ნატალია ზაქარეიშილი: თუ ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაითვალისწინა, შეიძლება სოციალურ აფეთქებამდე მივიდეთ!

ნატალია ზაქარეიშილი: თუ ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაითვალისწინა, შეიძლება სოციალურ აფეთქებამდე მივიდეთ!

ქვეყამაში მიმდინარე მოვლენებზე „ივერიონს“ ესაუბრება იურისტი, ექსპერტი შრომისა და სოციალურ საკითხებში ნატლია ზაქარეიშვილი.

- მოდით, ვიდრე არსებით საკითხებზე გადავალთ, გაგვეცანით. ვინ არის ნატალია ზაქარეიშვილი?

- პროფესიით ვარ ეკოლოგი, მატემატიკოსი და იურისტი. ბავშობიდან მოყოლებული სულ ვმუშაობდი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ნახევარ განაკვეთზე ვიყავი ქალაქ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი,  ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პედაგოგად დავიწყე მუშაობა და  15 წელი სკოლას არ მოვცილებივარ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზაცია „მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ჩამოყალიბდა, სადაც იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი გავხდი. ამ პერიოდს დაემთხვა ავადსახსენებელი აფხაზეთის ომი, სოხუმის დაცემა, აღნიშნული ორგანიზაცია ძირითადად ფუნქციონირებდა იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაგვეწია...

მუშაობის პარალელურად, 1999 წელს დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კოლექტიური შრომითი დავების მომრიგებლის სამსახური (ადრე ამ სამსახურს მომრიგებელი კამერა ერქვა), რომლის ხელმძღვანელადაც დავინიშნე.

მე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიარე სტაჟირება. საპატიო სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი 7 ოლქში და ვნახე, თუ როგორ მუშაობენ ანალოგიური სამსახურები, სახელმწიფო  დეპარტამენტები,მეეწარმეები და ამ გამოცდილების ფონზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოყალიბდა, რომელმაც ასობით შრომითი კოლექტიური დავა დააკმაყოფილა და ათასობით ადამიანს გაუწია დახმარება.

- ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ საკმაოდ ამბიციური სათაურით: „გაზაფხულზე მოსალოდნელია  სოციალური აფეთქება!“ - რას ემყარება ეს პროგნოზი?

- მე განცხადება ასეთი პათოსით არ გამიკეთებია. ეს არის ჟურნალისტური ტაქტიკა, რომ მკითხველები მოიზიდონ. საუბარში მე მიმოვიხილე, რომ მძიმე ზაფხული იყო: წყალდიდობები, სქტიქიური უბედურებები, მოსახლეობამ მოსავალი ვერ მიიღო და საზამთროდ  ჭირნახული ვერ მოიმარაგა. თუ სოციალური კუთხით მოსახლეობას დახმარება არ გაეწია, შესაძლოა ამ მდგომარეობამ სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანოსს-მეთქი! აი, ამაზე მქონდა საუბარი...

- სხვათაშორის, იქ ერთ მეტად საინტერესო ნიუანსზე ამახვილებთ ყურადღებას: ამბობთ, რომ შეიძლება ეს განწყობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენოს და ქვეყანაში მდგომარეობა გამწვავდესო, ესეც საკმაოდ ამბიციური განცხადებაა!!!

- არ შეიძლება 22 წელი ქვეყანაში დევნილი გყავდეს, შენ ექცეოდე უკანონოდ  და მისგან კანონიერებას მოითხოვდე!

იძულებით გადაადგილებულები ეს ის კატეგორიია, რომელიც თავიდან სახელმწიფოს ზურგზე არ დააწვა და საკუთარი სახსრებით ქირაობდნენ ბინას და ისე ცხოვრობდნენ. დღეს კი გაუჭირდათ და გარეთ აღმოჩნდნენ.

  როდესაც ანტიკრიზისულ საბჭოში ვმუშაობდი, ეს 35 ოჯახი, რომელზეც „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში მქონდა საუბარი მაშინაც ითხოვდა დახმარებას. ჩვენ სახელმწიფოსთან შუამდგომლობითაც შევედით, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირად ვერ დავეხმარეთ.

   არავის წავახალისებ უკანონობის ჩადენისკენ, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ორი წლის წინ ეს ადამიანები დამკვიდრდნენ ამ ადგილზე - ბავშვებმა ადაპტაცია გაიარეს, არ შეიძლება საკუთარ სამშობლოში ხელმეორედ დევნილად იქცე! ამ ადამიანების მოთმინების ფიალა აივსო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი იძულებულნი არიან მოქალაქეობა სთხოვონ რუსეთს, ან სხვა რომელიმე ქვეყანას. მე არ მინდა, რომ ეს დავუშვა. როგორც ექსპერტი და ამ თემაზე მომუშავე, მე ვიცი მათი განწყობა - მათზე ყველაფერი მოქმედებს და ამდენს უბრალოდ ვერ გადაიტანენ!..

  მინდა ავღნიშნო, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში შევხვდი ზურაბ ქობალიას, რომელსაც გადავეცი ამ 35 ოჯახის მონაცემები და ვუთხარი პირადად შეესწავლა და გასცნობოდა, ოჯახებს - რომელთაც 6 თვის, ან ერთი წლის ვადაში ეკუთვნოდა გადასვლა, არ გაესახლებინათ ბინიდან.

-  თქვენ ფეისბუქსტატუსში გააკეთეთ სერიოზული განცხადება, რომ სახელფასო მინიმუმი 317 ლარია და თუ ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს და ბიუჯეტში პენსიის ზრდას არ გაითვალისწინებს, ამან შეიძლება ქაოსი გამოიწვიოს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რას აპირებს ხელისუფლება და იმ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისინა, სადამდე მივალთ?   

-   მე, როგორც კონსტიტუციონალური ლიგის თავმჯდომარე, კონსტიტუციურ ნორმას ვიცავ. ადამიანებს დღეს საარსებოდ 317 ლარი სჭირდება. ჩვენ, ეკონომიკურმა ექსპერტთა ჯგუფმა საერთაშორისო მეთოდოლოგიით დავადგინეთ და აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებაშიც გადავგზავნეთ. ხელისუფლებას შეუძლია ექსპერტიზა  ჩაატაროს და შემდეგ მოგვცეს დასკვნა შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს.

ექსპერტთა ჯგუფი ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას შეიძლება ვერ მისცეს 317 ლარი, თუმცა ის, რაც დღეს პენსიონერს ეძლევა, არ არის პენსია - ეს არის სოციალური დახმარება. პენსიის გაანგარიშება საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით ხდება, საარსებო მინიმუმი კი 317 ლარია.

-  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი   აცხადებს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა არ იგეგმება, აქედან გამომდინარე ბიუჯეტიც არ გადაიხედება...

- ჩვენ, სპეციალისტები და ექსპერტები ხელისუფლებას იმის ფუფუნებას ვერ მივცემთ, რომ საარსებო მინიმუმი შევაჩეროთ - ფასები გაიხარდა. მათ სოციალური დახმარება 150 ლარით რომ განსაზღვრეს, ის შესაბამისობაში იყო მოყვანილი მაშინდელ საარსებო მინიმუმთან, რომელიც 147 ლარით განისაზღვრებოდა.

  ამ მეთოდოლოგიის  შემუშავებით დავუმტკიცეთ, რომ საარსებო მინიმუმი 317 ლარია. ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ დღეს, ხვალ, ზეგ, ან თუნდაც 2015 წელს პენსია მინიმუმ 220 ლარი მაინც უნდა იყოს!..

არადა, ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება , რომ პენსია ეტაპობრივად 220 ლარამდე უნდა ასულიყო. იცით, რაშია საქმე?  ბიუჯეტი ისე არ იგეგმება, როგორც საჭიროა, თორემ, სახელმწიფოს იმის სახსრები გააჩნია, რომ პენსიონერს 220 ლარი გადაუხადოს.

- დავუშვათ, ხელისუფლებამ სოციალურ პრობლემებს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, მიგვიყვანს თუ არა ეს სოციალურ აფეთქებამდე?

- ახალი რევოლუცია გაუაზრებელი, შეიძლება ითქვას, დამაგრეველი „ფუფუნება“ იქნება საქართველოსთვის - ჩვენ ხელისუფლებას ვაძლევთ რეკომენდაციას, მთავარია მოგვისმინონ. მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ წელს უმძიმესი ზაფხული იყო, უმძიმესი შემოდგომაა, ეს ყოველივე კი სოციალურ მდგომარეობაზეც აისახება, სწორედ ამიტომ გავაკეთე აღნიშნული განცხადება (და არა მოწოდება).

  მძიმე სოციალური ფონის შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კონსტიტუციური უფლებები.

-  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოქალაქეთა სასარგებლოდ არასდროს ყოფილა. ამიტომ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ და ვთქვათ: მივდივართ თუ არა სოციალურ აფეთქებამდე და კიდევ, თქვენი აზრით, რატომ არ აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური  ნება ქვეყანაში სოციალური ფონი შეცვალოს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს, საუბარია ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე.

 - მე, როგორც ექსპერტმა ხელისუფლებას ფაქტები უნდა დავუდო. დანარჩენზე თვითონ უნდა იფიქროს. აქვე ერთ მნიშნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როგორც „ნაციონალური“ რეჟიმის დროს, პროფესიონალიზმს დღესაც არავინ აქცევს ყურადრებას. სამწუხაროდ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა  წინა ხელისუფლების შეცდომები  და დღესაც არიან ხელისუფლებაში არაპროფესიონალები, შერჩევა კვლავ ნეპოტიზმის ნიშნით ხდება. 

როგორ ფიქრობთ, ხელისუფებას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შეცდომა გამოასწოროს?

 

რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვატყობ!

ესაუბრა ნათია ხარბედია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: