ფილიპ დიმიტროვი უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენობას ულოცავს

ფილიპ დიმიტროვი უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენობას ულოცავს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველად დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ დიმიტროვის განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც დიმიტროვი აცხადებს, უჩა ნანუაშვილის დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვაში ინდივიდუალური საჩივრების უფრო ეფექტურ დამუშავებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ნანუაშვილი ასევე, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.  

„ევროკავშირი ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით, საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს, რათა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ხელი შევუწყოთ და  მათი პატივისცემა ვუზრუნველყოთ“, - აცხადებს დიმიტროვი.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2012  წლის მაისში ხელი მოეწერა 1.2  მილიონი ევროს საერთო ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას. აღნიშნული თანხები პირდაპირ მოხმარდება პირებს, რომლებიც წინასწარი დაკავების საკნებში და სხვა სტრუქტურებში არიან  განთავსებულნი, როგორებიცაა ბავშვზე ზრუნვის ან ფსიქიატრიული დაწესებულებები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: