ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი 2013-2017 წლებისთვის  საქართველოსთვის აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობის პროგრამის, ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხილვა,  რეგიონული თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებსა და სამომავლო პარტნიორობის გეგმებზე მსჯელობა იყო.

„ამჟამად, აზიის განვითარების ბანკი მშენებლობის, წყალმომარაგების, ინფრასტრუქტურის სფეროებში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ეს პროექტები გაგრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, თანამშრომლობის მომავალ გეგმებს შეეხებოდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ. 

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ასევე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქეით ჯულიანი  დაესწრო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: