თავისი ისტორიული ამბიციების რეალიზაციას ცდილობენ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: