ყოფილი კონკურენტები ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

ყოფილი კონკურენტები ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

მით რომნი ბარაკ ობამას თეთრ სახლში არაოფიციალურ სადილზე ესტუმრა. ინფორმაციას  გაზეთი  The Washington Post ავრცელებს. ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვების შემდგ ეს პოლიტიკოსების პირველი შეხვედრაა.


ვახშამი, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ობამას პირად სასადილო ოთახში გაიმართა. თეთრი სახლის ოფიციალურ კომენტარებზე დაყრდნობით, პოლიტიკოსებმა ძირითადად, მსოფლიოში  აშშ-ს წამყვანი პოზიციის შენარჩუნებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს შესაძლებლობა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე. არჩევნებში მით რომნის  დამარცხების შემდეგ მედია ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ობამა მას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობას შესთავაზებდა. პოლიტიკოსებმა ლანჩზე ინდაური და გრილზე შემწვარი ქათმის სალათი მიირთვეს.


ყოფილი კონკურენტების შეხვედრაზე ჟურნალისტები მიწვეული არ იყვნენ.


“მოგვიანებით თეთრი  სახლი გაგაცნობთ ობამას და რომნის შეხვედრის დეტალებს. ასევე წარმოგიდგენთ შეხვედრის ფოტოებსაც, რომელიც პრეზიდენტის ადმiნისტრაციის ფოტოგრაფებმა გადაიღეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს  თეთრი სახლის პრესმდივნმა ჯეი კარნიმ.


მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი კონკურენტების შეხვედრაზე თეთრ სახლთან ჟურნალისტების შესვლა დაუშვებელი იყო, სპეცდაზვერვის თანამშრომლებმა  მამაკაცი დააკავეს. მან შეძლო მით რომნის მანქანასთან მიახლოება, მაშინ, როცა ის საკონტროლო გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა.


პოლიციელის განმარტებით, ის აგრესიულობით გამოირჩეოდა. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს შედგა, სადაც  გამარჯვება უკვე მეორედ “დემოკრატების” კანდიდატმა ბარაკ ობამამ მოიპოვა. მან 3 პროცენტითა და 126 ხმით გაუსწრო “რესპუბლიკელების” კანდიდატ მით რომნის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: