გიორგი ლილუაშვილი:-"რეცეპტების შემოღება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან წამლების უკონტროლოდ მიღებამ სავალაო შედეგები გამოიღო"

გიორგი ლილუაშვილი:-"რეცეპტების შემოღება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან წამლების უკონტროლოდ მიღებამ სავალაო შედეგები გამოიღო"

   "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ 1-ელი სექტემბრიდან შედის, ასე რომ ხვალიდან მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება.

 

   აღნიშნულ საკითხზე თავისი მოსაზრება ივერიონს საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ლილუაშვილმა გაუზიარა. ის დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ წამლების უკონტროლოდ მიღებამ სავალაო შედეგები გამოიღო.

 

   -რეცეპტების შემოღება უმნიშვნელოვანესი საკითხია, წამლების უკონტროლოდ მიღებამ სავალაო შედეგები გამოიღო და მომავალშიც ეს შედეგები კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს თავს, მაგალითისთვის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრო ორგანიზმების წარმოშობას დაგისახელებთ და ეს პრეპარატების ფაქტიურად მკურნალობისათვის გამოუსადეგარი ხდება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მეცნიერები ვერ ასწრებენ ახალი სახეობის ანტიბიოტიკების შექმნას, რის გამოც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, ასევეა სხვა სახეობის პრეპარატებთან დაკავშირებითაც და ეს ყველაფერი დაკავშირებულია არასრულფასოვან და უკონტროლოდ მიღებულ პრეპარატებთან, ამავე დროს თვით მკურნალობასაც არა სასურველი შედეგები მოაქვს და პაციენტთა მდგომარეობაც უარესდება.    

   -საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეცეპტების შემოღება დისკომფორტს შექმნის.

   -ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი დისკომფორტსა და ჩვენს ჯამრთელობას შორის. დისკომფორტის მოხსნა თავისუფლად არის შესაძლებელი სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ადმინისტრაციულ საორგანიზაციო ღონისძიებებით, რაც აქამდეც არასწორად იყო მოწყობილი და ქვეყნის მოსახლეობას სრიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ამჟამადაც ეს დისკომფორტი ვერ იქნება მოხსნილი და უფრო მეტიც, უფრო გაიზრდება მოსახლეობის უკმაყოფილობაც და მომსახურების ხარისხიც საგრძნობლად დაიწევს დაბლა.  

   -გუშინ გავრცელდა ქალბატონი თამარ მამაცაშვილის წერილი დავით სერგეენკოსადმი, სადაც ის ამბობს, რომ "ეს პროცესი გააძვირებს წამლებს, გააჩენს შავ ბაზარს, ხელს შეუწყობს ექიმთა კორუფციას და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაყრის გაჭირვებულ მოსახლეობას!", ან კიდევ მეორე, ხომ არ გგონიათ, რომ რეცეპტების დაჩქარებულად შემოღების პროცესი ვიღაცის "წამლების ბიზნესზე" ასხამს წყალს?

   -წამლების გაძვირება ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მოხდება, რადგანაც დარეგულირდება პრეპარატებზე მოთხოვნილება, როგორც წესი რაიმე პროდუქტზე ფასების ზრდა გამოწვეულია ამ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდასთან დაკავშირებით, აქ საშიში ფარმაცევტული მაფიის არაკეთილსინდისიერ მედ-პერსონალთან გარიგებაა და მათი პრეპარატების დანიშვნაზე პრიორიტეტის გაკეთება გვექნება. რაც აქამდეც ისედაც არსებობდა, მაგრამ მოსალოდნელია ამ პროცესების უფრო გამძაფრება. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ისე მოუმზადებლად დაიწყო, მართლაც და რომელიმე ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებსაც ითვალისწინებდეს, მაგრამ მე ზემოთ ავღნიშნე ის გარემოება, რომ რეცეპტების შემოღება მოსახლებისათვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესია, უბრალოდ ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართებული სახით მიმდინარეობს და მოსახლეობის უნდობლობაც ამ პროცესების მიმართ სრულიად საფუძვლინიც არის. მიმაჩნია სასწრაფოდ უნდა გატარდეს სისტემური ცვლილებელი, პრიორიტეტული უნდა გახდეს დავადებათა პრევენციული ღონისძიებების გატარება, სასწრაფოდ უნდა აღსდგეს სანიტარულ ეპიდემიოლოგიური სამსახურები თავისი ლაბორატორიებით და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა არ დაავადდეს და იმ უხარისხო მედიკამენტებში რეცეპტით თუ ურეცეპტოთ ფული არ აყრევინოს უშედეგოდ.

 

   ჩვენ კი შეგახსენებთ-ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლები რეცეპტის გარეშე ვერც ისეთ პოპულარულ მედიკამენტებს ვერ შეიძენენ, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი (ამპულებში), გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი (ამპულებში), ანალგინი (ამპულებში), სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი (ამპულებში), ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან. რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, იგი 3 000-ზე მეტ მედიკამენტს მოიცავს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ვიტამინებსა და მინერალებს, გარდა საინექციო ხსნარებისა, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ საშუალებებს. პირველი სექტემბრიდან ასევე არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება. ცვლილების მიხედვით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს კანონი მათ დისკომფორტს შეუქმნის, ნაწილი კი მიესალმება მედიკამენტების რეცეპტით გაყიდვას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: