ვახტანგ ჟორდანია:-ხალხი ისედაც დაძაბულია და არ შეიძლება ცეცხლს ნავთი დავასხათ!

ვახტანგ ჟორდანია:-ხალხი ისედაც დაძაბულია და არ შეიძლება ცეცხლს ნავთი დავასხათ!

  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წელი გავიდა. "ქართული ოცნების" გამარჯვებისა  და ხელისუფლებაში ყოფნის 2 წლისთავს შეეხო. ჩვენთან  საუბრისას "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა:


  -ამ ორ წელში კარგიც ბევრი რამ გაკეთდა, პირველ რიგში ის, რომ პოლიცია დეპოლიტიზირებულია, სიტყვის თავისუფლებაც მეტ-ნაკლებად აღარ იზღუდება, აი დანარჩენზე კი ვერაფერს კარგს ვერ ვიტყვი, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის იყო ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ისევ პრობლემებად დარჩა, გარდა ამისა, კოჰაბიტაციის შედეგად პოლიტიკურ ასპარეზზე ისევ ორი პოლიტიკური ძალაა რომელმაც ფაქტობრივად  განიცადა პლატფორმირება, ერთმანეთს შეერწყა და გახდა ერთი პარტია, ეს ორი პარტია ერთმანეთს სკამებს უნარჩუნებენ და სხვას არავის აძლევენ ასპარეზზე გამოსვლის საშუალებას


 -რაც შეეხება მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას - სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში?..


-სამართლიანობის აღდგენა უნდა დაწყებულიყო ჩამორთმეული ქონების დაბრუნებით, არიან ისეთი ბიზნესმენები, რომელთაც ქონებაც წაართვეს და ციხეშიც ჩასვეს, ისინი პოლიტპატიმრებად კი სცნეს, მაგრამ არც ქონება დაბრუნებიათ და "გაშავებულებიც" არიან, ახალი საქმიანობა რომ დაიწყონ, კრედიტსაც კი ვერ აიღებენ. უამრავი ადამიანი იპოთეკით დაზარალებულია, რომლებმაც წინასაარჩევნოდ დაპირება მიიღეს პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების პრობლემა არა თუ მოგვარდა, საერთოდ, მიჩუმდა, ამას ემატება გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობების თემები ხალხისთვის ხელშესახები და თვალსაჩინო ცვლილებები არ განხორციელებულა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და ეს პროტესტი ხალხმა ადგილობრივ არჩევნებზე არ მისვლით გამოხატა.


-როგორ ფიქრობთ, იმატა თუ არა ქვეყანაში კრიმინალმა და გამოწვეულია თუ არა ეს იმ ფართომაშტაბიანი ამნისტიით, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შმდეგ განხორციელდა?


-ასეთი ფარტომაშტაბიანი ამნისტიის წინ სათანადო ორგანოებს ყველა საქმე უნდა გადაეხედათ, ამისთვის უნდა შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე იმუშავებდა. ამნისტია უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ასე ხელაღებით არა. კრიმინალის გაზრდა ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სამართალდამცველ ორგანოებში უნდა განხორციელებულიყო ოპერატიული სამუშაოები, რეიდებიც მისასალმებელია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ამ ყველაფერს უნდა გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება და სისტემის შექმნა.


-რატომ არ ხდება გახმაურებული საქმეების გახსნა? რა ხდება, ეშინია ხელისუფლებას თუ ვიღაც კონკრეტულ პიროვნებებს აფარებს ხელს?


-მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არც ის მგონია, რომ ხელისუფლებაში იყოს თუნდაც ერთი პიროვნება, რომელსაც სურდეს "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება, რადგან ეს თავად მათ არ უნდა აწყობდეთ. ყველასთვის გასაგებია, რომ ნაციონალები არც კოჰაბიტაციას გამოაცხადებენ და არც ხელის ჩამორთმევას დაიწყებენ დღევანდელ ხელისუფლებასთან.


-2012 წლის არჩევნების ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენა პატარა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება იყო, რომელიც დღესაც უპასუხოდ რჩება და დღესაც დიდი განხილვის თემაა, თქვენი აზრით, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენა ეს თემა სათავისოდ?


-არ მინდა დავუშვა, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ეს საშინელება სათავისოდ გამოიყენეს, თუმცა ის, რომ მაშინ ღვინიაშვილის გვარი გაჟღერდა, ეს უკვე გამოყენებაა, ეს ხელისუფლების ბრალია, რომ ასეთი საქმეები გამოუძიებელია და საზოგადოებაში უამრავი კითხვაა ალბათ .ამას ორი მიზეზი აქვს-ან მართლა არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე ან მიზანმიმართულად ხდება, რაც საკმაოდ მძიმედ შემოუბრუნდება მთავრობას.


-რას იტყვით ციხის კადრებთან დაკავშირებით ,მართლა ვანო მერაბიშვილი ეხმარებოდა ბედუკაძეს?


-აქაც უამრავი კითხვის ნიშანია.  მოდით ასე მივყვეთ ამ თემას-რაში უნდა დასჭირვებოდა მერაბიშვილის ბედუკაძისთვის ასეთი რამის დავალება, რომ მერე ციხეში წასულიყო? იმ პერიოდში მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და არც არაფერში აწყობდა ჩემი აზრით. რაც შეეხება იმას, რასაც ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", რომ ეს ციხის კადრები დადგმული იყო. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ ციხის კადრებმა წააგებინა მათ არჩევნები, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის, ეს შედეგი მაინც დადგებოდა, რადგან ხალხის მოთმინება ზღვარზე იყო და საზოგადოება ელოდა ამ ტირანებისგან გათავისუფლებას. ივანიშვილის დამსახურებაა ნამდვილად, რომ არსებული რეალობა შეიცვალა.


-დღეს საკმაოდ მძიმე ვითარებაა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.


-თუ არსებობს განხეთქილება, არსებობს უთანხმოება, ეს გუნდის შიგნით უნდა მოგვარდეს და გარეთ არ უნდა გამოვიდეს, ესეც "ქართული ოცნების" უნიათობას აჩვენებს და ასეთი კინკლაობა ყველას დააზარალებს. ამ ადამიანებმა ვერ გაითავისეს, რომ მათი დაპირისპირება ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას და მოსახლეობას. აი, მათი ფიქრის ამოსავალი წერტილი სწორედ საზოგადოება უნდა იყოს.


-"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" დაპირისპირებაზე რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, ხომ არ გველის სამოქალაქო დაპირისპირება?


-სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ და ამის საბაბს არჩევნებზე ხალხის არ მისვლა მაძლევს. ელექტორატის 70% არც "ოცნების" მხარეს დადგება და არც "ნაციონალების". სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს მასიური ვნებათაღელვა, რაც ნამდვილად არ ჩანს. არსებული რეალობა შეიცვლება  2016 წელს არჩევნებზე, როცა ხალხი არ მისცემს ხმას არც ახალ და არც ძველ ხელისუფლებას. ასეთი მივარდნებით და დაპირისპირებით კიდევ უფრო რეკლამდება ეს "თავისუფალი ზონა"


 ერთი რან ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,ძალადობას ძალადობით არ უნდა ვებრძოლოთ,აგრესიას აგრესია არ უნდა დავუპირისპიროთ.ძალადობას და უკანანობოას მხოლოდ კანონიერებით უნდა ვებრძოლოთ. ხალხი ისედაც დაძაბულია და არ შეიძლება ცეცხლს ნავთი დავასხათ!

 

 

                                                                    ესაუბრა თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: