მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კაბინეტის წევრებს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კაბინეტის წევრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კაბინეტის დირექტორს ბიორნ ბერგსა და პოლიტიკურ დირექტორს ალექსანდრე გესელს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა როგორც საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორტეტები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ იმედი გამოთქვეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: