Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
25-05-2016, 13:21
ნანახია: 549

დავით ფერაძე: სიტუაციიდან გამოსავალი სრული დაუმორჩილებლობაა!

ჩვენი სოლიდარობა 39-ე საჯარო სკოლას!

 

გავრცელებული ინფორმაციით,დაძაბული ვითარებაა თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში. პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის დირექტორის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი სრულ სოლიდარობას უცხადებს სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს!

 

ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს ვამხილეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ ნეპოტიზმსა და ბინძურ გარიგებებში, რაც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად 39-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებითაც მოხდა.

 

იმთავითვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ამჟამინდელი დირექტორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ზეწოლით თავს მოახვიეს ხსენებულ სკოლას. დღეს სკოლაში არსებული სიტუაცია ერთ-ერთი ლოგიკური შედეგია თამარ სანიკიძის უბინძურესი დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობისა.

 

გვიან, მაგრამ მაინც 39-ე სკოლა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მინდა მოვუწოდო მებრძოლ აქტივისტებს: თუ ამ ეტაპზე თქვენი პროტესტის მუხტი არ შენელებულა, არ შეშინდეთ და ბრძოლა მიიყვანეთ ბოლომდე. არ დაემორჩილოთ დამნაშავე ზემდგომებს, არც დირექტორს და მითუმეტეს არც მოძალადე მინისტრს და მის მსტოვრებს. სრული დაუმორჩილებლობა - ეს არის გამოსავალი სიტუაციიდან და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ყველა სკოლამ, თუ გვინდა სუფთად აღვზარდოთ ჩვენი მომავალი.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მზადაა რეალურად ამოუდგეს მხარში კოლეგებს და უშუალოდ ესტუმროს „დაძაბულობის კერებს“.

 

დავით ფერაძე

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი