საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰოვანეს მანუკიანსთან შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე. მზად ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ, განსაკუთრებით, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში. შესაძლებელია, კონტაქტების გააქტიურება გამოცდილების გაზიარების კუთხითაც“, - განაცხადა ხადურმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჰოვანეს მანუკიანმა აღნიშნა, ფინანსური სექტორი სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სფეროა. 

„საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის  განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ფინანსთა მინისტრს  მისი სომეხი კოლეგის მოლოცვა და პარტნიორობისთვის მზაობა გადავეცი“, - განაცხადა სომხეთის ელჩმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: