იანოშ ჰერმანი: ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე შემიძლია გითხრათ დაახლოებითი დრო!

იანოშ ჰერმანი: ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე შემიძლია გითხრათ დაახლოებითი დრო!

"ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე შემიძლია, მხოლოდ დაახლოებითი დრო - 4-დან 5 თვემდე" - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანნა.

 

 

ჰერმანი განმარტავს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საორიენტიაციო და არა საიმედო დასაყრდენი, რომელიც მოლდოვას გამოცდილებიდან გამომდინარეობს.

 

"შემიძლია, მხოლოდ დაახლოებითი დრო გითხრათ იმისა, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას. ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება დისკუსიები. პროგრესი ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების ხელშია. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გვქონდა მოლდოვას შემთხვევაში, დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის საიმედო დასაყრდნობი, რადგანაც შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს", - განმარტა იანოშ ჰერმანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: