"სამართლის სახლი"-"ის რეგულაციები, რაც დღეისათვის უპატრონო ცხოველთა ბედს წყვეტს, არც საკმარისია და არც მოქნილი"

"სამართლის სახლი"-"ის რეგულაციები, რაც დღეისათვის უპატრონო ცხოველთა ბედს წყვეტს, არც საკმარისია და არც მოქნილი"

   "სამართლის სახლი" თამაზ ელიზბარაშვილის და ძაღლების თავშესაფარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს:

   

   -"რამოდენიმე დღეა დიდი ვნებათა ღელვაა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით. თავშესაფარს იმაზე მეტი მხარდამჭერი აღმოუჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი საერთოდ ვინმეს ჰქონდა.

   თემის სიმძაფრემ ცხადი გახადა, რომ ის რეგულაციები, რაც დღეისათვის უპატრონო ცხოველთა ბედს წყვეტს, არც საკმარისია და არც მოქნილი. 

ქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 31 აგვისტოს #9-37 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ქ. თბილისში ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი. გადაწყვეტილების მიხედვით ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება, მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. 

ფაქტია, საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს ვერც დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას, ვერც სამომავლო ღონისძიებების განხორციელებას და, რაც ყველაზე მთავარია,ვერ უზრუნველყოფს ცხოველთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებას.

მიგვაჩნია, რომ შემოღებული უნდა იქნეს დამატებითი ან სულაც ახალი რეგულაციები ამ სფეროში, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო აქტები ამას კიდევაც ავალდებულებენ სახელმწიფოებს. აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკაც.

საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით შევეცდებით ძალიან მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ცხოველთა დაცვის მინიმალური, სავალდებულო სტანდარტების შესახებ: 

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ცხოველთა იურიდიული სტატუსსა და უფლებებს, რომელიც უნდა განისაზღვროს სახელმწიფო კანონმდებლობით; "ცხოველთა დაცვა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწოფო ორგანიზაციის დონეზე." აღნიშნული დანაწესი პირდაპირ მიგვთითებს რომ უპირველესად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობასა და ზედამხედველობის განხორციელებაზე. ის უნდა უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებას. ამავე პოზიციას განამტკიცებს ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ აქტი (Animal Welfare Act 1966 and 2006) რომელიც ინტერნატის ტიპის დაწესებულებებს მიჩნევს საუკეთესო გზად უპატრონო ცხოველებზე ზრუნვისა და სათანადო მოპყრობისთვის. 

როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა იზიარებს თავშესაფარის ვეტერინართა ასოციაციის (THE Association of Shelter veterinarians) რეკომენდაციებს ინტერნატის ტიპის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მინიმალური სტანდარტების შესახებ. სტანდარტები მოიცავს: 

• შენობის სტრუქტურულ მდგრადობას.

• საიმედო წვდომას სუფთა წყალთნ და საკვებთან.

• თავშესაფრის ბინადრების სისუფთავის უზრუნველყოფას.

• შენობის ნესტისაგან დაცვა და მინმალური სანიტარული ნორმების შენარჩუნება.

• თავშესაფარში გამოიყოს საკმარისი სივრცე ცხოველებისათვის, კერძოდ: მათი სამყოფელის სიმაღლე ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ცხოველის სიმაღლეს მინიმალურად მაინც აღემატებოდეს, ასევე გალიის სივრცე განსაზღვრული უნდა იყოს ისე, რომ ცხოველს შეეძლოს მინიმალური გადაადგილება, კვება და საკვების გადამუშავება;

თავშესაფარის ვეტერინართა ასოციაციამ შეიმუშავა გაიდლაინი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის პირობა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თავშესაფარი. უპირველესი არის გარემო, სადაც განთავსებულია მსგავსი ტიპის დაწესებულებები. მშვიდი, წყნარი, იზოლირებული გარემო ეს უპირველესი მოთხოვნაა რასაც უნდა შესრულდეს რათა ცხოველს გაუადვილდეს აკლიმატიზაცია და მინიმუმადე იქნას დაყვანილი სტრესული მდგომარეობა. (წყარო(THE Association of Shelter veterinarians). 

   მსოფლიო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ შედგენილი რეკომენდაციები და არ არსებობს ერთიანი რეგულაცია იმისა, თუ სად, როგორ პირობებში უნდა აშენდეს ცხოველთა თავშესაფრები. ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თავად არჩევს, წყვეტს და აწესებს სტანდარტს მათი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით. გამომდინარე აქედან, შესაძლოა ვივარაუდოდ რომ ერთიანი დათქმის არარსებობის გამო უამრავი განსხვავებული რეგულაცია არსებობდეს.

   ინტერნატის ტიპის დაწესებულებების შესახებ აქტით (Animal Boarding Establishments Act 1963) არის დარეგულიერბული საკითხი, მაგალითად, ინგლისში, რომელიც მსგავს რეგუილაციებს აწესებს ცხოველთა თავშესაფარებისთვის. ეს სტანდარტები იმდენად დახევწილი და მინიმალიზირებულია, რომ გათვალისწინებულია გარემოს დაცვის საერთაშრისო ორგანიზაციების მიერ (Chartered Institute Of Environmental Health) და ამ სტანდარტებისა და მითითებული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერ ტერიტორიაზე მის არსებობა. 

   რაც შეეხება პრეტენზიებს - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავშესაფრის მიზანშეწონილობის შესახებ, გვინდა ავღნიშნოთ, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ძაღლსაშენები, ზოოპარკები, ცხოველთა თავშესაფრები ცენტრალურ ადგილებშია. რასაკვირველია ნებისმიერ შემთხვევაში თავშესაფარი ამ კუთხითაც უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს თმენის ვალდებულებებსაც და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებსაც".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: