ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მკაფიოდ უჭერს მხარს

ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მკაფიოდ უჭერს მხარს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ირანის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერის შეხვდა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

როგორც ზაქარეიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ირანთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ირანი არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მკაფიოდ და ცალსახად უჭერს მხარს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, დასავლური სამყაროს, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ხმა გვესმის. ირანის მხარდაჭერა არანაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს სახელმწიფო არის ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, როცა ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს, იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე მხოლოდ დასავლეთი არ არის და ეს მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებაა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ირანი  რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებითა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებითაა დაინტერესებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: