ირაკლი ღარიბაშვილი: სოფელში გაჩნდა ახალი იმედი, ახალი მოტივაცია!

ირაკლი ღარიბაშვილი: სოფელში გაჩნდა ახალი იმედი, ახალი მოტივაცია!

  წელს გვქონდა უპრეცედენტოდ დიდი რთველი. მაშინ, როცა 2009-2011 წლებში, მთელი 3 წლის განმავლობაში გადამუშავდა 88 000 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს დახმარებით, გლეხებისგან შევისყიდეთ 200 000 ტონა ყურძენი. წლების განმავლობაში ყურძნის ფასი 50-დან 90 თეთრამდე მერყეობდა აღნიშNულ თემაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.


  "ჩვენ დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, უკიდურესად დანგრეული და გაღატაკებული სოფელი. პირველივე დღიდან მთავრობამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაიწყო ბრძოლა ამ გამოწვევასთან.

  ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს. ორი წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი მიწა. ყოველ წელს 800 000 გლეხი იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას. ამაში ჩვენ დავხარჯეთ 300 მილიონი ლარი. ის 300 მილიონი ლარი, რომელიც სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტის შენობაში გადაიხადა. სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონი ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 107 მილიონი ლარის სასუქი, 48 მილიონი ლარის შხამქიმიკატები და 54 მილიონი ლარის ღირებულების ინვენტარი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.

  დაფინანსდა 89 ახალი საწარმო. მუდმივად მიდის სპეკულაცია, რომ სად არის დაპირებული 60 საწარმო. მე გეუბნებით, რომ გვაქვს  89 რეალური საწარმო. მიბრძანდით და ნახეთ. მივმართავ დაინტერესებულ მხარეებს ან ჟურნალისტებს, რომლებსაც არ აინტერესებთ ეს თემა.

  ვმუშაობთ სასმელი წყლით სოფლების მომარაგებაზე. ჩავატარეთ ყველა სარწყავი მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. 3000 კილომეტრამდე სარწყავ არხს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

  წელს გვქონდა უპრეცედენტოდ დიდი რთველი. მაშინ, როცა 2009-2011 წლებში, მთელი 3 წლის განმავლობაში გადამუშავდა 88 000 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს დახმარებით, გლეხებისგან შევისყიდეთ 200 000 ტონა ყურძენი. წლების განმავლობაში ყურძნის ფასი 50-დან 90 თეთრამდე მერყეობდა. ეს ფასიც გლეხისთვის სანატრელი იყო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყურძენი მინიმუმ ლარი ღირდა. რქაწითელის ფასმა 3 ლარს მიაღწია. სოფელში გაჩნდა ახალი იმედი, ახალი მოტივაცია, ენერგია. ოჯახებს გაუჩნდათ შემოსავალი.

  საქართველოში ყველა რეგიონს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მეურნეობით ფეხზე დააყენოს სოფლები. საქართველოს შეუძლია, თავისი რესურსი გაიტანოს ექსპორტზე და ეს არის ჩვენი მთავრობის პოლიტიკაც. ჩვენს გლეხებს პროდუქცია გააქვთ რუსეთის ბაზარზე, რაც მათთვის დიდი შეღავათია. თუმცა, ჩვენ გაცილებით დიდი გეგმები და პერსპექტივები გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი, რაც უნდა ავითვისოთ", -განაცხადა ღარიბაშვლმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: