Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
8-01-2016, 12:57
ნანახია: 934

კახა კალაძე: სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია

"ცვლილებები მთავრობაში ყოველთვის იყო, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება" - აღნიშნული განცხადება, ენერგეტიკის მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა  კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან ასევე, ჟურნალისტებთან მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემის კომენტირებისას განაცხადა ისიც, რომ ყველა განხორციელებული ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ.

 

„სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ზოგადად, ყველა განხორციელებული ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ.

 

ცვლილებები ყოველთვის იყო მთავრობაში, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება. ეს ნორმალური პროცესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.