ვალერი გელბახიანი:მის ადგილზე, არც კი დავფიქრებოდი, ისე გადავდგებოდი!

ვალერი გელბახიანი:მის ადგილზე, არც კი დავფიქრებოდი, ისე გადავდგებოდი!

იურისტმა ვალერი გელბახიანმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც  ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში  ეროვნული ბანკის ბრალეულობას ხედავს მნიშვნელოვანია.


"როცა ექს-პრემიერი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის  ვერ იქნება ზერელე.  ასეთი განცხადებების გაკეთებისას ის ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციებს!"-აღნიშნა ვალერი გელბახიანმა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გელბახიანის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს  დააკავებენ.

"ამ ხნის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ განუხორციელებია ისეთი ქმედებები, რითაც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორდებოდა და ქვეყანას გამოიყვანდა კრიტიკული სიტუაციიდან.

ექს-პრემიერის ეს განცხადება მიმანიშნებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა ან უნდა წარმოადგინოს გეგმა, რითაც ქვეყანა გამოვა არსებული სიტუაციიდან,  ან ის უნდა გადადგეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება მისი სისხლის სამართლის დანაშაულში დადანაშაულება საბოტაჟისთვის.

მე, მის ადგილზე, არც კი დავფიქრებოდი, ისე გადავდგებოდი!"- განაცხადა გელბახიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: