ერიკ რუბინი საქართველოს დღეს დატოვებს

ერიკ რუბინი საქართველოს დღეს დატოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელებაა.


დღესვე ერიკ რუბინი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკა-საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამით ამერიკელი მაღალცინისნის ვიზიტი საქარღთველოში დასრულდება.


ვიზიტის ფარგლებში ერიკ რუბინმა  შეხვედრები გაიმართაპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრებთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისს 27 ნოემბერს ეწვია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: