რას გვირჩევს გველი?

რას გვირჩევს გველი?

სულ მალე 2012 წელი დასრულდება და რაც მთავარია 21 დეკემბრის აპოკალიფსიც „გადაიდო“. ასე რომ, დროა მოვემზადოთ მომავალი წლისთვის და გველის წლის ტენდენციებსა და რჩევებს გავეცნოთ.


თუ ქრისტიანულ ქვეყნებში გველი ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, აზიის ქვეყნებში თავისი სიბრძნისა და მტკიცე ნებისყოფის გამო, მას დიდ პატივს მიაგებენ.


გველის წელიწადში დაბადებული ადამიანები ელეგანტურად იმოსებიან. ამ ნიშნის ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან. არ უყვართ ფუჭად საუბარი. გველი ღრმად მოაზროვნეა. ის ინტელექტუალი ფილოსოფოსია, ბრძენია, თუმცა თავისუფლად შეეძლო იოლად გასულიყო ამ თვისების გარეშეც, ვინაიდან ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის. გველი უფრო საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ, თუ სხვათა გამოცდილებას. მას, თითქოს და, მეექვსე გრძნობა აქვს.


გველი გაბედულად ამთავრებს დაწყებულ საქმეებს, სძულს მარცხი და თუმცა ბუნებით მშვიდია, გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. მიზნის მისაღწევად მას დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. ის ცუდი მოთამაშეა.


ხოლო რაც შეეხება გველის წელში დაბადებული ადამიანების მატერილურ მდგომარეობას და ფულთან დამოკიდებულებას, ამაში ამ ნიშნის ადამიანებს უმართლებთ. გველს არ სჭირდება ზედმეტად ამ საკითხზე ნერვიულობა, ის ყოველთვის ადვილად მოიძიებს საჭირო თანხას, როდესაც დასჭირდება. სიბერეში გველი ხშირად ძუნწი ხდება.


გველს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არაა დაკავშირებული რისკთან, თუნდაც ბევრი მუშაობა უწევდეს. მიუხედავად ამისა, გველი ზარმაცია.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიყვარულო ურთიერთობებში პარტნიორს თავად ირჩევს, შეუწყნარებელი და ეჭვიანია მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი უკვე აღარ უყვარს. როგორც წესი, პარტნიორს უზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას, განსაკუთრებით ეს კაც-გველებს ეხებათ.


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ართულებს მათ ცხოვრებას. თუ ისინი თავიანთ მონდომებასა და ყველაზე ფაქიზ გრძნობებს საკუთარი ოჯახისკენ მიმართავენ, მათი ცხოვრება ბევრად უღრუბლო და უპრობლემო იქნება. ეს მათი მტკივნეული ადგილია. გველი ცდილობს "დააბას" პარტნიორი ყველა საშუალებით, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დიდი, მრავალრიცხვოვანი ოჯახის შექმნა.


ასევე მნიშვნელოვანი იქნება რჩევები, იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იქნებიან მათთვის კარგი მეწყვილეები. გველი ბედნიერი იქნება ხარის წელში დაბადებულ ადამიანთან, რომელიც სიამოვნებით მისცემს უფლებას დაეუფლოს მას, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხარს ექნება გადამწყვეტი როლი ოჯახში.

გველისა და მამლის ორთაბრძოლა, თუ ისინი უკვე დაქორწინებულნი არიან, მეგობრობენ ან საერთო საქმე აქვთ, წარმატების მომტანი იქნება ორივესთვის, რადგან მათი ნაკლოვანებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანი ნამდვილად ცოდო იქნება, თუკი გველის ხელში მოხვდება, ვინაიდან ის დაპყრობილი, სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება გველის მიერ. გველისთვის დაუშვებელია საკუთარ ცხოვრებაში ვეფხვის შემოშვება, ვინაიდან ვეფხვი, დამანგრეველია.


საყურადღებოა გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა  ცხოვრების ბოლო ფაზა. სწორედ ამ დროს, მის სენტიმენტალურ და მგზნებარე ხასიათს, თავგადასავლებისადმი სიყვარულს მისთვის ცუდი როლის თამაში შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მას თავისუფლად შეეძლო მშვიდი სიბერე ჰქონოდა. ყვლაფერი შეიძლება შეიცვალოს იმის  მიხედვით, თუ როდის დაიბადა კონკრეტული ადამიანი: დღისით თუ ღამით, ზაფხულში თუ ზამთარში და როგორი ამინდი იყო იმ დღეს.


გველს, მხოლოდ სითბო უხდება, ვერ იტანს სიცივეს, ნალექს. ამიტომ უფრო გაუმართლებთ მათ, ვინც დაიბადა ზაფხულის ცხელ დღეს, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, ვიდრე მათ, ვინც დეკემბრის ცივ ღამესაა დაბადებული. გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრება იმდენად დამოკიდებულია ამინდზე, რომ თუკი ადამიანი ქარიშხლიან დღეს დაიბადა, შესაძლოა მთელი ცხოვრება საფრთხეში იყოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: