თეა თუთბერიძე იუსტიციის სამინისტროს შენობაზე დროშის აღმართვას ითხოვს

თეა თუთბერიძე იუსტიციის სამინისტროს შენობაზე დროშის აღმართვას ითხოვს

„თავისუფალი ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე იუსტიციის სამინისტროს შენობიდან საქართველოს დროშის ჩამოხსნას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს სამინისტროში განცხადება შეიტანა.


როგორც თუთბერიძე აცხადებს, „სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სახელმწიფო დროშა ყველა სახელმწიფო შენობაზე უნდა იყოს აღმართული და არა მის მიმდებარე ტერიტორიაზე.


„კანონი  დროშის შენობაზე აღმართვას ითვალისწინებს და არა შენობის წინ ან უკან. შესაბამისად, ის რომ ახლა იუსტიციის სამინისტროზე დროშა არ არის აღმართული კანონდარღვევაა“, - განაცხადა თუთბერიძემ.


ამასთან, თეა თუთბერიძე ყველა სახელმწიფო დაწესებულებას მოუწოდებს, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღმართონ და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ დაარღვიონ.


თუთბერიძის მიერ სამინისტროში შეტანილ  განცხადებას თან ხელმოწერები ახლდა, რომლებიც ერთი დღე-ღამის განმავლობაში სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მეშვეობით შეგროვდა.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ივერიონი“ თუთბერიძის პროტესტზე წერდა. მაშინ იუსტიციის სამინსტროს პრესსამსახურის უფროსს მარიამ სხილაძეს  დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: "დროშა არასოდეს ყოფილა აღმართული იუსტიციის სამინისტროზე და რაც არ ყოფილა, როგორ ჩამოვხსნიდით?!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: