რას დაასრულებს ვაშინგტონთან მაია ფანჯიკიძე?

რას დაასრულებს ვაშინგტონთან მაია ფანჯიკიძე?

"ვაშინგტონ პოსტ"_ში გამოქვეყნებულ სტატიას გაუგებრობას უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.


პირველი ვიზიტი, რამდენიმე საათში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონთან აქვს დაგეგმილი.


შეხვედრები ასევე გაიმართება სენატისა და კონგრესის წევრებთანაც.


ოფიციალური შეხვდრების დაწყებამდე, მაია ფანჯიკიძე ამერიკულ პრესაში, და ბოლო დროს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ვაშინგტონს პირადად გააცნობს და გაუგებრობაც ამით დასრულდება.


"ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შეხვედრაზე განხილული იქნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი საკითხები, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობა", _ აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: