გოგა ხაინდრავა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, გადადგებოდა

გოგა ხაინდრავა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, გადადგებოდა

"სააკაშვილს 8 წელი ჰქონდა, რომ მედიის თავისუფლებაზე ეზრუნა. საკონსტიტუციო სასამართლო არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი რეგიონალური ორგანიზაცია, ისევე როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდი", _ აცხადებს გოგა ხაინდრავა გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას.


მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა დადგეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის პასუხისმგებლობის საქმე, რამდენად აქვს უფლება ჩაატაროს არჩევნები, რადგან სწორედ ამ ბორდის პირობებშია ჩადენილი არაერთი დანაშაული.


"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, გია ჭანტურიას შემდეგ თვითონაც გადადგებოდნენ.


ხაინდრავა ასევე შეეხო მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარებას ეხება და ეს ყველაფერი მის თვითაღიარებად შეაფასა. "სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, უკვე დასრულდა", _ ამბობს ხაინდრავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: