ვინ იყო პეტრე პირველი - რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი თუ ბაგრატიონთა შთამომავალი?

ვინ იყო პეტრე პირველი - რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი თუ ბაგრატიონთა შთამომავალი?

არსებობს საკმაოდ საინტერესო ისტორია: მწერალი ალექსანდრე ტოლსტოი თავის რომან „პეტრე პირველზე“ მუშაობისას საკმაოდ უჩვეულო ფაქტს გადააწყდა, რომლის თანახმად, რუს მონარქებს შორის ყველაზე დიდს - რომანოვების გვარის სიამაყეს არც ამ გვართან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეროვნებასთან!
ამ ამბავმა მწერალი მეტისმეტად ააღელვა, მეორე დიდ დიქტატორთან თავისი ნაცნობობით ისარგებლა, თანაც სხვა, შედარებით წინდაუხედავი მწერლების ბედიც გაითვალისწინა და მასთან რჩევის საკითხავად მისვლა გადაწყვიტა. მით უმეტეს, ამ აღმოჩენას ბელადთანაც ჰქონდა საერთო.
ინფორმაცია საკმაოდ პროვოკაციული და არაერთმნიშვნელოვანი იყო. ალექსეი ნიკოლოზის ძემ სტალინს წარუდგინა დოკუმენტი, კერძოდ კი რაღაც წერილი, რომელიც აშკარად ადასტურებდა, რომ პეტრე I წარმოშობით ქართველი ყოფილა და არა რუსი, როგორც აქამდე მიაჩნდათ!
აღსანიშნავია, რომ სტალინი ამ უჩვეულო ინციდენტს სრულიადაც არ გაუოცებია. უფრო მეტიც, დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ტოლსტოის სთხოვა, დაემალა ეს ფაქტი და მისი გასაჯაროება თავიდან აეცილებინა, თავისი ამგვარი სურვილი კი საკმაოდ მარტივად ახსნა:


„მოდი, დავუტოვოთ მათ ერთი რუსი მაინც, რომლითაც იამაყებენ!“


ტოლსტოისთვის კი დოკუმენტის განადგურება ურჩია.

ამ შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია თითქოს სამუდამოდ უნდა დასამარებულიყო, თუმცა... ტოლსტოი, როგორც ნებისმიერი მწერალი, მეტად კომუნიკაბელური კაცი იყო. ამბავი, რომელიც მან ნაცნობთა ვიწრო წრეს გაანდო, თოვლის გუნდასავით აგორდა და ვირუსივით მოედო იმდროინდელ ინტელიგენციას.

 



მაინც, რა წერილის გაქრობაზე იყო საუბარი?
სავარაუდოდ, საქმე ეხება იმერეთის მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბაგრატიონ-მუხრანელის წერილს, რომელიც მან თავის დეიდაშვილს, სამეგრელოს თავად დადიანის ქალიშვილს მისწერა. ბარათში საუბარია წინასწარმეტყველებაზე, რომელიც დარეჯანმა ქართველი დედოფლისგან მოისმინა:
„დედამ მიამბო ვიღაც მატვეევზე, რომელმაც წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. მას წმინდა გიორგი გამოცხადებია და უთქვამს:  შენი ხვედრია, შეატყობინო მეფეს, რომ მოსკოვში უნდა დაიბადოს „მეფეთა მეფე“, რომელიც ქვეყანას დიდ იმპერიად აქცევს. მას დაბადება უწერია უცხოელი მართლმადიდებელი ივერიელი მეფისგან, რომელიც, წმინდა ღვთისმშობლის მსგავსად, დავითის ტომს მიეკუთვნება. და კირილე ნარიშკინის სუფთა გულის მქონე ქალიშვილისგან. ამ ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დიდი ჭირი დაიწყება. ეს ღვთის ნებაა“.
წინასწარმეტყველება ნათლად მიანიშნებდა მოცემული ქმედების გადაუდებელ აუცილებლობაზე, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის ხელის შეწყობა სხვა პრობლემასაც შეეძლო.

 



რომანოვების გვარის დასასრულის დასაწყისი
ამგვარი წერილობითი მიმართვის მიზეზებში გასარკვევად ისტორიას უნდა მივმართოთ და გავიხსენოთ, რომ მოსკოვი იმ დროისთვის უხელმწიფო სამეფოს წარმოადგენდა, მეფის მოვალეობის შემსრულებელი მონარქი ალექსეი მიხეილის ძე კი მასზე დაკისრებულ როლს ვერ  უმკლავდებოდა.
ფაქტობრივად, ქვეყანას სასახლის ინტრიგებში ჩაფლული თაღლითი და ავანტურისტი თავადი მილოსლავსკი მართავდა.
ალექსეი მიხეილის ძე სუსტი და უნიათო ადამიანი იყო. საეკლესიო პირებით გარშემორტყმული, უმთავრესად, მათ აზრს უგდებდა ყურს. ერთ-ერთი მათგანი - არტამონ სერგეის ძე მატვეევი უბრალო კაცი როდი იყო:  მას შეეძლო მეფეზე შესაბამისი ზეწოლა მოეხდინა და იმგვარი საქმეების კეთება ეიძულებინა, რომლებისთვისაც მონარქი მზად არ იყო. სასახლის კარის „რასპუტინის“ ერთგვარი პროტოტიპი მატვეევი, ფაქტობრივად, თავისი რჩევებით მართავდა მეფეს.
მატვეევის გეგმა მარტივი იყო: მეფე მილოსლავსკისთან ნათესაობისგან უნდა გაეთავისუფლებინა და ტახტზე „თავისიანი“ მემკვიდრე აეყვანა.
1669 წლის მარტში მეფე ალექსეი მიხეილის ძის მეუღლე მარია ილიას ასული მილოსლავსკაია მშობიარობას გადაჰყვა, რის შემდეგაც სწორედ მატვეევმა გაურიგა მეფეს ყირიმელი თათრების თავადის ქალი ნატალია კირილეს ასული ნარიშკინა, ქალიშვილი ყირიმელი თათრების დიდგვაროვანი ისმაილ ნარიშისა, რომელიც იმ დროისთვის მოსკოვში ცხოვრობდა და ადგილობრივი თავადაზნაურობისთვის გაცილებით ადვილად გამოსათქმელ სახელს - კირილეს ატარებდა.
მოსაგვარებელი რჩებოდა მემკვიდრის საკითხი, რადგან პირველი ცოლისგან დაბადებული ბავშვები მეფესავით სუსტები იყვნენ და, მატვეევის აზრით, საფრთხეს თითქმის არ წარმოადგენდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი მეფეს თავადის ქალი ნარიშკინა მიათხოვეს, მემკვიდრის საკითხი მაშინათვე დაისვა. რადგან იმ დროისთვის ფიზიკურად დასუსტებულ, მძიმედ დასნეულებულ მეფეს ისედაც სუსტი ბავშვები გამოსდიოდა, მისთვის შემცვლელის მოძებნა გადაწყდა. სწორედ ამ დროს მოხვდათ თვალში შეთქმულებს ქართველი თავადი...

 



ვინ არის პეტრეს მამა?

ფაქტობრივად, ორი თეორია არსებობს. პეტრეს მამობას ბაგრატიონთა გვარის ორ ქართველ დიდგვაროვანს მიაწერენ:
არჩილ II (1647 – 1713 წწ) - იმერეთისა და (1661 – 1663 წწ, 1678 – 1679 წწ, 1690 – 1691 წწ, 1695 – 1696 წწ, 1698 წ) კახეთის (1664 – 1675 წწ) მეფე, პოეტი-ლირიკოსი, ქართლის მეფე ვახტანგ V-ის უფროსი ვაჟი. მოსკოვში ქართველთა კოლონიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ერეკლე I, ნაზარალი-ხანი (1637 ან 1642 – 1709 წწ) - ქართლის მეფე (1688 – 1703 წწ), კახეთის მეფე (1703 – 1709 წწ). უფლისწულ დავითისა (1612 – 1648 წწ) და ელენე დიასამიძის (გარდაიცვალა 1695  წელს) შვილი, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი.
მცირედი კვლევის ჩატარების შემდეგ იძულებული ვარ, ერეკლეს მამობისკენ გადავიხარო. ამისკენ მიბიძგებს ის ფაქტი, რომ მეფის ჩასახვისთვის შესაფერის დროს მოსკოვში სწორედ ერეკლე იმყოფებოდა, მაშინ როცა არჩილი მოსკოვში მხოლოდ 1681 წელს გადავიდა.
უფლისწული ერეკლე რუსეთში ადგილობრივებისთვის გაცილებით მოსახერხებელი სახელით - ნიკოლოზით იყო ცნობილი და მას დავითის ძედ მოიხსენიებდნენ. ერეკლე მეფე ალექსეი მიხეილის ძესთან დაახლოებული პირი იყო, მეფისა და თათართა მთავრის ქალის ჯვრისწერისას კი საქორწინო ცერემონიის მთავარი ხელმძღვანელადაც (тысяцкий) დანიშნეს.
სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ „ტისიაცკის“ მოვალეობაში შედიოდა ჯვარდაწერილი მეუღლეების ნათლიმამობაც. მაგრამ, ბედისწერის განგებით, ქართველი უფლისწული მოსკოვის მეფეს პირმშოსთვის მხოლოდ სახელის შერჩევაში კი არა, მის ჩასახვაშიც დაეხმარა.
მომავალი იმპერატორის ნათლობაზე, 1672 წელს, ერეკლემ მოიხადა თავისი ვალი და ჩვილს პეტრე უწოდა, 1674 წელს კი დატოვა რუსეთი და, მართალია, ამ ტიტულის მოსაპოვებლად ისლამის მიღება მოუხდა, თუმცა, მან კახეთის სამთავროს ტახტი მაინც დაიკავა.


მეორე - საეჭვო ვერსია
მეორე ვერსიის თანახმად, მომავალი თვითმპყრობელის მამა 1671 წელს გახდა სასახლის კარზე უკვე რამდენიმე თვით სტუმრად მყოფი, სპარსეთის წნეხს გამოქცეული იმერეთის მეფე არჩილ II, რომელიც, პრაქტიკულად, ძალით მიუწვინეს მთავრის ქალს იმ რწმენის ზეწოლით, თითქოს, უფლის განგებით, მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო ამ მეტად ღვთისმოსავ საქმეში, კერძოდ კი იმის ჩასახვაში, „ვისაც ასე ელოდნენ“.
შესაძლოა, უკეთილშობილეს მართლმადიდებელ მეფეს ახალგაზრდა დედოფლის საძინებლის სტუმრობა პრაქტიკულად უკვე წმინდანის - მატვეევის სიზმარმა აიძულა.
პეტრესა და არჩილის ნათესაურ კავშირზე შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ სწორედ ქართველი მონარქის ოფიციალური მემკვიდრე, ალექსანდრე ბატონიშვილი გახდა რუსეთის არმიის პირველი ქართული წარმომავლობის მქონე გენერალი, პეტრეს თავშესაქცევ პოლკებში მსახურობდა და იმპერატორისთვის დაიღუპა კიდეც შვედებთან ტყვედ ყოფნისას. არჩილის დანარჩენმა შვილებმა კი - მათემ, დავითმა და დარეჯანმა პეტრესგან მიიღეს ისეთი პრეფერენციები, როგორიცაა მიწები რუსეთში და მისგან ყველანაირ ხელშეწყობას გრძნობდნენ. კერძოდ, ცნობილია ფაქტი, რომ პეტრე თავისი გამარჯვების აღსანიშნავად დღევანდელი სოკოლის რაიონში მდებარე სოფელ ვსეხსვიატსკოეში, თავის დასთან - დარეჯანთან გაემგზავრა!
ქვეყნის ცხოვრების ამავე პერიოდს უკავშირდება მოსკოვში ქართული ელიტის მასობრივი მიგრაციის ტალღაც.
ქართველი მეფის - არჩილ II-ისა და პეტრე I-ის ნათესაობის მტკიცებულებად მოჰყავთ მონარქის მიერ დედოფალ ნარიშკინასთვის გაგზავნილ ბარათში აღბეჭდილი ფაქტი. არჩილი წერს: „როგორ გრძნობს თავს ჩვენი ანცი?“
თუმცა, „ჩვენი ანცი“, შესაძლოა, უფლისწულ ნიკოლოზზეც თქმულიყო და პეტრეზეც, როგორც ბაგრატიონების გვარის წარმომადგენელზე.
მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ პეტრე I საოცრად ჰგავს იმერეთის მეფე არჩილ II-ს.
ორივენი იმ დროისთვის მართლაც რომ გიგანტური სიმაღლისანი იყვნენ, იდენტური სახის ნაკვთებითა და ხასიათით. თუმცა, ეს ვერსია პირველის მტკიცებულებადაც გამოდგება, რამდენადაც ქართველ მთავრებს საერთო წინაპარი ჰყავდათ.

 



ყველამ იცოდა და ყველა სდუმდა

მეფის წარმომავლობის ამბავი, როგორც ჩანს, იმ დროისთვის ყველამ იცოდა.
მეფის ასული სოფია თავად გოლიცინს სწერდა: „არ შეიძლება ხელისუფლება ბასურმანმა ჩაიგდოს ხელში!“
პეტრეს დედა, ნატალია ნარიშკინა შეძრწუნებული იყო მომხდარით და არაერთხელ უთქვამს: „ის მეფე ვერ გახდება!“
თავად მეფემაც კი, როცა მას ქართველ დიდგვაროვან ქალს ურიგებდნენ, ყველას გასაგონად განაცხადა: „მოგვარეზე არ დავქორწინდები!“

 



ვიზუალური მსგავსება - სხვა მტკიცებულება საჭიროც კი აღარ არის
ეს უნდა ნახოთ. გაიხსენეთ ისტორიიდან: არცერთი მოსკოველი მეფე არ გამოირჩეოდა არც სიმაღლით, არც სლავური გარეგნობით, თუმცა პეტრე:
ისტორიული დოკუმენტების თანახმად, პეტრე I საკმაოდ მაღალი იყო დღევანდელი სტანდარტებითაც კი, რადგან მისი სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა. უცნაური კია, მაგრამ 38 ზომის ფეხსაცმელს ატარებდა, მისი ტანსაცმლის ზომა კი 48 იყო! მაგრამ, სწორედ ეს თავისებურებები მიიღო მან მემკვიდრეობით თავისი ქართველი ნათესავებისგან, რადგან ამგვარი აღწერილობა ზუსტად ბაგრატიონების გვარს შეესატყვისება. პეტრე სუფთა ევროპელი იყო!
არც შინაგანად, არც ვიზუალურად, მით უმეტეს - არც ხასიათით არ ჰგავდა პეტრე რომანოვებს. ყველა თავისი ნიშან-თვისებით ის ნამდვილი კავკასიელი იყო!
მართალია, მას მოსკოველი მეფეების წარმოუდგენელი სისასტიკეც გამოჰყვა, თუმცა, ეს თავისებურება მას, შესაძლოა, დედის ხაზითაც რგებოდა, ვინაიდან მთელი მათი მოდგმა თათრული უფრო იყო, ვიდრე სლავური. არადა, სწორედ ხასიათის ამ თვისებამ შეაძლებინა მას, ურდოს ნამსხვრევი ევროპულ სახელმწიფოდ ექცია.
ზემოთ მოყვანილი სურათების შედარებით თავადვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რამდენად ჰგვანან ერთმანეთს მამა, რომელიც 2 და 5 ციფრებით არის აღნიშნული და შვილი, რომელსაც დანარჩენი გამოსახულებები ეკუთვნის.

დასკვნა
პეტრე I არ იყო რუსი, თუმცა იყო რუსეთის კაცი. თავისი არც თუ ისე შესაბამისი წარმომავლობის მიუხედავად, მის ძარღვებში მაინც მეფური სისხლი ჩქეფდა, რომელიც არც რომანოვებისგან და, მით უმეტეს, არც რიურიკებისგან არ გამოჰყოლია.
შესაძლოა, სწორედ იმ ფაქტმა, რომ ის ურდოს წარმომადგენელი არ იყო, განაპირობა პეტრეს რეფორმატორობა და იმ იმპერატორად ჩამოყალიბება, რომელმაც ურდოს სამაზრო სამთავრო მოსკოვი რუსეთის იმპერიად გადააქცია, დაე თუნდაც ამისთვის ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიის ისტორია ესესხა. ამის შესახებ შემდეგ ისტორიაში მოგითხრობთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: