Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (1)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
26-12-2014, 14:17
ნანახია: 1014

დავით უსუფაშვილი:

 ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ნაჩქარევად არ ვიმსჯელოთ და  ისე არ გამოვიდეს, რომ აღნიშნული საკითხი საბოლოოდ ჩავარდეს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

 

,,ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საკითხს 76 ხმა სჭირდება, გუშინ კი, წინადადებამ 58 ხმა მიიღო. თუ განცდა, პირობა და იმედი გაქვთ, რომ მხარდამჭერთა რიცხვი მოიმატებს, მაშინ კი ბატონო, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ დაფიქრდით, შედეგი ასეთი თუ იქნება", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე

 

 ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების " წევრმა შალვა შავგულიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია კომისია დროულად დაკომპლექტდეს, რომ  საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერება დადგინდეს.