Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
25-11-2012, 16:42
ნანახია: 1076

დედოფალ ელისაბედზე გავრცელებულმა ინფორმაციამ ბრიტანელები შოკში ჩააგდო

IRA - მ განაცხადა, რომ ისინი დედოფალ ელისაბედ მეორის მოკვლას მისი ირლანდიაში ვიზიტისას გეგმავდნენ. მაგრამ მათ ამის გაკეთება გადაიფიქრეს, რადგან ისინი არ იყვნენ  დარწმუნებული, რომ დედოფლის სიცოცხლის ხელყოფა იმად ღირდა, რომ ამ ორგანიზაციის მოხალისეები მისი მკვლელობისთვის ციხეში ჩაესვათ.  

დუბლინში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში  IRA -ის დისიდენტური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დედოფლის მკვლელობის გეგმა შედგენილი იყო და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამას  წარმატებით განახორციელებდნენ.

 

 

 

დედოფალი ელისაბედ მეორე ირლანდიაში ვიზიტისას, 2011 წლის 19 მაისი

 

"ჩვენ დედოფლის მოკვლის გეგმა აწონილ-დაწონილი გვქონდა.  უნდა მოგვეხერხებინა წარმატებული თავდასხმა, მაგრამ შემდგომ მიმალვას ვეღარ შევძლებდით, რადგან ქუჩები პოლიციით, გვარდიითა და საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებით იქნებოდა სავსე. თავდასხმაში მონაწილე ყველა მოხალისეს დაჭერა და სამუდამო პატიმრობა ელოდა, ამიტომაც, ჩვენი მოხალისეების სიცოცხლე დედოფლის სიცოცხლეზე უფრო ღირებულად მივიჩნიეთ", -  განაცხადა IRA -ის წარმომადგენელმა.

 

დედოფლის ირლანდიაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, დიდი შიშის გამო, დუბლინში უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, შარშან გაზაფხულზე უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა. 17 მაისიდან 20 მაისამდე ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში პოლიციისა და არმიის ათასობით ოფიცერი იყო განლაგებული. 

 წესრიგის დაცვის მიზნით ჩატარებული ეს ოპერაცია, რომელიც ირლანდიაში ინგლისის დედოფალ ელისაბედისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას ვიზიტს უკავშურდებოდა, მთლიანობაში 36 მილიონი ევრო დაჯდა.

ირლანდიის პოლიცია შიშობდა, რომ IRA ბრიტანელ მონარქზე თავდასხმას განახორცილებდა. რამდენიმე საათის წინ ამ ორგანიზაციის მიერ გამჟღავნებული განზრახვა ცხადყოფს, რომ ეს შიში რეალურ საფუძვლებს ეყრდნობოდა.   

ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს IRA -ს უწოდებს, გუშინ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ თავდასხმების წამოსაწყებად მათ  მომაკვდინებელი იარაღის მთელი არსენალი, მათ შორის რაკეტმტყორცნი გრენადები და დაშიფრული ბომბები ჰქონდათ. 

"IRA   ამტკიცებს, რომ ისინი რესპუბლიკელები არიან, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება - ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. წინათ მოქმედი  ორგანიზაცია IRA  ხალხის გარკვეული მხარდაჭერითაც სარგებლობდა, რითიც ეს ახალი დაჯგუფება ვერ დაიკვეხნის. ისინი მხოლოდ განგსტერების მცირე ჯგუფებს წარმოადგენენ და უფრო რეკეტით არიან დაინტერესებული, ვიდრე რესპუბლიკანიზმით. 

დედოფალი ჩვენს ქვეყანაში სტუმრად იმყოფებოდა და მისმა ვიზიტმა ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის ახალ ურთიერთობებს დაუდო დასაბამი. 

როცა დედოფალმა ჩვენთან ვიზიტის დროს ხსოვნისადმი მიძღვნილ ბაღში გარდაცვლილი ირლანდიელი პატრიოტების პატივსაცემად გვირვინი მიიტანა, მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ახალ ერას ჩაუყარა საფუძველი. ძველი მტრობა სამუდამოდ ქრება და ჩვენ კარგი მეზობლები და მეგობრები ვხდებით.

დედოფლის მოკვლა მთელ მსოფლიოში თავს მოგვჭრიდა და მასთან ერთად ბევრ უდანაშაულო ადამიანსაც შეიწირავდა. ირლანდიელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ნათელი მომავლისკენ იყურება და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ მცირერიცხოვან კრიმინალებს იმის საშუალება, რომ ქვეყანა სისხლიან წარსულში დააბრუნონ“, - ამბობს ირლანდიელი ანალიტიკოსი პეტ ფლანეგენი.

 

ბმული