პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ზაქარეიშვილმა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კაბინეტის წარმომადგენელ ბიორნ ბერგთან, პოლიტიკურ მრჩეველ ალექსანდრე გესელთან და საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კატერინა ბოლონიეზესთან გამართა.

აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირებისა და რეინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ დამოკიდებულებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„დელეგაციას გავაცანი საქართველოს ხელისუფლების ხედვები, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიმართებაში, როგორ ვხედავთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, მათ დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს, რამდენადაც საუბარი  კონკრეტულ ნაბიჯებზე გვქონდა, რას ვგეგმავთ და რა რეაქციას ველოდებით აფხაზური და ოსური მხარეებისა და რუსეთის სახელმწიფოსგან“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: