ალექსეი მაკარკინი: რუსეთი საქართველოს პარტნიორად არ განიხილავს!

ალექსეი მაკარკინი: რუსეთი საქართველოს პარტნიორად არ განიხილავს!

"დღეს  რუსეთში საქართველოს მიმართ ინტერესი არც ისე დიდია. რუსეთი არ განიხილავს საქართველოს არც პოლიტკურ და არც სამხედრო ხასიათის პარტნიორად", _ განაცხადა გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი მაკარკინმა.


რუსეთთან ურთიერთიბის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინი გაჩნდა რუსეთ-სსაქართველოს ურთიერთობების მოგვარების კუთხით.


მიუხედავად ამ მოლოდინისა, ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით. ერთადერთი საკითხი, რომლის რეალურად მოგვარებაზეც ქართველი და რუსი ექსპერტები საუბრობენ, რუსეთის ბაზრის გახსნაა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას შეუწყობს ხელს.


"საქართველო-რუსეთს შორის სიტუაციის დალაგებაზე მე პირადად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. პირველ რიგში, ეს სკეფსისი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი არანაირად არ შეცვლის აფახაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სტატუსს. პოლიტიკური მიმართულებით, რაიმე გარღვევის შესაძლებლობას, პოზიტივის თვალსაზრისით, ვერ ვხედავ. თუმცა არის გარკვეული პოტენციალი ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით. ახალ ხელისუფლებას სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის პროცესის დაჩქარება შეუძლია", _ აცხადებს ალექსეი მაკარინი.


ეკონომიკური ურთიერთობების აღსადგენად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, "სტამბოლის პროცესში" მონაწილე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამ პროცესის სწრაფ მოგვარებას შესაძლებლად მიიჩნევენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: